სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, აშშ-ს მიერ სან­ქცი­რე­ბულ ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღუდ­გა.

ეროვ­ნულ ბანკთან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, რომ­ლის მიღ­მაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის, „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძე. მისი გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო უნდა გა­დად­გეს სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­თია თურ­ნა­ვა, „რად­გან იმას, რაც მან ჩა­ი­დი­ნა, არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს“. გო­ცი­რი­ძის თქმით, პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი უნდა და­უ­წეს­დეს, რო­გორც ნა­თია თურ­ნა­ვას, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მას და­ა­ძა­ლეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რათა ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღედ­გი­ნა.

"იშ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო. რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა პირ­მა უარი გა­ნა­ცხა­და ამ მა­რი­ო­ნე­ტულ მმარ­თვე­ლო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ისი­ნი არი­ან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რე­ბი. არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ და მო­ნე­ტა­რულ სფე­როს გა­ნა­გებს, მე­ო­რე პირი კი, უშუ­ა­ლოდ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ბან­კებ­სა და სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­ზე. სწო­რედ მის გა­რე­შე მი­ი­ღო ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მი­დი­ან. ამი­ტომ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც და­ინ­გრა ქვეყ­ნის სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია და არა­ვინ იცის, ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, რათა საფრ­თხის ქვეშ არ დად­გეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და­ნა­ზო­გე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სა­პენ­სიო ან­გა­რი­შე­ბი და ა.შ. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­დად­გეს ნა­თია თურ­ნა­ვა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუფ
0

რამდენი ვართ ხაააალხოოო - თქვა ამჯერად ბესელიამ

სიმართლე
2

თურნავა მოიყვანეს, რომ გამორთონ საქართველო

Turn off Turn ava

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

ისინი აპროტესტებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ეროვნულ ბანკთან საპატრულო პოლიციას გაკეთებული აქვს ცოცხალი ჯაჭვი, რომლის მიღმაც მოქალაქეების გადაადგილების უფლება არ აქვთ.

აქციაზე იმყოფება, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო უნდა გადადგეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, „რადგან იმას, რაც მან ჩაიდინა, არავითარი გამართლება არ აქვს“. გოცირიძის თქმით, პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს, როგორც ნათია თურნავას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც მას დააძალეს გადაწყვეტილების მიღება, რათა ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომა აღედგინა.

"იშლება ეროვნული ბანკის საბჭო. რამდენიმე წამყვანმა პირმა უარი განაცხადა ამ მარიონეტულ მმართველობასთან თანამშრომლობაზე. ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პირები. არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სფეროს განაგებს, მეორე პირი კი, უშუალოდ პასუხისმგებელია ბანკებსა და საბანკო ზედამხედველობაზე. სწორედ მის გარეშე მიიღო ნათია თურნავამ გადაწყვეტილება. სხვა თანამშრომლებიც მიდიან. ამიტომ, ამ ვითარებაში, როდესაც დაინგრა ქვეყნის საფინანსო სისტემის საერთაშორისო რეპუტაცია და არავინ იცის, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს თითოეული ჩვენგანის დანაზოგები, პენსიონერების საპენსიო ანგარიშები და ა.შ. დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ნათია თურნავა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.