საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გამოიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა..." - რა თქვა ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ?
"უნდა გამოიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა..." - რა თქვა ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ედ­გარს რინ­კე­ვიჩს­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ლატ­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში მეტი პროგ­რე­სის­კენ მო­უ­წო­და.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს შე­უქ­ცე­ვად პროგ­რესს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ.

“ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ას­რუ­ლონ ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და მო­ი­პო­ვონ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი”, - გა­ნა­ცხა­და რინ­კე­ვიჩს­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას, მათ შო­რის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
1

ევროპაში მოსული ამბავია კონსტიტუციის დამრღვევების და კრიმინალების თავისუფალი მისვლა მოსვლა? ადეიშვილი,კეზერაშვილი,ლორთქიფანიძე და ა.შ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"უნდა გამოიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა..." - რა თქვა ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

"უნდა გამოიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა..." - რა თქვა ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

“ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა რინკევიჩსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.