სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ვერსიაა, თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილსა და დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცზე?
"ორი ვერსიაა, თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილსა და დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცზე?

თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გე­ნენ. მოქ­მედ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა, 55 წლის გუ­რამ ქა­დე­იშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი მოკ­ლა, რის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ექი­მე­ბის თქმით, ქა­დე­იშ­ვილს თა­ვის არე­ში გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გებ­მა მას ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტა­რეს, ჭრი­ლო­ბა მარ­ცხნივ, სა­ფეთ­ქლის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც ექი­მი ამ­ბობს, მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლი შს სა­მი­ნის­ტრო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო. და­ნა­შა­უ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი კუთ­ვნი­ლი ტა­ბე­ლუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოხ­და. რაც ყვე­ლა­ზე მძი­მეა, ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მისი 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა შე­ეს­წრო. რად­გან და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ე­ლია, ამი­ტომ საქ­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სს კო­დექ­სის 11-პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამ ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უ­ბა­რი დღეს ყვე­ლას უჭირს. მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან ახ­ლობ­ლე­ბი. ყვე­ლა ერი­დე­ბა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს. ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბულ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცოლ-ქმა­რი ერთ წელ­ზე მე­ტია და­შო­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, იმა­საც ამ­ბო­ბენ, ქმა­რი შე­რი­გე­ბას სთხოვ­დაო. რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ორი ვერ­სი­აა, ერთი არის ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­რი­გე­ბას სთხოვ­და. შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. თურ­მე ბავ­შვებს უთხრეს, დედა ცო­ცხა­ლი­აო, გვი­ან გა­ი­გეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი ბავ­შვი ისე ცუ­დად გახ­და, ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. არ ვიცი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. არა­და, ორი­ვე ცოლ- ქმა­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ზრუ­ნავ­დნენ შვი­ლებ­ზე. მე პი­რა­დად არ ვი­ცო­დი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ. ერ­თა­დაც ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს, რო­გორც ჩანს, ბოლო დროს და­ი­ძა­ბა მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
22

ხო ფაცხებში იგრიალეთ და კაცს თავმოყვარეობა არ აქვს ვითომ, ნუ მიიყვანთ საქმეს მაქამდე ქალებო. დედა ფულს გიგზავნიდა, ქმარი მუშაობს, დაჯექი შვილებთან და მათ მიხედე, რა ფაცხები აგიტყდათ. კააცი თავის ბუნებით ეჭვიანია ნებისმიერ შემთხვევაში. მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია. და საკადრისადაც უნდა დაისაჯოს. 

..
91

დედა ხარ ორი შვილი გყავს რაღა დროს ფლირტია ასე დაასარულა ცხოვრება და შვილებიც გააუბედურა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ორი ვერსიაა, თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილსა და დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცზე?

"ორი ვერსიაა, თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილსა და დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცზე?

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება.

როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაში რჩება. ცნობილია ისიც, რომ გურამ ქადეიშვილი შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. რაც ყველაზე მძიმეა, ამ შემზარავ ფაქტს მისი 2 მცირეწლოვანი გოგონა შეესწრო. რადგან დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციელია, ამიტომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სს კოდექსის 11-პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. მომხდარით შეძრულები არიან ახლობლები. ყველა ერიდება დეტალებზე საუბარს. ერთი ვერსიით, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა, მეორე ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო, როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთ წელზე მეტია დაშორებულია, მაგრამ ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ, იმასაც ამბობენ, ქმარი შერიგებას სთხოვდაო. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

"ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა....წაიკითხეთ სრულად