პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს?
"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს?

"ახლა მუ­შა­ო­ბა ერთ როლ­ზე და­ვას­რუ­ლე. კი­ნო­ში გა­და­მი­ღეს, კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რია ჩა­მო­სუ­ლი და ფილმზე ამიყ­ვა­ნა. "ფორ­ტუ­ნა პლუ­სი“ ჰქვია სუ­რათს. თა­ვი­დან თით­ქოს უარი ვთქვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა და­მარ­წმუ­ნა - თქვენ უნდა იყო­თო. ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის როლი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­საც თა­ვის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე, რო­მელ­საც კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შექ­მნი­ლი. არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც უთა­მა­შია...

მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი კი კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლი“ შემ­დეგ გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ელ რეზო ქა­თა­მა­ძის როლი შე­ას­რუ­ლა.

ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია. ვსა­უბ­რობთ კა­რი­ე­რა­ზე, ნა­თა­მა­შევ როლ­ზე, თე­ატრზე, კი­ნო­ზე და ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მას ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რო­ბი­სას ვი­ღა­ცამ უნე­ბარ­თვოდ გა­და­უ­ღო...

- ცოტა ხნის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ვი­ღა­ცამ ფოტო უნე­ბარ­თვოდ გა­და­გი­ღოთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა და სა­ო­ცა­რი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა. ამ ფაქ­ტმა ადა­მი­ა­ნებ­ში თქვენ მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­ა­ჩი­ნა, რა­საც კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. რო­დე­საც ნა­ხეთ ფოტო, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ბავ­შვმა ჩუ­მად გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა - "ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, ქარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ავ­ტო­ბუ­სით არ უნდა მგზავ­რობ­დეს“ და რა არ წა­ვი­კი­თხე. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხან ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი, ხან ფე­ხით, ხან მან­ქა­ნით, ხან ტაქ­სით... მაგ­რამ ახლა ისე­თი სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სის გარ­და სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. სწო­რად გა­მი­გეთ, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ამ დროს ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლია. გა­ვოც­დი, როცა ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. "უი, გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლა", უი, ასე, უი, ისე... რა­ტომ ვარ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, ასე დავ­დი­ვარ, ასე გა­და­ვად­გილ­დე­ბი, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, თუ ვინ­მემ იცის, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, მი­თხრას. შე­ვეც­დე­ბი ისე ვიყო... მაგ­რამ ისიც არის - ყვე­ლას ვერ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი, რა ვქნა...

ფოტო: "სქ­რი­ნი "ტიკ-ტოკ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ­თან ფო­ტოს რო­გორც პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობ­თან დღემ­დე იღე­ბენ, მაგ­რამ ეს თქვენ­თან შე­თან­ხმე­ბით და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც ხდე­ბა...

- რომ ეთ­ქვა, ვი­ღე­ბო, თუ ჩემი ასე­თი ფოტო უნ­დო­და, უფრო ტრა­გი­კულ სა­ხეს მი­ვი­ღებ­დი. თან, გა­სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა და­ა­დო, ისე­თი, რომ ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­მი­რე­კა, ხომ ცო­ცხა­ლი ხარო?!. არის გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი, მაგ­რამ არ ვბრა­ზობ და არ ვჩხუ­ბობ, რად­გან ვე­რა­ფერს შევ­ცვლი...

- და­ვუბ­რუნ­დეთ თქვენს საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას... ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, კი მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. ისე, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არ­სე­ბობს თა­მა­შის სურ­ვი­ლი, მით უმე­ტეს, ბავ­შვო­ბა­ში... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რად­გა­ნაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის დრო რომ მო­ვი­და, თქვეს, ეს ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნი და დი­დია, ვინ მი­ი­ღებ­სო. ამან რა­ღაც გული ამიც­რუა... მერე ეკო­ნო­მი­უ­რი­დან სა­ბუ­თე­ბი მა­ინც „თე­ატ­რა­ლურ­ში“ გა­მო­ვი­ტა­ნე, გა­მი­მარ­თლა და ჩა­ვა­ბა­რე. და­ვამ­თავ­რე კი­ნო­სა და თე­ატ­რის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

- რამ­დე­ნად გა­მარ­თლდა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში წინა თა­ო­ბის ნათ­ქვა­მი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ვინც აბა­რებ­და, ასე­თი იყო - „სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში თავი ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გგო­ნია, მერე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, მერე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი და რომ და­ამ­თავ­რებ, ხვდე­ბი, რომ არ­ტის­ტო­ბა უნდა და­ი­წყო"... ზუს­ტად ასეა, გზა თვი­თონ უნდა გა­იკ­ვლიო, იმოღ­ვა­წო, თუ ამ საქ­მეს მოღ­ვა­წე­ო­ბას და­ვარ­ქმევთ...

- დღეს­დღე­ო­ბით თე­ატ­რის შტატ­ში არ­სად ხართ?

- არ­სად და არც ვყო­ფილ­ვარ. მიწ­ვე­ვით კი თით­ქმის ყველ­გან მი­თა­მა­შია... შტატ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამის გამო არა­ვის­თან მივ­სულ­ვარ და მი­თხო­ვია, მი­მი­ღეთ-მეთ­ქი. ისე, რე­ა­ლუ­რად არც ვიცი, ეგ რო­გორ ხდე­ბა... ჩემს დროს გა­ნა­წი­ლე­ბა არ იყო, რომ სად­მე მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი და მერე გზა იქი­დან გა­მეკვლია... რომ ჩა­ვა­ბა­რე კოტე სურ­მა­ვას ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი და დათო დო­ი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე.

- მგო­ნი, ყვე­ლაფ­რის კომ­პენ­სა­ცია სე­რი­ა­ლი "ცხე­ლი ძაღ­ლი" აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ. თე­ატ­რში რო­ლე­ბი მი­წყო­ბი­თაც რომ გე­თა­მა­შათ, შე­საძ­ლოა, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არც ყო­ფი­ლი­ყა­ვით...

- სხვა­თა შო­რის, ეს კი­ნოს, ეკ­რანს ახა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა სცე­ნა­ზე არა­ფე­რი ითა­მა­შო, კი­ნო­ში ერთი როლი და პო­პუ­ლა­რო­ბით იმას გა­უს­წრო, ვინც თე­ატრს შე­ა­ბერ­და. "ცხელ ძაღლს“ რთულ პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დით, როცა ქვე­ყა­ნა­ში არც ისე და­ლა­გე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო... მა­ნამ­დე კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი­ნო­ში უკვე მქონ­და - „ნუ­ცას სკო­ლა­ში“ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა გა­და­მი­ღო. გა­და­ღე­ბამ 4 წელი გას­ტა­ნა, რად­გა­ნაც და­ფი­ნან­სე­ბა რთუ­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო.

მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ამ სე­რი­ალ­ზე და­მი­ძა­ხეს... ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, დათო ბე­ში­ტა­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც „ცხელ ძაღლში“ ასე­ვე თა­მა­შობს, მი­თხრა, - კას­ტინგზე მო­დიო. 2-ჯერ მი­ვე­დი, არ დამ­ხვდნენ, გა­დამ­ღებ ჯგუფს უკვე მე­სა­მედ შევ­ხვდი და და­მამ­ტკი­ცეს.

- რო­დე­საც გა­ი­გეთ, პო­ლი­ცი­ე­ლის როლი უნდა გე­თა­მა­შათ, ამას რო­გორ შეხ­ვდით?

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ასე­თია, ყვე­ლა როლს უნდა მო­ერ­გო და და­თან­ხმდე. თან როცა დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ხარ, რა­საც გთა­ვა­ზო­ბენ, გი­ხა­რია. ისე, თა­ვი­დან კი ვთქვი, კარ­გი, რა პო­ლი­ცი­ე­ლი-თქო? მაგ­რამ მერე როლი იმ­დე­ნად გა­ვი­თა­ვი­სე, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რიც კი შე­მომ­თა­ვა­ზეს. კი, ასე­თიც მოხ­და...

- და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყა­ვით...

- დღემ­დე ქუ­ჩა­ში ასე მხვდე­ბი­ან - გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო. ქა­თა­მა­ძე­ე­ბი რამ­დე­ნი ხართ? არა, მე ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე ვარ, მაგ­რამ ისე­თი სა­ხით მი­ყუ­რე­ბენ ხოლ­მე, ხან­და­ხან არ ღირს ამის თქმა. ია­და­მი­ა­ნი ასე აღ­გიქ­ვამს, მი­სი­ა­ნად და ჩვე­უ­ლებ­რივ გე­ლა­პა­რა­კე­ბა. მერე ვი­ღაც მე­ტყვის, - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან სუ­რა­თი გა­და­ვი­ღო? დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი - აბა, კარ­გად, ბა­ტო­ნო რეზო და გა­ი­ცი­ნებს. ვი­ღა­ცე­ბი რე­ვაზ შალ­ვო­ვიჩს მე­ძა­ხი­ან. ხალ­ხის­გან ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო მო­დის.

- თქვენს პარტნი­ორ­თან, მსა­ხი­ობ ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­თან, სე­რი­ალ­ში ზა­ხა­რიჩ­თან მუ­შა­ო­ბამ რა და­გი­ტო­ვათ?

- თა­ვი­დან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ და­ვი­ნა­ხე, სირ­ცხვი­ლის­გან ვიწ­ვე­ბო­დი... დიდი მსა­ხი­ო­ბია. იგი­ვე შე­მიძ­ლია, ვთქვა გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა­ზეც. რა­ღა­ცებს ისე გვას­წავ­ლიდ­ნენ, ისე გვაძ­ლევ­დნენ მა­გა­ლი­თებს, რომ არ არ­სე­ბობს იმას რა­მე­ზე არ და­ე­ფიქ­რე­ბი­ნე.

ერთხელ სა­ნამ კადრს და­ა­ყე­ნებ­დნენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვის­ხე­დით, იქ გოგო შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი არ გავ­ნძრე­ულ­ვართ. მისი შე­მოს­ვლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღეთ. უეც­რად ბა­ტო­ნი ჟან­რი წა­მოდ­გა და მოდი, შვი­ლო და­ჯე­ქიო. სირ­ცხვი­ლის­გან სად წავ­სუ­ლი­ყა­ვით, არ ვი­ცო­დით. ამ საქ­ცი­ე­ლით, იმ­დე­ნი რამ გვას­წავ­ლა, რა გი­თხრათ. მერე წაგ­ვიყ­ვან­და, ხან ხინ­კალს გვაჭ­მევ­და, ხან ლუდს გვას­მევ­და...

გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას­გა­ნაც ბევ­რი სით­ბო მახ­სოვს, ერთხელ გა­და­ღე­ბი­სას, ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სი ისე თბი­ლად, ტკბი­ლად, მე­გობ­რუ­ლად ამიხ­სნა, ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­რჩა რო­გორც მა­გა­ლი­თი ჯერ ურ­თი­ერ­თო­ბის და მერე უმ­ცრო­სი კო­ლე­გის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი ხერ­ხის გა­ზი­ა­რე­ბის. დიდი ადა­მი­ა­ნი იყო. ამას უფ­რო­სი თა­ო­ბა, ვინც იქ მუ­შა­ობ­და, იმ­დე­ნად მაგ­რად აკე­თებ­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გა­დამ­დე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა. მათი ბუმ­ბე­რა­ზო­ბაც ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა.

- თე­ატრს და­ვუბ­რუნ­დეთ - ისე, რა­ტომ უნდა ყვე­ლა მსა­ხი­ობს ჰამ­ლე­ტის თა­მა­ში და ახლა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ ეს როლი, თუ ითა­მა­შებთ?

