პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ - გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც" - ალექსანდრე ელისაშვილი
"თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ - გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც" - ალექსანდრე ელისაშვილი

თუ ამათ "ევ­რო­მა­იდ­ნამ­დე“ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ვიბ­რძო­ლებ მეც - წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ რომ გვე­უბ­ნე­ბი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე და მეტი სა­ლა­პა­რა­კო არ გაქვს, ეს ხომ ბე­ჩა­ვი გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას, სუს-ის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

  • რო­გორც მან თქვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი­ვე და­გე­ბულ მა­ხე­ში ამო­ყონ თავი და შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი­ვე და­გე­ბუ­ლი სი­სუ­ლე­ლის გამო მო­უ­წი­ოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან დრო­ზე ადრე წას­ვლა.

"ეს არის ბოდ­ვა და უკვე ასე­თი ბოდ­ვის არა­ვის ეში­ნია. წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ რომ გვე­უბ­ნე­ბი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე და მეტი სა­ლა­პა­რა­კო არ გაქვს... თან რა ფონ­ზე გვე­უბ­ნე­ბი­ან ამას, ეს ხომ ბე­ჩა­ვი გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბაა იმის, რაც გა­ვი­გეთ და რაც იყო შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი. მგო­ნია, რომ ცუდი სიზ­მა­რი ვნა­ხე. ირ­კვე­ვა, რომ რუ­სე­თის აგენ­ტუ­რას ისე­თი ფეს­ვე­ბი აქვს გად­გმუ­ლი, რომ ეს ვი­ღაც ტუ­ტუ­ცი ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­ხე­ზე აწე­რია, რა ტუ­ტუ­ცი­ცაა, დაგ­ვის­ვეს მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად. ეს რო­გო­რი კა­ტას­ტრო­ფაა იცით? - ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო აღარ ვართ და ჩვენ ვართ რუ­სე­თის და­ნა­მა­ტი. ასე რომ გა­ა­კე­თებს "ეფეს­ბე“ [ბრძა­ნე­ბას რომ მის­ცემს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას], ჩვენც "ჩესტს“ ვუ­ღებთ. ეს ნიშ­ნავს, რომ არც დაზ­ვერ­ვა გვყავს, არც კონ­ტრდაზ­ვერ­ვა... რა სუს-ის გან­ცხა­დე­ბა, არ რცხვე­ნი­ათ, რა­ღა­ცას რომ წე­რენ? სუს-ში რომ ვმუ­შა­ობ­დე, თავს მო­ვიკ­ლავ­დი სირ­ცხვი­ლის­გან. თავ­დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში რომ მო­დი­ოდ­ნენ, სულ ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ იცით რუ­სე­ბი რას აკე­თე­ბენ ჩვენს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში-მეთ­ქი? თუ იცით რო­გორ ჟო­ნავს ინ­ფორ­მა­ცია? თუ იცით, რა გავ­ლე­ნის ხალ­ხი ჰყავთ და­ნიშ­ნუ­ლი? რას აკონ­ტრო­ლე­ბენ, რა კონ­ტრდაზ­ვერ­ვა, რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა, მორღვე­უ­ლი ღობე ვართ. რა­ღა­ცა ერთი-ორ ქა­რა­ქუ­ცა ჩა­ნა­წერს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. ორი ტვი­ნა­რე­უ­ლი ერ­თმა­ნეთს რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ელა­პა­რა­კე­ბა. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ ვი­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ტვი­ნა­რე­უ­ლი იყოს. მანდ ხომ სულ ვერ შემ­დგარ და ვერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ. არც იმას მა­ლა­ვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, რომ უნ­დათ რე­ვო­ლუ­ცია, წვა­ლო­ბენ და თა­ვის მომ­ხრე­ებ­საც აწ­ვა­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

  • მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან უნდა წა­ვი­დეს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ესე­ნი უნდა წა­ვიდ­ნენ. არ ვიცი, ვინ რა გეგ­მას სა­ხავს, მეც იმ გეგ­მის მო­ნა­წი­ლე ვიქ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის გზით უნდა წა­ვიდ­ნენ აუ­ცი­ლებ­ლად და წავ­ლენ, მაგ­რამ ესე­ნი ისეთ რა­მეს აკე­თე­ბენ და ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი­ვე და­გე­ბულ მა­ხე­ში ამო­ყონ თავი და შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი­ვე და­გე­ბუ­ლი სი­სუ­ლე­ლის გამო მო­უ­წი­ოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან დრო­ზე ადრე წას­ვლა. არც ეს იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის ცუდი. ნუ გვა­ში­ნე­ბენ ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბით. გა­და­სატ­რი­ა­ლებ­ლე­ბიც არი­ან და ყვე­ლა­ფე­რიც არი­ან. ცუდ სიზ­მარ­ში მგო­ნია თავი - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის რუ­სუ­ლი "ეფეს­ბეს“ და­ნა­მა­ტი.

180 რუს მა­მა­ძაღლს შო­რის მო­ვა­ხერ­ხეთ და ჩავ­სვით ჩვე­ნი მა­მა­ძაღ­ლი. მუ­რუ­სი­ძის სან­ქცია არა­ფე­რი არაა, ია და ვარ­დია. [ფარ­ცხა­ლა­ძე] მთა­ვა­რი კა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის და ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო მგო­ნი ფორ­მა­ლუ­რად გვქვია - "ეფეს­ბეს“ გაგ­რძე­ლე­ბაა. რუ­სებ­მა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გვი­თხრეს, რომ ეს კაცი არის ის კაცი, რო­მე­ლიც ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბა­სა და ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბო­დაო. გაგ­რძე­ლე­ბა უნდა იყოს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ წა­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. მუ­რუ­სი­ძით გა­აფრ­თხი­ლეს, ესე­ნი არ გა­ჩერ­დნენ. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, მა­შინ ქუ­ჩა­ში უნდა გა­მო­ვი­დეთ ყვე­ლა და ვიბ­რძო­ლოთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ვიც­ვათ. ჩათ­ვა­ლონ, რომ მეც ამ სქე­მის მო­ნა­წი­ლე ვარ. თუ ამათ "ევ­რო­მა­იდ­ნამ­დე“ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ვიბ­რძო­ლებ მეც. ქუ­ჩა­ში გა­მო­ვალ იმის­თვის, რომ ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ვიც­ვა. ამათ თუ ასე წაგ­ვიყ­ვა­ნეს, ღიად, და­უ­ფა­რა­ვად და უტიფ­რად რუ­სე­თის­კენ და ვი­ღაც "ეფეს­ბეშ­ნი­კი” მა­მა­ძაღ­ლე­ბი, ფარ­ცხა­ლა­ძის­ნა­ი­რე­ბი დაგ­ვას­ვეს თავ­ზე და კი­დევ გა­ირ­კვე­ვა, რომ ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი, რუ­სე­თის ყურ­მოჭ­რი­ლი ყრმე­ბი და მო­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დეთ ყვე­ლა ქუ­ჩა­ში. "ევ­რო­მა­ი­დანს“ ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს, უკ­რა­ი­ნის­თვის ცუდი მოხ­და. უკ­რა­ი­ნის­თვის მოხ­და ძა­ლი­ან კარ­გი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­იც­ვეს. ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე, მო­ღა­ლა­ტე­ზე, მა­მა­ძაღლზე ამ­ბო­ბენ, რომ ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­აო. ესე­ნი რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დნენ. ასე თუ ამათ გა­აგ­რძე­ლეს, თვი­თონ ვერ მივ­ლენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. მე არ ვამ­ბობ, რომ ვი­ღა­ცის ყრმე­ბი უნდა ვი­ყოთ, გინ­და ამე­რი­კე­ლი და ვინც გინ­და იყოს, ის ხალ­ხი ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეგ კაცი ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის აგენ­ტი­აო და მისი კუ­რა­ტო­რიც დაგ­ვი­სა­ხე­ლეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მძი­მე შე­მოდ­გო­მა გვე­ლის წინ, კი­დევ ბევრ აგენტზე ილა­პა­რა­კე­ბენ.

