ყვარელში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 47 წლის კაცს ყოფილმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჭიკაანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Ყოფილი პოლიციელი არ არსებობს! Მკვლელი მკვლელია, ნაგავი ნაგავია, ყოფილია თუ მოქმედი.
ეს ტერმინი ყოფილი პოლიციელი რა სტიგმაა და მეორეც მიზეზი მიზეზი დაწერეთ დააკონკრეტეთ რატომ.მოხდა ფაქტი ეგრე ზერელედ ნუ უდგებით საქმეს