მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია
"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია

დე­პუ­ტა­ტი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე წერს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან რამ­დენ­ჯერ­მე დახ­ვდა და რო­მელ­საც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს, კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­შია. რო­გორც დე­პუ­ტა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს ადა­მი­ა­ნი მას კვლავ პარ­ლა­მენ­ტთან დახ­ვდა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ქვე­ყა­ნა­ში ისევ შე­მო­უშ­ვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­ზეც ერთი თვის წინ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რა ჩემ­ზე ადევ­ნე­ბის­თვის. ისევ პარ­ლა­მენ­ტთან დამ­ხვდა", - წერს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ა.წ. ივ­ნის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კოსს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქუ­ჩა­ში ხვდე­ბო­და, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ყო­ლას სთხოვ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის გამო ჩა­მო­ვი­და.

დე­პუ­ტატ­მა იმ­ჟა­მად გა­ნა­ცხა­და, რომ ექი­მებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი შე­ა­მოწ­მეს და ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია:

"მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ვე­დი სხდო­მი­დან, გა­მო­მე­კი­და და ეს ცოტა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ვი­და მხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ და დღეს უკვე პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვამ შე­ამ­ჩნია, რომ აქვე იდგა და თქვენ გა­მო­გე­კი­დათ და ხომ არ გინ­დათ დახ­მა­რე­ბა და მერე და­უ­ძა­ხა პატ­რულს. გად­მოკ­ვე­თი­ლი აქვს სა­ზღვა­რი 12 ივ­ნისს თუ არ ვცდე­ბი, არის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე. ამ­ბობს, რომ ჩემი გუ­ლის­თვის ჩა­მო­ვი­და, მე მი­ზეზს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ამას ამ­ბობს და მათ შო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ გა­დას­ცეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რომ მე არ მო­მი­ახ­ლოვ­დეს იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­შიშ­რო­ე­ბა იყოს, ექი­მე­ბის შე­მოწ­მე­ბით არის ჯან­მრთე­ლი არა­ვი­თა­რი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა არ აქვს, - ამ­ბობ­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე იმ­ჟა­მად.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომპირკეთებელი
0

ეტყობა მეცოცხეების დროინდელი წყენაა რაღაც, თორემ ამ "ჩყ" წელს დაბადებული ქალისგან სხვა რა უნდა უნდოდეს

???
8

იქნებ ვიღაც გყავდა გამწარებული და.....

ავტორი:

"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია

"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია

დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტთან რამდენჯერმე დახვდა და რომელსაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, კვლავ საქართველოშია. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანი მას კვლავ პარლამენტთან დახვდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის. ისევ პარლამენტთან დამხვდა", - წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ა.წ. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკოსს რამდენიმე დღის განმავლობაში, ქუჩაში ხვდებოდა, გაურკვეველი მიმართულებით წაყოლას სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ საქართველოში მის გამო ჩამოვიდა.

დეპუტატმა იმჟამად განაცხადა, რომ ექიმებმა აღნიშნული პირი შეამოწმეს და ის სრულიად ჯანმრთელია:

"მაღაზიაში ჩავედი სხდომიდან, გამომეკიდა და ეს ცოტა შემაშფოთებელი იყო, როდესაც რუსულად მოსაუბრე ადამიანი მეუბნება, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა მხვდება საქართველოს პარლამენტის წინ და დღეს უკვე პარლამენტის დაცვამ შეამჩნია, რომ აქვე იდგა და თქვენ გამოგეკიდათ და ხომ არ გინდათ დახმარება და მერე დაუძახა პატრულს. გადმოკვეთილი აქვს საზღვარი 12 ივნისს თუ არ ვცდები, არის რუსეთის მოქალაქე. ამბობს, რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მე მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ ამას ამბობს და მათ შორის საპატრულო პოლიციამ გადაწყვიტა, რომ გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომ მე არ მომიახლოვდეს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც საშიშროება იყოს, ექიმების შემოწმებით არის ჯანმრთელი არავითარი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, - ამბობდა ხატია დეკანოიძე იმჟამად.