საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს
რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

5 ოქ­ტომ­ბერს, ვა­ტი­კან­ში წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა და­ი­წყო, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა იმარ­თე­ბა და თით­ქმის ერთ თვეს გაგ­რძელ­დე­ბა.

შეხ­ვედ­რას წინ უძღო­და ორ­წლი­ა­ნი გა­მო­კი­თხვა: სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის რი­გით კა­თო­ლი­კე­ებს სთხოვ­დნენ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვა ეკ­ლე­სი­ის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ.

ამ გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რი­ცაა ქა­ლე­ბის ად­გი­ლი სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქი­ა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლგბტ თე­მის მი­მართ, უქორ­წი­ნებ­ლო­ბის აღ­თქმის შე­დე­გე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის, ბრძო­ლა პე­დო­ფი­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, აბორ­ტი და სხვა - სხდო­მა­ზე წმინ­და სი­ნო­დი სწო­რედ ამ თე­მებს გა­ნი­ხი­ლავს.

ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ ვა­ტი­კან­ში, წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხალ­ხო მესა აღავ­ლი­ნა.

პა­პის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ეკ­ლე­სი­ის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, გა­დას­ცეს რე­ლი­გი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მისი თქმით, ეკ­ლე­სია უნდა გა­ნიწ­მინ­დოს და გახ­დეს ინ­კლუ­ზი­უ­რი.

სწო­რედ ეს სა­კი­თხი გახ­და რო­მის ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკ­ლე­სი­ის პროგ­რე­სუ­ლო­ბას არას­წო­რად მი­იჩ­ნევს:

"ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მტკი­ცედ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბე­ბის შეც­ვლის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს წმინ­და სი­ნო­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ“, - თქვა პას­ტორ­მა ჯე­რალდ მი­უ­რე­იმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ნო­დის 365 წევ­რი­დან 54 ქა­ლია. მას­ში კი­დევ ასამ­დე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ასეთ შე­მად­გენ­ლო­ბას. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კა­თო­ლი­კუ­რი დოქ­ტრი­ნის სა­კი­თხებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის ხელ­დას­ხმულ­მა მსა­ხუ­რებ­მა უნდა მი­ი­ღონ.

ორ­შა­ბათს, ხუთ­მა კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა კარ­დი­ნალ­მა, პაპს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს და სთხო­ვეს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პაპ­მა სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში მი­ა­ნიშ­ნა, რომ არ გა­მო­რი­ცხავ­და მღვდლე­ბის­თვის ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის­თვის კურ­თხე­ვის უფ­ლე­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სი­ნო­დის შეკ­რე­ბა 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რო­მის პა­პის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ჯა­რო 2025 წლამ­დე გახ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
5

ყველაფერ ხდება იმ სცენარის მიხედვით, რაც საუკუნეების მიღმა დაიწერა

მესიაკონი
5

ბალთაზარ კოსას შთამომავლებისგან გასაკვირი არაფერია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

რევოლუცია თუ "ჯოჯოხეთის კარიბჭე"? - განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

5 ოქტომბერს, ვატიკანში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება და თითქმის ერთ თვეს გაგრძელდება.

შეხვედრას წინ უძღოდა ორწლიანი გამოკითხვა: სხვადასხვა ქვეყნის რიგით კათოლიკეებს სთხოვდნენ გაეზიარებინათ თავიანთი ხედვა ეკლესიის მომავლის შესახებ.

ამ გამოკითხვების შედეგების საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალების ადგილი საეკლესიო იერარქიაში, დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, უქორწინებლობის აღთქმის შედეგები სასულიერო პირებისთვის, ბრძოლა პედოფილიის წინააღმდეგ, აბორტი და სხვა - სხდომაზე წმინდა სინოდი სწორედ ამ თემებს განიხილავს.

ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული სახალხო მესა აღავლინა.

პაპის განცხადებით, დღეს ეკლესიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, გადასცეს რელიგიური გზავნილები თანამედროვე, რადიკალურად შეცვლილ საზოგადოებას. მისი თქმით, ეკლესია უნდა განიწმინდოს და გახდეს ინკლუზიური.

სწორედ ეს საკითხი გახდა რომის ეკლესიაში განხეთქილების მთავარი მიზეზი. სასულიერო პირების უმრავლესობა ეკლესიის პროგრესულობას არასწორად მიიჩნევს:

"ჩვენი მოვალეობაა, მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის სწავლებების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს წმინდა სინოდის შეხვედრის შემდეგ“, - თქვა პასტორმა ჯერალდ მიურეიმ.

აღსანიშნავია, რომ სინოდის 365 წევრიდან 54 ქალია. მასში კიდევ ასამდე დამკვირვებელი და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელიც მონაწილეობენ. კონსერვატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთ შემადგენლობას. ისინი ამტკიცებენ, რომ კათოლიკური დოქტრინის საკითხებზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკლესიის ხელდასხმულმა მსახურებმა უნდა მიიღონ.

ორშაბათს, ხუთმა კონსერვატიულმა კარდინალმა, პაპს წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს დაედასტურებინა თავისი ერთგულება ეკლესიის მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, პაპმა საპასუხო წერილში მიანიშნა, რომ არ გამორიცხავდა მღვდლებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის კურთხევის უფლების მიცემის შესაძლებლობას.

სინოდის შეკრება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ რომის პაპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საჯარო 2025 წლამდე გახდება.

იხილეთ ასევე: