საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ
ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ

აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ყო­ფი­ლი ე.წ. “მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი” რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, ვარ­და­ნი­ა­ნი “ლა­ჩი­ნის” სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტზე და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც იგი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. იგი ბა­ქო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს გა­დას­ცეს “შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.”

ვინ არის რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი?

მი­ლი­არ­დე­რი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია "ვარ­და­ნი­ა­ნი, ბრო­იტ­მა­ნი და პარტნი­ო­რე­ბის“ ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ის ასე­ვე სკოლ­კო­ვოს ბიზ­ნეს სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი გახ­ლავთ. ვარ­და­ნი­ან­მა Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა­ზე, ომის დროს და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რუ­ბენ ვარ­და­ნი­ანს სო­მეხ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მას ეს შე­და­რე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. ამ­ბობს, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნობს და პა­ტივს სცემს.

"კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. სოფ­ლებ­ში სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნის ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლი იყო. დიახ, მე მას პი­რა­დად კარ­გად ვიც­ნობ და პა­ტივს ვცემ...“ - ივა­ნიშ­ვილ­ზე ვარ­და­ნი­ან­მა 2021 წელს, Forbes Talks-ში გი­ორ­გი ისა­კა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის სატ­რან­სპორ­ტო ბლო­კა­დას და­ეთ­მო. 12 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­კე­ტა ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი - ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კას სომ­ხეთ­თან, ანუ გარე სამ­ყა­როს­თან. ვარ­და­ნი­ა­ნის თქმით, ამის გამო ყა­რა­ბაღ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა ათე­უ­ლო­ბით მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მელ­თა გა­დაყ­ვა­ნაც სამ­შვი­დო­ბო­ებ­მა სა­ჰა­ე­რო გზით ვერ შეძ­ლეს (აზერ­ბა­ი­ჯან­მა ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა). 21 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სომ­ხე­თი­დან ყა­რა­ბა­ღის­კენ მი­მა­ვა­ლი გაზ­სა­დე­ნიც გა­და­კე­ტა, რის შე­დე­გა­დაც გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყდა.

უარი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე

"თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ 2020 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო (ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის და­სა­წყი­სი. - რედ.) - ეს გა­ცი­ლე­ბით ად­რეა, ვიდ­რე "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია". მა­შინ ჩემს გან­ცხა­დე­ბას 10 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა. გა­მოს­ვლი­სას შავი პე­რან­გი მეც­ვა და ვამ­ბობ­დი, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომის შე­წყვე­ტა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იყო სა­ჭი­რო. მივ­მარ­თე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, ქარ­თველ, სომ­ხურ და რუს ელი­ტას და პი­რა­დად რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მე ჩემი პო­ზი­ცია 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალ­ზე ბევ­რად ადრე და­ვა­ფიქ­სი­რე.

ჩემ­თვის წი­თე­ლი ხაზი ჯერ კი­დევ 2020 წელს არ­ცახ­მა (ყა­რა­ბა­ღის სომ­ხუ­რი სა­ხე­ლი - რედ.) გა­ავ­ლო.

მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ვი­კა­ვებ­დი, გა­და­ვი­დო­დი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მაგ­რამ ეს იყო შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2020 წლის 9 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ (რო­დე­საც დას­რულ­და ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომი, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­მა წა­ა­გო. - რედ.), ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. ეს და­მარ­ცხე­ბა არის უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა, რო­მელ­საც სხე­უ­ლით ვა­ტა­რებ.

ახ­ლა­ხან მივ­ხვდი, რომ ნაკ­ლე­ბი შან­სია გა­რე­დან არ­ცახს და­ვეხ­მა­რო. მე აქ ვარ და ჩემს ხალ­ხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ პა­თო­სის და გმი­რო­ბის გა­რე­შე", - აცხა­დებ­და მი­ლი­არ­დე­რი.

რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­დე­გად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე აღარ არის, რის მე­რეც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გა­და­სახ­ლდა და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ე­რი გახ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
10

რა გმირად გამოგყავთ ზოგ ზოგიერთს!!!!!! ჰჰაააა???

იცით ვინაა საერთოდ???

 კრემლის გარიკაა!!!

ამათი დაკუცმაცებულია საქართველოს!!!!

ჩვენთვის რუსებისთვისო...

დარწმუნებული ვარ სომხები ან ნასომხარები აქებთ თორე ამას რომ ქართველი აქებდეს იმის შვილებს..........

ნანა
13

ბებია ყოლია ხერხეულიძე. 9-ძმა ხერხეულიძის პირადაპირი შთამომავალი ვარო. დაგუგლეთ ხოლმე. ივანიშვილს იმიტომ ადარებენ, რუბენსაც უნდა სახლი სოლოლაკში. ბებია კარენოი სოლოლაკელი იყოო, ივანიშვილი სლლოფლიდანააო. ქეთო დოლიძეს რო არ ვეუბნები, მადლობა მითხრასო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ

ყარაბაღის "მთავრობის" მილიარდერი "მეთაური" დაკავებულია: რა არის ცნობილი რუბენ ვარდანიანზე, რომელმაც წლების წინ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - მას "სომეხ ივანიშვილად" მოიხსენიებდნენ

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. “მთავრობის მეთაური” რუბენ ვარდანიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ვარდანიანი “ლაჩინის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც იგი მთიანი ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა. იგი ბაქოში გადაიყვანეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოებს გადასცეს “შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.”

ვინ არის რუბენ ვარდანიანი?

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო კომპანია "ვარდანიანი, ბროიტმანი და პარტნიორების“ ყოფილი მფლობელია. ის ასევე სკოლკოვოს ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერი გახლავთ. ვარდანიანმა Meduza-სთან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე, ომის დროს დაწესებულ სანქციებზე და საკუთარ ქონებაზე ისაუბრა.

რუბენ ვარდანიანს სომეხ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ, თუმცა მას ეს შედარება არ სიამოვნებს. ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

"კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მადლობელი ვარ მისი. სოფლებში სომხური ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შემომწირველი იყო. დიახ, მე მას პირადად კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ...“ - ივანიშვილზე ვარდანიანმა 2021 წელს, Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

Meduza-სთან ინტერვიუს ძირითადი ნაწილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სატრანსპორტო ბლოკადას დაეთმო. 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი - ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთთან, ანუ გარე სამყაროსთან. ვარდანიანის თქმით, ამის გამო ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი შეიქმნა ათეულობით მძიმედ დაავადებული პაციენტისთვის, რომელთა გადაყვანაც სამშვიდობოებმა საჰაერო გზით ვერ შეძლეს (აზერბაიჯანმა ფრენები აკრძალა). 21 იანვარს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი გაზსადენიც გადაკეტა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეწყდა.

უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

"თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ისტორია. ჩემთვის ყველაფერი ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო (ყარაბაღის მეორე ომის დასაწყისი. - რედ.) - ეს გაცილებით ადრეა, ვიდრე "სპეციალური ოპერაცია". მაშინ ჩემს განცხადებას 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. გამოსვლისას შავი პერანგი მეცვა და ვამბობდი, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტა ნებისმიერ ფასად იყო საჭირო. მივმართე აზერბაიჯანელ, ქართველ, სომხურ და რუს ელიტას და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მე ჩემი პოზიცია 2022 წლის 24 თებერვალზე ბევრად ადრე დავაფიქსირე.

ჩემთვის წითელი ხაზი ჯერ კიდევ 2020 წელს არცახმა (ყარაბაღის სომხური სახელი - რედ.) გაავლო.

მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე საჯარო თანამდებობას დავიკავებდი, გადავიდოდი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ (როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც სომხეთმა წააგო. - რედ.), ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. ეს დამარცხება არის უზარმაზარი ჭრილობა, რომელსაც სხეულით ვატარებ.

ახლახან მივხვდი, რომ ნაკლები შანსია გარედან არცახს დავეხმარო. მე აქ ვარ და ჩემს ხალხზე პასუხისმგებლობას ვიღებ პათოსის და გმირობის გარეშე", - აცხადებდა მილიარდერი.

რუბენ ვარდანიანი 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების შედეგად, რუსეთის მოქალაქე აღარ არის, რის მერეც მთიან ყარაბაღში გადასახლდა და არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი გახდა.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"