იმე­რეთ­ში თვის ზომა-წო­ნას რომ ვერ ხვდე­ბა, ასეთ ხალ­ხს ეძა­ხი­ან "ჭიპ­ლი­კი­ას“. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რაც არ უნდა "ჭიპ­ლი­კი­ობ­დეს“, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს­თან, ვის "ეჭიპ­ლი­კი­ა­ვე­ბი“, ვის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დი­ხარ? იმათ რომ ეროვ­ნულ ბანკს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ, სა­ერ­თოდ გა­ჩერ­დე­ბა ეს ქვე­ყა­ნა. "ჭიპ­ლი­კი­ო­ბენ“, რო­გორც ჩანს, ზომა-წო­ნას ვერ ხვდე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, ისეთ სარ­კე­ში იყუ­რე­ბი­ან, "მუშ­ტა­იდ­ში“ "სი­ცი­ლის ოთახ­ში“ რომ იყო. ერთი სარ­კე აქვთ, დაბ­რე­ცი­ლი, სა­დაც რომ იყუ­რე­ბი­ან თავი კინგ-კონ­გე­ბი, არ­ლონდ შვარცნე­გე­რე­ბი ჰგო­ნი­ათ. ერთი ნორ­მა­ლურ სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დონ, რას აკე­თე­ბენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“ არ არის მო­საშ­ვე­ბი. ქარ­თველ ხალ­ხს აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა - პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია. ეს მოხ­დე­ბა და ჩა­ა­ნაც­ვლებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“!- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
0

ეს რა გაიძვერა ტიპად ჩამოყალიბდა საბოლოოდ!

ოთარი
0

ვაა როგორც უკრაინაში "იბრძოლე" ისე ალბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ - გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც" - ალექსანდრე ელისაშვილი

"თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ - გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც" - ალექსანდრე ელისაშვილი

თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც - წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, სუს-ის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

  • როგორც მან თქვა, ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა.

"ეს არის ბოდვა და უკვე ასეთი ბოდვის არავის ეშინია. წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს... თან რა ფონზე გვეუბნებიან ამას, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა იმის, რაც გავიგეთ და რაც იყო შემზარავი ამბავი. მგონია, რომ ცუდი სიზმარი ვნახე. ირკვევა, რომ რუსეთის აგენტურას ისეთი ფესვები აქვს გადგმული, რომ ეს ვიღაც ტუტუცი ფარცხალაძე, რომელსაც სახეზე აწერია, რა ტუტუციცაა, დაგვისვეს მთავარ პროკურორად. ეს როგორი კატასტროფაა იცით? - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვართ და ჩვენ ვართ რუსეთის დანამატი. ასე რომ გააკეთებს "ეფესბე“ [ბრძანებას რომ მისცემს ხელისუფლებას], ჩვენც "ჩესტს“ ვუღებთ. ეს ნიშნავს, რომ არც დაზვერვა გვყავს, არც კონტრდაზვერვა... რა სუს-ის განცხადება, არ რცხვენიათ, რაღაცას რომ წერენ? სუს-ში რომ ვმუშაობდე, თავს მოვიკლავდი სირცხვილისგან. თავდაცვის კომიტეტში რომ მოდიოდნენ, სულ ვეკითხებოდი, თუ იცით რუსები რას აკეთებენ ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურებში-მეთქი? თუ იცით როგორ ჟონავს ინფორმაცია? თუ იცით, რა გავლენის ხალხი ჰყავთ დანიშნული? რას აკონტროლებენ, რა კონტრდაზვერვა, რის კონტრდაზვერვა, მორღვეული ღობე ვართ. რაღაცა ერთი-ორ ქარაქუცა ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ორი ტვინარეული ერთმანეთს რაღაც სისულელეებს ელაპარაკება. არც იმას გამოვრიცხავ ვიღაც "ნაციონალურ მოძრაობაში“ ტვინარეული იყოს. მანდ ხომ სულ ვერ შემდგარ და ვერ განხორციელებულ რევოლუციაზე საუბრობენ. არც იმას მალავენ "ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ უნდათ რევოლუცია, წვალობენ და თავის მომხრეებსაც აწვალებენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

"ხელისუფლებიდან ესენი უნდა წავიდნენ. არ ვიცი, ვინ რა გეგმას სახავს, მეც იმ გეგმის მონაწილე ვიქნები. არჩევნების გზით უნდა წავიდნენ აუცილებლად და წავლენ, მაგრამ ესენი ისეთ რამეს აკეთებენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა. არც ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. ნუ გვაშინებენ ამ გადატრიალებით. გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც არიან. ცუდ სიზმარში მგონია თავი - საქართველოს ხელისუფლება არის რუსული "ეფესბეს“ დანამატი.

