სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას
"არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

არ მო­დის რე­ვო­ლუ­ცია, დამ­შვიდ­დით და აგიხ­სნით რა­ტომ, დამ­შვიდ­დით ან და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი და­ლი­ეთ, იმი­ტომ, რომ უკვე არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე მან სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მსხდომ დე­პუ­ტა­ტებს მო­ას­მე­ნი­ნა ნა­წყვე­ტი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­დან "ნატ­ვრის ხე“ - "მო­დის გა­ცო­ფე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა, დელ­გმა, ნი­აღ­ვა­რი, რე­ვო­ლუ­ცია მო­დის“, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ვო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მო­დის, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­მა მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა.

"რა­ტომ არ მო­დის რე­ვო­ლუ­ცია ახლა აგიხ­სნით, იმი­ტომ, რომ თქვე­ნი გეგ­მა, სა­ბო­ტა­ჟი მო­გე­წყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­თვის, ჩაშ­ლი­ლია! ევ­რო­კავ­შირ­მა მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რაც თქვენ გა­ა­კე­თეთ, ჩაშ­ლი­ლი 12 მო­თხოვ­ნი­სა, სა­მარ­ცხვი­ნო მას­კა­რა­დის, რო­მე­ლიც დღეს ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ხით, სა­მარ­ცხვი­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის, ახლა და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი რუ­სუ­ლი მას­კა­რა­დის მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ, ევ­რო­კავ­შირს აქვს მტკი­ცედ გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და რუ­სეთს არ მის­ცეს შან­სი, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დარ­ჩეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის გა­რე­შე. ამი­ტომ ახლა მე მეს­მის ივა­ნიშ­ვი­ლის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა - ერთი მხრივ, მან პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს თა­ვის უფ­რო­სებს მოს­კოვ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუსს თუ მი­ა­ნი­ჭე­ბენ ამ ქვე­ყა­ნას და ეში­ნია, რომ გა­აგ­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და მე­ო­რე მხრივ, ეში­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მოს­თხოვ­და პა­სუხს მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის ჩაგ­დე­ბის გეგ­მა მას რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მაგ­რამ ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამ გეგ­მას! ამი­ტომ დროა ივა­ნიშ­ვილ­მა იდარ­დოს, რას ეუბ­ნე­ბა თა­ვის უფ­რო­სებს მოს­კოვ­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მან "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვაც გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ი­მარ­ჯვა.

"მარ­თლა მინ­და გკი­თხოთ, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს ეს კა­ნო­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და ახლა ფიქ­რობთ, რომ აუკ­რძა­ლავთ ხალ­ხს და პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნით, რომ დად­გას სცე­ნა, ან კა­რა­ვი გა­შა­ლოს, თქვენ ვის უბე­დავთ ამას? მარ­თლა გჯე­რათ, რომ თქვენ, აი თქვენ, ამ კა­ნო­ნით შე­ა­ჩე­რებთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რის­ხვას, თუ დას­ჭირ­დათ სა­კუ­თა­რი რის­ხვის გა­მო­ხატ­ვა ქუ­ჩა­ში? ვის ებ­რძვით ამ კა­ნო­ნით? ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რძო­და საბ­ჭო­თა ტან­კებს ამ შე­ნო­ბის წინ ? ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მელ­მაც 2003 წელს კვი­რე­ბი გა­ა­ტა­რა ქუ­ჩა­ში წვი­მის ქვეშ, რომ გა­ეგ­დო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ იმ ხალ­ხს ებ­რძვით, რო­მელ­მაც 2012 წელს საკ­მა­ოდ დიდი ზე­წო­ლის ქვეშ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან, ასო­ბით ათა­სი გა­მო­სუ­ლი იყო ქუ­ჩებ­ში და იმი­ტომ სხედ­ხართ დღეს მანდ უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ვარ­ძლებ­ში, ხომ არ და­გა­ვი­წყდათ რა ხდე­ბო­და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში 2012 წლის სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე? თქვენ ახლა ფიქ­რობთ, რომ დღეს მი­ი­ღებთ კა­ნონს და ეს კა­ნო­ნი ხელს შე­უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი აზრი ამ ქვეყ­ნის ქუ­ჩებ­ში? რო­მელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­მარ­ჯვია სა­კუ­თარ ხალ­ხთან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში? არც ერთს! ვერ გა­ი­მარ­ჯვებთ ვერც თქვენ, რამ­დე­ნი კა­ნო­ნიც არ უნდა მი­ი­ღოთ ამ პარ­ლა­მენ­ტში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით!

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­მარ­თლი­ან და თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს ჩა­ვა­ტა­რებთ. ამი­ტომ და­გი­სან­ქცი­რეს ფარ­ცხა­ლა­ძე, ამი­ტომ ჩა­გიგ­დეს თქვე­ნი გეგ­მე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამი­ტომ გა­ი­მარ­ჯვებს შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდაა..
1

ქალი მაინც იყოთ რომელიმე მანდ მჯდომარე ნაცანასხლეტი,კიდე კაი ჰა ჯანდაბას)) რას გავხართ თუიცით,ის დედალი გვარამია რომ გყავთ კიდე,სამნიძე😁 ვაი თქვენს კაცებს😁😁 ან ქალებს რავი)) 

ბ.მ-ს!
5

წყევლა მუდამ მაწყევართან ბრუნდება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

"არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

განცხადების გაკეთებამდე მან სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან "ნატვრის ხე“ - "მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის, რადგან ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

"რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია! ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ "ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. ამიტომ ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა - ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას! ამიტომ დროა ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიმარჯვა.

"მართლა მინდა გკითხოთ, რომ შემოიტანეს ეს კანონი მანიფესტაციების შესახებ და ახლა ფიქრობთ, რომ აუკრძალავთ ხალხს და პრობლემებს შეუქმნით, რომ დადგას სცენა, ან კარავი გაშალოს, თქვენ ვის უბედავთ ამას? მართლა გჯერათ, რომ თქვენ, აი თქვენ, ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას, თუ დასჭირდათ საკუთარი რისხვის გამოხატვა ქუჩაში? ვის ებრძვით ამ კანონით? ქართველ ხალხს, რომელიც შიშველი ხელებით ებრძოდა საბჭოთა ტანკებს ამ შენობის წინ ? ქართველ ხალხს, რომელმაც 2003 წელს კვირები გაატარა ქუჩაში წვიმის ქვეშ, რომ გაეგდო კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლება, თუ იმ ხალხს ებრძვით, რომელმაც 2012 წელს საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ ძალოვანი სტრუქტურებიდან, ასობით ათასი გამოსული იყო ქუჩებში და იმიტომ სხედხართ დღეს მანდ უმრავლესობის სავარძლებში, ხომ არ დაგავიწყდათ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 2012 წლის სამთავრობო ცვლილებებამდე? თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ დღეს მიიღებთ კანონს და ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ საკუთარი აზრი ამ ქვეყნის ქუჩებში? რომელ ხელისუფლებას გაუმარჯვია საკუთარ ხალხთან დაპირისპირებაში? არც ერთს! ვერ გაიმარჯვებთ ვერც თქვენ, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოთ ამ პარლამენტში დაჩქარებული წესით!

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ის უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, როდესაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ამიტომ დაგისანქცირეს ფარცხალაძე, ამიტომ ჩაგიგდეს თქვენი გეგმები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაიმარჯვებს შემდეგ არჩევნებში ქართველი ხალხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.