- კი, რა­ტომ­ღაც ასეა, ჰამ­ლე­ტის თა­მა­ში ყვე­ლას უნდა... თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჰამ­ლე­ტის ტი­პა­ჟი ხარ, ისიც ასე­თი­ვე გა­რეგ­ნო­ბის, დიდი, მსუ­ქა­ნი იყოო... ჰამ­ლეტს სხვა ენერ­გია სჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ ჯო­ბია, ეს როლი 19 წლის ბიჭ­მა ითა­მა­შოს, ვიდ­რე ასა­კით უფ­როს­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა. ყვე­ლა როლს თა­ვის ასა­კი აქვს...

- თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა თე­ატ­რით რომ იყოს მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლი, ალ­ბათ ისურ­ვებ­დით?

- კი, ალ­ბათ... ხომ ამ­ბო­ბენ, დიდი და პა­ტა­რა როლი არ არ­სე­ბობ­სო. მეც ასე მგო­ნია. ვი­ღა­ცა­ზე იტყვი­ან ხოლ­მე, ეპი­ზოდ­ში იყო, მაგ­რამ ისე­თი გას­ვლა ჰქონ­დაო, - კი, ლე­გენ­დე­ბის მჯე­რა...

- ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი გაქვთ და ამით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გან ცხოვ­რე­ბამ ასე მო­ი­ტა­ნა. ადა­მი­ა­ნი დღეს რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ ერ­თმა­ნეთ­თან ათავ­სებს...

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჩვენ­თან არ არის იმ­დე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის მო­თხოვ­ნებს მო­ე­რიო. რა­საც შეძ­ლებ, უნდა აკე­თო. თუ არა­და, უნდა იარო, იძა­ხო, მა­გა­რი ვარ და როლი არ გქონ­დეს, სამ­სა­ხუ­რი არ გქონ­დეს, ასე რო­დემ­დე გაძ­ლებ?! კი, პა­ტა­რა ბიზ­ნეს­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, არის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ჩემი მე­გობ­რი­საა, სა­დაც ერ­თად ვშრო­მობთ.

- გყავთ ვაჟი, მარ­თა­ლია, ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ხომ არ უთ­ქვამს, რომ მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დეს?

- მაქ­სი­მე 8 წლის არის. კი, უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა. წა­მო­ი­ზარ­და, რა­ღა­ცებს უყუ­რებს და მოს­წონს. ვნა­ხოთ, რას იზამს. მსა­ხი­ო­ბო­ბას ვურ­ჩევ­დი თუ არა? ვურ­ჩევ­დი, რა­ტო­მაც არა. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში მეც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის და მაქ­სი­მეც ასე იქ­ნე­ბა, როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას გა­და­წყვეტს...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
4

მე მხოლოდ წინსვლას და წარმატებას გისურვებ, არასოდეს გაჩერდე

ჯასთ
5

წარმატებები ამ კარგ ადამიანს და კარგ მსახიობს.იმ ვიდეოს უსაშინლესი მუსიკა ედო და ასე ტრაგიკულად იმიტომ გამოჩნდა. ნამდვილად არასწორი საქციელია ასე სხვისი ფოტოს გაშეარება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს?

"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს?

"ახლა მუშაობა ერთ როლზე დავასრულე. კინოში გადამიღეს, კანადელი რეჟისორია ჩამოსული და ფილმზე ამიყვანა. "ფორტუნა პლუსი“ ჰქვია სურათს. თავიდან თითქოს უარი ვთქვი, მაგრამ ახალგაზრდა რეჟისორმა დამარწმუნა - თქვენ უნდა იყოთო. ძალიან დარდიანი ადამიანის როლი ვითამაშე, რომელსაც თავის პატარა ბიზნესი აქვს,“ - გვეუბნება მსახიობი ვასიკო ბახტაძე, რომელსაც კინოსა თუ თეატრში არაერთი როლი აქვს შექმნილი. არაერთ პოპულარულ სერიალშიც უთამაშია...

მასობრივად ცნობილი კი კრიმინალური სერიალის "ცხელი ძაღლი“ შემდეგ გახდა, სადაც პოლიციელ რეზო ქათამაძის როლი შეასრულა.

ვასიკო ბახტაძე AMBEBI.GE-ს სტუმარია. ვსაუბრობთ კარიერაზე, ნათამაშევ როლზე, თეატრზე, კინოზე და ფოტოზე, რომელიც მას ავტობუსში მგზავრობისას ვიღაცამ უნებართვოდ გადაუღო...

- ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვიღაცამ ფოტო უნებართვოდ გადაგიღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთა და საოცარი წარწერა გაუკეთა. ამ ფაქტმა ადამიანებში თქვენ მიმართ თანაგრძნობა გააჩინა, რასაც კომენტარებით გამოხატავდნენ. როდესაც ნახეთ ფოტო, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- როგორც ჩანს, ვიღაც ბავშვმა ჩუმად გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. საოცარი კომენტარები მოჰყვა - "ასე არ უნდა ხდებოდეს, ქართული მსახიობი ავტობუსით არ უნდა მგზავრობდეს“ და რა არ წავიკითხე. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ხან ავტობუსით მივდიოდი და მოვდიოდი, ხან ფეხით, ხან მანქანით, ხან ტაქსით... მაგრამ ახლა ისეთი საცობებია, ავტობუსის გარდა სხვანაირად ვერ გადაადგილდები. სწორად გამიგეთ, ავტობუსით მგზავრობა ამ დროს ბევრად ხელსაყრელია. გავოცდი, როცა ამაზე მთელი ამბავი ატყდა. "უი, გამათხოვრებულა", უი, ასე, უი, ისე... რატომ ვარ გამათხოვრებული, ასე დავდივარ, ასე გადავადგილდები, ეს ჩემი ყოველდღიურობაა. იმ კომენტარებიდან გამომდინარე ვიტყვი, თუ ვინმემ იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, მითხრას. შევეცდები ისე ვიყო... მაგრამ ისიც არის - ყველას ვერ გამოვეხმაურები, რა ვქნა...

ფოტო: "სქრინი "ტიკ-ტოკზე" გავრცელებული ვიდეოდან

- დარწმუნებული ვარ, თქვენთან ფოტოს როგორც პოპულარულ მსახიობთან დღემდე იღებენ, მაგრამ ეს თქვენთან შეთანხმებით და დიდი სიამოვნებითაც ხდება...

- რომ ეთქვა, ვიღებო, თუ ჩემი ასეთი ფოტო უნდოდა, უფრო ტრაგიკულ სახეს მივიღებდი. თან, გასაოცარი მუსიკა დაადო, ისეთი, რომ ნახევარმა საქართველომ დამირეკა, ხომ ცოცხალი ხარო?!. არის გასაბრაზებელი, მაგრამ არ ვბრაზობ და არ ვჩხუბობ, რადგან ვერაფერს შევცვლი...

- დავუბრუნდეთ თქვენს საყვარელ პროფესიას... ბავშვობიდან გინდოდათ მსახიობობა?

- ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ წრეზე, კი მინდოდა მსახიობობა. ისე, ყველა ადამიანში არსებობს თამაშის სურვილი, მით უმეტეს, ბავშვობაში... მიუხედავად ამისა, სკოლა რომ დავამთავრე, ეკონომიურზე ჩავაბარე, რადგანაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, თქვეს, ეს ძალიან მსუქანი და დიდია, ვინ მიიღებსო. ამან რაღაც გული ამიცრუა... მერე ეკონომიურიდან საბუთები მაინც „თეატრალურში“ გამოვიტანე, გამიმართლა და ჩავაბარე. დავამთავრე კინოსა და თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.

- რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

- თეატრალურ ინსტიტუტში წინა თაობის ნათქვამი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვინც აბარებდა, ასეთი იყო - „სწავლის პერიოდში თავი ჯერ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გგონია, მერე საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, მერე საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და რომ დაამთავრებ, ხვდები, რომ არტისტობა უნდა დაიწყო"... ზუსტად ასეა, გზა თვითონ უნდა გაიკვლიო, იმოღვაწო, თუ ამ საქმეს მოღვაწეობას დავარქმევთ...

- დღესდღეობით თეატრის შტატში არსად ხართ?

- არსად და არც ვყოფილვარ. მიწვევით კი თითქმის ყველგან მითამაშია... შტატში რომ ვყოფილიყავი, ამის გამო არავისთან მივსულვარ და მითხოვია, მიმიღეთ-მეთქი. ისე, რეალურად არც ვიცი, ეგ როგორ ხდება... ჩემს დროს განაწილება არ იყო, რომ სადმე მოხვედრილიყავი და მერე გზა იქიდან გამეკვლია... რომ ჩავაბარე კოტე სურმავას ჯგუფში ვიყავი და დათო დოიაშვილის ჯგუფი დავამთავრე.

- მგონი, ყველაფრის კომპენსაცია სერიალი "ცხელი ძაღლი" აღმოჩნდა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ. თეატრში როლები მიწყობითაც რომ გეთამაშათ, შესაძლოა, ასეთი პოპულარული არც ყოფილიყავით...

- სხვათა შორის, ეს კინოს, ეკრანს ახასიათებს. შეიძლება სცენაზე არაფერი ითამაშო, კინოში ერთი როლი და პოპულარობით იმას გაუსწრო, ვინც თეატრს შეაბერდა. "ცხელ ძაღლს“ რთულ პერიოდში ვიღებდით, როცა ქვეყანაში არც ისე დალაგებული სიტუაცია იყო... მანამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილება კინოში უკვე მქონდა - „ნუცას სკოლაში“ მერაბ კოკოჩაშვილმა გადამიღო. გადაღებამ 4 წელი გასტანა, რადგანაც დაფინანსება რთული მოსაპოვებელი იყო.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ სერიალზე დამიძახეს... ჩემმა მეგობარმა, დათო ბეშიტაიშვილმა, რომელიც „ცხელ ძაღლში“ ასევე თამაშობს, მითხრა, - კასტინგზე მოდიო. 2-ჯერ მივედი, არ დამხვდნენ, გადამღებ ჯგუფს უკვე მესამედ შევხვდი და დამამტკიცეს.

- როდესაც გაიგეთ, პოლიციელის როლი უნდა გეთამაშათ, ამას როგორ შეხვდით?

- მსახიობის პროფესია ასეთია, ყველა როლს უნდა მოერგო და დათანხმდე. თან როცა დამწყები მსახიობი ხარ, რასაც გთავაზობენ, გიხარია. ისე, თავიდან კი ვთქვი, კარგი, რა პოლიციელი-თქო? მაგრამ მერე როლი იმდენად გავითავისე, რომ პოლიციაში სამსახურიც კი შემომთავაზეს. კი, ასეთიც მოხდა...

- დამაჯერებელი იყავით...

- დღემდე ქუჩაში ასე მხვდებიან - გამარჯობა, ბატონო რეზო. ქათამაძეები რამდენი ხართ? არა, მე ვასიკო ბახტაძე ვარ, მაგრამ ისეთი სახით მიყურებენ ხოლმე, ხანდახან არ ღირს ამის თქმა. იადამიანი ასე აღგიქვამს, მისიანად და ჩვეულებრივ გელაპარაკება. მერე ვიღაც მეტყვის, - შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღო? დამშვიდობებისას კი - აბა, კარგად, ბატონო რეზო და გაიცინებს. ვიღაცები რევაზ შალვოვიჩს მეძახიან. ხალხისგან ასეთი ყურადღება და სითბო მოდის.

- თქვენს პარტნიორთან, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან, სერიალში ზახარიჩთან მუშაობამ რა დაგიტოვათ?

- თავიდან გადასაღებ მოედანზე რომ დავინახე, სირცხვილისგან ვიწვებოდი... დიდი მსახიობია. იგივე შემიძლია, ვთქვა გურამ ფირცხალავაზეც. რაღაცებს ისე გვასწავლიდნენ, ისე გვაძლევდნენ მაგალითებს, რომ არ არსებობს იმას რამეზე არ დაეფიქრებინე.

ერთხელ სანამ კადრს დააყენებდნენ, ყველანი ერთად ვისხედით, იქ გოგო შემოვიდა, ბიჭები არ გავნძრეულვართ. მისი შემოსვლა ჩვეულებრივად მივიღეთ. უეცრად ბატონი ჟანრი წამოდგა და მოდი, შვილო დაჯექიო. სირცხვილისგან სად წავსულიყავით, არ ვიცოდით. ამ საქციელით, იმდენი რამ გვასწავლა, რა გითხრათ. მერე წაგვიყვანდა, ხან ხინკალს გვაჭმევდა, ხან ლუდს გვასმევდა...

გურამ ფირცხალავასგანაც ბევრი სითბო მახსოვს, ერთხელ გადაღებისას, ტექნიკური ნიუანსი ისე თბილად, ტკბილად, მეგობრულად ამიხსნა, ეს მთელი ცხოვრება დამრჩა როგორც მაგალითი ჯერ ურთიერთობის და მერე უმცროსი კოლეგისთვის პროფესიული ხერხის გაზიარების. დიდი ადამიანი იყო. ამას უფროსი თაობა, ვინც იქ მუშაობდა, იმდენად მაგრად აკეთებდა, რომ ახალგაზრდებისთვის გადამდები იყო. ამ ყველაფერმა ბევრი რამ გვასწავლა. მათი ბუმბერაზობაც ამაში გამოიხატებოდა. გამიმართლა, რომ ამ ადამიანების გვერდით მიწევდა მუშაობა.

- თეატრს დავუბრუნდეთ - ისე, რატომ უნდა ყველა მსახიობს ჰამლეტის თამაში და ახლა რომ შემოგთავაზონ ეს როლი, თუ ითამაშებთ?

- კი, რატომღაც ასეა, ჰამლეტის თამაში ყველას უნდა... თეატრალურში რომ ვსწავლობდი, მეუბნებოდნენ, ჰამლეტის ტიპაჟი ხარ, ისიც ასეთივე გარეგნობის, დიდი, მსუქანი იყოო... ჰამლეტს სხვა ენერგია სჭირდება, შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ჯობია, ეს როლი 19 წლის ბიჭმა ითამაშოს, ვიდრე ასაკით უფროსმა პროფესიონალმა მსახიობმა. ყველა როლს თავის ასაკი აქვს...

- თქვენი ყოველდღიურობა თეატრით რომ იყოს მთლიანად მოცული, ალბათ ისურვებდით?

- კი, ალბათ... ხომ ამბობენ, დიდი და პატარა როლი არ არსებობსო. მეც ასე მგონია. ვიღაცაზე იტყვიან ხოლმე, ეპიზოდში იყო, მაგრამ ისეთი გასვლა ჰქონდაო, - კი, ლეგენდების მჯერა...

- ცნობილია, რომ თქვენი პატარა ბიზნესი გაქვთ და ამით ხართ დაკავებული, რადგან ცხოვრებამ ასე მოიტანა. ადამიანი დღეს რამდენიმე სამსახურ ერთმანეთთან ათავსებს...

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენთან არ არის იმდენი ანაზღაურება, რომ ცხოვრების მოთხოვნებს მოერიო. რასაც შეძლებ, უნდა აკეთო. თუ არადა, უნდა იარო, იძახო, მაგარი ვარ და როლი არ გქონდეს, სამსახური არ გქონდეს, ასე როდემდე გაძლებ?! კი, პატარა ბიზნესში ვარ ჩართული, არის მაღაზია, რომელიც ჩემი მეგობრისაა, სადაც ერთად ვშრომობთ.

- გყავთ ვაჟი, მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ხომ არ უთქვამს, რომ მსახიობი უნდა გამოვიდეს?

- მაქსიმე 8 წლის არის. კი, უნდა მსახიობობა. წამოიზარდა, რაღაცებს უყურებს და მოსწონს. ვნახოთ, რას იზამს. მსახიობობას ვურჩევდი თუ არა? ვურჩევდი, რატომაც არა. არჩევანის გაკეთებაში მეც თავისუფალი ვიყავი ყოველთვის და მაქსიმეც ასე იქნება, როცა პროფესიის არჩევას გადაწყვეტს...