180 რუს მამაძაღლს შორის მოვახერხეთ და ჩავსვით ჩვენი მამაძაღლი. მურუსიძის სანქცია არაფერი არაა, ია და ვარდია. [ფარცხალაძე] მთავარი კაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ საქართველო მგონი ფორმალურად გვქვია - "ეფესბეს“ გაგრძელებაა. რუსებმა ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ ეს კაცი არის ის კაცი, რომელიც ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში გვეხმარებოდაო. გაგრძელება უნდა იყოს, რომ "ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. მურუსიძით გააფრთხილეს, ესენი არ გაჩერდნენ. "ქართულმა ოცნებამ“ თუ ასე გააგრძელა, მაშინ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი დავიცვათ. ჩათვალონ, რომ მეც ამ სქემის მონაწილე ვარ. თუ ამათ "ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც. ქუჩაში გამოვალ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლება დავიცვა. ამათ თუ ასე წაგვიყვანეს, ღიად, დაუფარავად და უტიფრად რუსეთისკენ და ვიღაც "ეფესბეშნიკი” მამაძაღლები, ფარცხალაძისნაირები დაგვასვეს თავზე და კიდევ გაირკვევა, რომ ვიღაც-ვიღაცები, რუსეთის ყურმოჭრილი ყრმები და მონები, აუცილებლად უნდა გავიდეთ ყველა ქუჩაში. "ევრომაიდანს“ ისე წარმოაჩენენ, თითქოს, უკრაინისთვის ცუდი მოხდა. უკრაინისთვის მოხდა ძალიან კარგი, თავისუფლება დაიცვეს. ფარცხალაძეზე, მოღალატეზე, მამაძაღლზე ამბობენ, რომ ღირსეული კაციაო. ესენი როგორ უნდა გაგრძელდნენ. ასე თუ ამათ გააგრძელეს, თვითონ ვერ მივლენ არჩევნებამდე. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცის ყრმები უნდა ვიყოთ, გინდა ამერიკელი და ვინც გინდა იყოს, ის ხალხი ჩვენთვის სასარგებლოდ გვეუბნება, რომ ეგ კაცი ოკუპანტი ქვეყნის აგენტიაო და მისი კურატორიც დაგვისახელეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე შემოდგომა გველის წინ, კიდევ ბევრ აგენტზე ილაპარაკებენ.

იმერეთში თვის ზომა-წონას რომ ვერ ხვდება, ასეთ ხალხს ეძახიან "ჭიპლიკიას“. "ქართული ოცნება“ რაც არ უნდა "ჭიპლიკიობდეს“, შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვის "ეჭიპლიკიავები“, ვის წინააღმდეგ მიდიხარ? იმათ რომ ეროვნულ ბანკს სანქციები დაუწესონ, საერთოდ გაჩერდება ეს ქვეყანა. "ჭიპლიკიობენ“, როგორც ჩანს, ზომა-წონას ვერ ხვდებიან. როგორც ჩანს, ისეთ სარკეში იყურებიან, "მუშტაიდში“ "სიცილის ოთახში“ რომ იყო. ერთი სარკე აქვთ, დაბრეცილი, სადაც რომ იყურებიან თავი კინგ-კონგები, არლონდ შვარცნეგერები ჰგონიათ. ერთი ნორმალურ სარკეში ჩაიხედონ, რას აკეთებენ. "ქართული ოცნება“ გასაშვებია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის მოსაშვები. ქართველ ხალხს აქვს ალტერნატივა - პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია. ეს მოხდება და ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას“!- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.