ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები, გარდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა, "პრაგმატულები არიან“.
ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სააგენტო Tass-სთან საუბრისას, ჟენევის უსაფრთხოების დისკუსიების პერსპექტივასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"პრეზიდენტს თუ უგულებელვყოფთ, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატისტები არიან, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიას შეიძლება რაღაც მოჰყვეს.
ვფიქრობ, ისინი ხვდებიან, რომ მშვიდობა არის წინაპირობაა როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარებისთვის", - განაცხადა მან.
ბჟანიას თქმით, აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".
"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ჩვენ განვიხილავთ მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მოგვიანებით“, - დასძინა მან.
კაი ერთი, მართლა?))))))) მაინც რას გვთავაზობ სავაჭროდ? აჯიკას თუ კოტრაბანდულ ულიცენზიო სიგარეტებს)))) და კიდევ საქართველოს არ ჭირდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება მის საკუთარ ნაწილთან.
ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
რა სურთ და რა უნდათ აფხაზებს?
ჩემი პირადი აზრით მათ უნდათ რუსეთისა და საქართველოსაგან დამოუკიდებლად არსებობა, მაგრამ მჭიდრო ურთიერთკავშირში ყოფნა, როგორც რუსებთან, ასევე ქართველებთან!
განსჯისათვის, ანუ ცოტა რამ აფხაზეთის ისტორიიდან:
- 697 - 786 წლებში არსებობდა აფხაზეთის სამთავრო, სადაც ცხოვრობდნენ აბორიგენი აფხაზური ტომები (აბაზგები და აფშილები) და რომელმაც იარსება 89 წელი;
- 786 - 978 წლებში არსებობდა აფხაზეთის სამეფო, რომელმაც იარსება 192 წელი. მის შემადგენლობაში მთელი დასავლეთ საქართველო შედიოდა, დედაქალაქი იყო ქუთათისი (დღევანდელი ქუთაისი), პირველი მეფე - ლეონ II;
- 978 - 1412 წლებში აფხაზთა მეფის ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა აფხაზურ-ქართული სახელმწიფო, რომელმაც გააერთიანა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო და რომელმაც იარსება 434 წელი. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატ III (მამით ქართველი, დედით აფხაზი);
- ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ კვლავ შეიქმნა აფხაზეთის სამთავრო (მთავრები იყვნენ შარვაშიძეები - აფხაზურად ჩაჩბა) და რომელიც არსებობდა 1412 -1864 წლებში.
სულ იარსება 452 წელი. აქედან:
- 1412 -1490 წლებში (სულ 78 წელი) არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სამთავრო;
- 1490 - 1810 წლებში (სულ 320 წელი) აფხაზეთი იყო ოსმალეთის იმპერიაში;
- 1810 - 1917 წლებში (სულ 107 წელი) აფხაზეთი იყო რუსეთის იმპერიაში. ამ პერიოდში მოხდა ე.წ. „მუჰაჯირობა“ - კავკასიიდან მუსულმანების მასობროვი გადასახლებები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აფხაზეთის ტერიტორიიდან დაახლოებით 50-60 ათასმა აფხაზმა იძულებით დატოვა საკუთარი მიწა-წყალი...
- 1918-1920 წლებში (სულ 2 წელი) აფხაზეთში იყო გარდამავალი პერიოდი.
- 1920 - 1921 წლებში (სულ 2 წელი) აფხაზეთი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში;
- 1921- 1990 წლებში (სულ 69 წელი) აფხაზეთი იყო საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში;
- 1990 -1992 წლებში (სულ 2 წელი) აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში;
- 1992 წლიდან დღემდე (ფაქტიურად სულ 31 წელი) რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით არის თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა...
პ.ს. 80-იანი წლების ბოლოს გამსახურდია ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებდა, რომ აფხაზები სინამდვილეში აფხაზები კი არა აფსუები არიანო, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლდნენო!
არადა თურმე აფსუა აფხაზური სიტყვა ყოფილა, რომელიც ქართულად აფხაზს ნიშნავს...
პ.პ.ს. სოციალურ ქსელში აფხაზებთან პოლემიკის დროს ერთმა აფხაზმა მომწერა:
„ჩვენ ძმები ვართ, მაგრამ არა სისხლით!“