სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს
5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს

7 ოქ­ტომ­ბერს, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. ღვი­ნო­ბის­თვის ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­ხუ­თედ უმას­პინ­ძლებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს. ეს დღე ტრა­დი­ცი­უ­ლად უამ­რავ სტუ­მარს აერ­თი­ა­ნებს და და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბებს ქმნის.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სას­ვლე­ლად ქარ­თვე­ლებ­სა თუ უცხო­ე­ლებს არა­ერ­თი მი­ზე­ზი აქვთ. ახლა კი რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­გაც­ნობთ:

სო­მე­ლი­ეს მას­ტერკლა­სი

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რი­საა შეხ­ვედ­რა სო­მე­ლი­ეს­თან. მას­ტერკლა­სი 15:00 სა­ათ­ზე, ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. WSET 3-ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, (წამ­ყვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ამ­ზა­დებს), ღვი­ნის ბლო­გე­რი თე­ო­ნა თო­ხა­ძე ჩა­ა­ტა­რებს მას­ტერკლასს სა­ხელ­წო­დე­ბით: „დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი“. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ფეს­ტი­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, შეხ­ვდნენ პრო­ფე­სი­ო­ნალს და მეტი შე­ი­ტყონ ღვი­ნის შე­სა­ხებ. მას­ტერკლა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა და სო­მე­ლიე ისა­უბ­რებს იმ სტან­დარ­ტებ­სა და კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად ვა­ფა­სებთ ღვი­ნოს. თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის და­სას­რულს, სტუმ­რე­ბი „ყნოს­ვას გა­ა­ვარ­ჯი­შე­ბენ“. მას­ტერკლას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი, რო­მე­ლიც დაყ­ნოს­ვი­სას სწო­რად უნდა გა­მო­იც­ნონ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა.

ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი

ფეს­ტი­ვა­ლის დღეს ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში შეს­ვლა 14:00-15:00 და 17:00-18:00 სა­ა­თებ­ში უფა­სო იქ­ნე­ბა. მუ­ზე­უ­მის სტუმ­რე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტებს.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს ღვი­ნის მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მარ­ნე­ბი სა­კუ­თარ ნა­წარმს წა­რუდ­გე­ნენ. ღო­ნის­ძე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ათე­უ­ლო­ბით კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მის დე­გუს­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცე­მენ სტუმ­რებს. დე­გუს­ტა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ღვი­ნის შე­ძე­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ღვი­ნის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

ღვი­ნი­სა და სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ღვი­ნის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. „ზარ­ბა­ზა­ნი“ ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ხა­ზის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს. ესე­ნია: ხვან­ჭკა­რა, ოჯა­ლე­ში, სა­ფე­რა­ვი და რქა­წი­თე­ლი. პრო­დუქ­ტებს შო­რი­საა: შამ­პუ­ნე­ბი, სა­მა­სა­ჟე ზე­თე­ბი, თმის ნიღ­ბე­ბი და კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, საპ­ნე­ბი, ზე­თე­ბი რუ­ჯის მი­სა­ღე­ბად და, მზის­გან დამ­ცა­ვი ლო­სი­ო­ნე­ბი და სხვა.

ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნო

ღვი­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფეს­ტი­ვალ­ზე ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნო კომ­პა­ნია „გე­ალ­კომ“ 2022 წელს შექ­მნა და მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტი გახ­და. ეს გახ­ლავთ სა­დე­სერ­ტო ღვი­ნო, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის და­ტესტვი­სა და ფო­კუსჯ­გუ­ფებ­ში დე­გუს­ტა­ცი­ის მერე გა­მოჩ­ნდა ბა­ზარ­ზე. ის დამ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყუ­რძნის­გან, რო­მელ­საც შერ­წყმუ­ლი აქვს ბრო­წე­უ­ლის არო­მა­ტი. ღვი­ნოს აქვს მუქი ლა­ლის­ფე­რი-წი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი ბრო­წე­უ­ლის მარ­ცვლე­ბის არო­მა­ტი.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, 12:00 სა­ათ­ზე, და­ი­წყე­ბა.

#ღვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი

#ღვი­ნო

#ქარ­თუ­ლიღ­ვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ღვინის ფესტივალს

7 ოქტომბერს, სიონის ქუჩაზე, ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული ფესტივალი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს. ეს დღე ტრადიციულად უამრავ სტუმარს აერთიანებს და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.

ფესტივალზე მისასვლელად ქართველებსა თუ უცხოელებს არაერთი მიზეზი აქვთ. ახლა კი რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

სომელიეს მასტერკლასი

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს შორისაა შეხვედრა სომელიესთან. მასტერკლასი 15:00 საათზე, ღვინის მუზეუმში გაიმართება. WSET 3-ის კურსდამთავრებული, (წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებს ამზადებს), ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით: „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. დაინტერესებულ პირებს ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პროფესიონალს და მეტი შეიტყონ ღვინის შესახებ. მასტერკლასი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება და სომელიე ისაუბრებს იმ სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ობიექტურად ვაფასებთ ღვინოს. თეორიული ნაწილის დასასრულს, სტუმრები „ყნოსვას გაავარჯიშებენ“. მასტერკლასზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არომატი, რომელიც დაყნოსვისას სწორად უნდა გამოიცნონ მონაწილეებმა.

ღვინის მუზეუმი

ფესტივალის დღეს ღვინის მუზეუმში შესვლა 14:00-15:00 და 17:00-18:00 საათებში უფასო იქნება. მუზეუმის სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის განვითარების ისტორიას, დაათვალიერებენ ღვინოსთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონატებს.

ღვინის დეგუსტაცია

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მარნები საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნება ათეულობით კომპანია, რომლებიც საკუთარი განსაკუთრებული ნაწარმის დეგუსტაციის შესაძლებლობას მისცემენ სტუმრებს. დეგუსტაციის პარალელურად, ღვინის შეძენაც შესაძლებელი იქნება.

ღვინის ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები

ღვინისა და სხვა ტრადიციული ქართული პროდუქტების პარალელურად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები. „ზარბაზანი“ ქართული ბრენდია, რომელიც რამდენიმე ხაზის პროდუქციას აწარმოებს. ესენია: ხვანჭკარა, ოჯალეში, საფერავი და რქაწითელი. პროდუქტებს შორისაა: შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

ბროწეულის ღვინო

ღვინის ტრადიციული სახეობების პარალელურად, ფესტივალზე ბროწეულის ღვინის დაგემოვნებაც შესაძლებელი იქნება. ბროწეულის ღვინო კომპანია „გეალკომ“ 2022 წელს შექმნა და მას შემდეგ უამრავი ადამიანის საყვარელი პროდუქტი გახდა. ეს გახლავთ სადესერტო ღვინო, რომელიც მრავალი კომბინაციის დატესტვისა და ფოკუსჯგუფებში დეგუსტაციის მერე გამოჩნდა ბაზარზე. ის დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც შერწყმული აქვს ბროწეულის არომატი. ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი-წითელი შეფერილობა და ინტენსიური ბროწეულის მარცვლების არომატი.

ქართული ღვინის ფესტივალი სიონის ქუჩაზე, 12:00 საათზე, დაიწყება.

#ღვინისფესტივალი

#ღვინო

#ქართულიღვინისფესტივალი