სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედია ვერიკოს დედის სახლში დატრიალდა...." - რას ჰყვება დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ახლობელი?
"ტრაგედია ვერიკოს დედის სახლში დატრიალდა...." - რას ჰყვება დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ახლობელი?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ, თბი­ლის­ში. დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით არის ჩა­დე­ნი­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლია. ის შსს-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, წო­დე­ბით ოფი­ცე­რი.

"გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლი 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. ვიც­ნობ­დით, რო­გორც კარგ თა­ნამ­შრო­მელს და გა­მომ­ძი­ე­ბელს, მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მისი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მოკ­ლუ­ლი ვე­რი­კო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. მას ქა­დე­იშ­ვილ­თან 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, შოკ­ში ვარ და ვერ ამიხ­სნია რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვი. ვე­რი­კო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლებ­ზე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დედა. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე. რო­გორც ვიცი, ის მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შო­რე­ბუ­ლი არ იყო. იქვე წინა კორ­პუს­ში ცხოვ­რობს მისი ქმა­რი. სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, იქ ცხოვ­რობ­და ვე­რი­კოს დედა.

ბინა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. მას ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ სხვე­ბის­გან ვიცი რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ვე­რი­კო დე­დი­სერ­თაა. სახ­ლში რა მოხ­და გუ­შინ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ორი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ეზ­რდე­ბათ. მა­მას­თან ბავ­შვებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ცოლ-ქმარს შო­რის რო­გორც ჩანს იყო უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ ვიცი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია და ყვე­ლას იმას ვე­კი­თხე­ბი რა­ტომ უნდა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გვაქვს" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

როცა ასეტი ლამაზი ქალი გვარნკაკეტ არამას მიყვება ის რა ადვი;ლად გაუშვებს?!

 

ნია
4

გურამი ყველანაირად დადებითი პიროვნებაა. გაწონასწირებული და პატიოსანი, მაგრამ როცა ცოლს დედის წუმპედან ამოიყვან ადამიანს გახდი და ამ ყველაფრის შემდეგ რომ ისევ დედის გზას დაადგები და შვილებთან საყვარელს მიიყვან სახლში ამას არავინ არ აპატიებს, უბრალოდ მკვლელობა და თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა და ამას არაფერი არ ეშველება. შეიძლებოდა ამ შეურაცხყოფის და ტკივილის სხვანაირად გამოხატვა, თუნდაც დედობის უფლების ჩამორთმევა და ამით დაისჯებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ტრაგედია ვერიკოს დედის სახლში დატრიალდა...." - რას ჰყვება დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ახლობელი?

"ტრაგედია ვერიკოს დედის სახლში დატრიალდა...." - რას ჰყვება დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ახლობელი?

ტრაგედია დატრიალდა წუხელ, თბილისში. დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა. შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. დანაშაული ტაბელური იარაღით არის ჩადენილი. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი გურამ ქადეიშვილია. ის შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი.

"გურამ ქადეიშვილი 55 წლამდე იქნება. ვიცნობდით, როგორც კარგ თანამშრომელს და გამომძიებელს, მომხდარით გაოგნებულები ვართ, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი", - ამბობს ბრალდებულის ყოფილი თანამშრომელი.

მოკლული ვერიკო ქუმსიაშვილი შვილებთან ერთად დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებლად ახალი გადასული იყო. მას ქადეიშვილთან 2 არასრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა.

"საშინელი ამბავი მოხდა, შოკში ვარ და ვერ ამიხსნია რატომ უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. ვერიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. შვილებზე საოცრად მზრუნველი დედა. ძალიან კარგი შვილი, ძალიან კარგი მეუღლე. როგორც ვიცი, ის მეუღლესთან ოფიციალურად გაშორებული არ იყო. იქვე წინა კორპუსში ცხოვრობს მისი ქმარი. სადაც ტრაგედია დატრიალდა, იქ ცხოვრობდა ვერიკოს დედა.

ბინა ჰქონდა ნაქირავები. მას ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ სხვებისგან ვიცი რომ კარგი ადამიანი იყო. ვერიკო დედისერთაა. სახლში რა მოხდა გუშინ, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან განვიცდი. ორი ულამაზესი გოგონა ეზრდებათ. მამასთან ბავშვებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ცოლ-ქმარს შორის როგორც ჩანს იყო უთანხმოება, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. საშინელი ამბავია და ყველას იმას ვეკითხები რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ტრაგედია, მაგრამ პასუხი არ გვაქვს" - გვიყვება მოკლულების ოჯახის ახლობელი.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: