სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოდან "მოპარული" BMP-ები რუსეთის ჯარში, უკრაინელების წინააღმდეგ - რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული (ვიდეო)
საქართველოდან "მოპარული" BMP-ები რუსეთის ჯარში, უკრაინელების წინააღმდეგ - რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული (ვიდეო)

დღეს, 16 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოლ­ქის მო­ი­ე­რი­შე და­ნა­ყო­ფე­ბი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას "სპე­ცო­პე­რა­ცი­ას“ ზურ­გის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ პო­ლი­გონ­ზე გა­დი­ან.

ერთი შე­ხედ­ვით, ვი­დე­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ისევ ძვე­ლე­ბუ­რად დარ­ბი­ან ქვე­ი­თე­ბი, ის­ვრი­ან ბევ­რს, ვი­დე­ოს­თვის გა­მო­წყო­ბი­ლი არი­ან ახალ, სუფ­თა სამ­ხედ­რო ტან­საც­მელ­ში, და­აფ­რე­ნენ დრო­ნებს და ჰყვე­ბი­ან, რომ წვრთნამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მზად არი­ან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ერ­თმა მო­მენ­ტმა, რო­დე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცი BMP-1У-თან დგას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის საბ­რძო­ლო მო­დუ­ლი "შკვა­ლით“ არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ეს BMP-ები რუ­სეთ­მა 2008 წელს გო­რის ბა­ზი­დან წა­იყ­ვა­ნა.

2008 წელი

უკ­რა­ი­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს სულ 15 ცალი БМП-1У "შკვა­ლი“ გა­დას­ცა, სა­ი­და­ნაც 14 რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა "მოგვპა­რეს“. ეს ტექ­ნი­კა მოს­კოვ­თან ახ­ლოს მყოფ ქა­ლაქ კუ­ბი­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტრში ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო. თა­ვი­სი დო­ნით "შკვა­ლი“, რო­მე­ლიც 90-ია­ნებ­ში შე­ი­მუ­შა­ვეს, ერთი თა­ვით მაღ­ლა დგას 2018 წლის მო­დერ­ნი­ზე­ბულ BMP-1У "ბა­სურ­მა­ნინ­ზე“ და­ყე­ნე­ბულ მო­დულ­ზე.

ამის გამო, არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ამ ტექ­ნი­კის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, რად­გან უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დუ­ლი რუ­სუ­ლის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. "შკვალ­ზე“ ანტი სა­ტან­კო რა­კე­ტე­ბი ყენ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ასე­ვე კარ­გია ქა­ლა­ქის ბრძო­ლებ­შიც.

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და BMP-1У

სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, რომ ქარ­თუ­ლი BMP-1У "შკვა­ლი“ არა მხო­ლოდ წვრთნებ­ზე, არა­მედ ფრონტზეც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

დღეს ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სეთ­მა ბახ­მუტ­თან თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი „ვენა“ გა­მო­ი­ყე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ვე­ნას“ თა­ვის მხრივ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, რუ­სეთს ის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას 1996 წლი­დან 2010 წლის ჩათ­ვლით აწარ­მო­ებ­დნენ და ძი­რი­თა­დად სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო ვერ­სი­ე­ბი იყო, რო­მელ­საც წვრთნებ­ზე იყე­ნებ­დნენ. 2016 წლი­დან კი უკვე მისი სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყეს და რუ­სეთ­თან ერ­თად მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც იყე­ნებ­და.

BMP-1У „შკვა­ლის“, რო­მე­ლიც სულ 14 უნდა ჰქონ­დეთ და ახლა უკვე „ვე­ნას“ გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ტექ­ნი­კის კრი­ზი­სი აქვს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
1

ანრი, რომ იძახი რუსებს ტექნიკის კრიზისი აქვსო, წაიკითხე დასავლელი სპეცსამსახურებისა და ექსპერტების ინფორმაცია სადაც ამბობენ რომ რუსეთმა გააორმაგა სამხედრო ტექნიკის წარმოება. შარშანაც ამბობდნენ რუსებს იარაღი უთავდებათო და აგერ წელიწადნახევარი გავიდა და არათუ არ ელევათ, პირიქით უფრო მეტი აქვთ. რაც შეეხება მაგ BMP-ს კი არ მოგვპარეს არამედ ალაფად ჩაიგდეს როგორც გამარჯვებულმა მხარემ ან საერთოდ ნაცებმა გადასცეს. ისე, უკრაინის პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე მიჰუილა მაკედონელსა და ნაცების წინააღმდეგ რომ მათ ჩააბარეს (თუ მისცეს) უკრაინიდან გამოგზავნილი იარაღი რუსებს (თან რუსებმა მოდერნიზირებული იარაღის მახასიათებლებიც გაიგეს) და ახლა რუსები იყენებენ ამას უკრების წინააღმდეგ, ასე რომ ფაქტიურად გამოდის ნაცები რუსებს დაეხმარნენ შეიარაღებაში

თამაზი
11

ეს სტატია პოდოლიაკს არ წააკითხოთ, თორემ ახლა იმას დაგვაბრალებს, საქართველო რუსეთს იარაღით ამარაგებსო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოდან "მოპარული" BMP-ები რუსეთის ჯარში, უკრაინელების წინააღმდეგ - რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული (ვიდეო)

საქართველოდან "მოპარული" BMP-ები რუსეთის ჯარში, უკრაინელების წინააღმდეგ - რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული (ვიდეო)

დღეს, 16 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ცენტრალური სამხედრო ოლქის მოიერიშე დანაყოფები სამხედრო მომზადებას "სპეცოპერაციას“ ზურგის რაიონის ერთ-ერთ პოლიგონზე გადიან.

ერთი შეხედვით, ვიდეოში განსაკუთრებული არაფერია. ისევ ძველებურად დარბიან ქვეითები, ისვრიან ბევრს, ვიდეოსთვის გამოწყობილი არიან ახალ, სუფთა სამხედრო ტანსაცმელში, დააფრენენ დრონებს და ჰყვებიან, რომ წვრთნამ კარგად ჩაიარა და მზად არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

თუმცა ყურადღება მიიპყრო ერთმა მომენტმა, როდესაც რუსი ჯარისკაცი BMP-1У-თან დგას, რომელიც უკრაინული წარმოების საბრძოლო მოდული "შკვალით“ არის აღჭურვილი. ეს BMP-ები რუსეთმა 2008 წელს გორის ბაზიდან წაიყვანა.

2008 წელი

უკრაინამ საქართველოს სულ 15 ცალი БМП-1У "შკვალი“ გადასცა, საიდანაც 14 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "მოგვპარეს“. ეს ტექნიკა მოსკოვთან ახლოს მყოფ ქალაქ კუბინის სამეცნიერო კვლევით ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც უმაღლესი შეფასებები მიიღო. თავისი დონით "შკვალი“, რომელიც 90-იანებში შეიმუშავეს, ერთი თავით მაღლა დგას 2018 წლის მოდერნიზებულ BMP-1У "ბასურმანინზე“ დაყენებულ მოდულზე.

ამის გამო, არსებობს ეჭვები, რამდენად შეძლებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ ტექნიკის ექსპლუატაციას, რადგან უკრაინული მოდული რუსულისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. "შკვალზე“ ანტი სატანკო რაკეტები ყენდება და სერიოზული ტანკსაწინააღმდეგო პოტენციალი აქვს. ასევე კარგია ქალაქის ბრძოლებშიც.

რუსი სამხედროები და BMP-1У

სხვათა შორის, არსებული კადრებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ქართული BMP-1У "შკვალი“ არა მხოლოდ წვრთნებზე, არამედ ფრონტზეც გამოიყენება.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ბახმუტთან თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „ვენა“ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ „ვენას“ თავის მხრივ საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემები აქვს, რუსეთს ის შეზღუდული რაოდენობით ჰყავს. მას 1996 წლიდან 2010 წლის ჩათვლით აწარმოებდნენ და ძირითადად საექსპერიმენტო ვერსიები იყო, რომელსაც წვრთნებზე იყენებდნენ. 2016 წლიდან კი უკვე მისი სერიული წარმოება დაიწყეს და რუსეთთან ერთად მას აზერბაიჯანიც იყენებდა.

BMP-1У „შკვალის“, რომელიც სულ 14 უნდა ჰქონდეთ და ახლა უკვე „ვენას“ გამოყენება მიანიშნებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტექნიკის კრიზისი აქვს.

ავტორი: ანრი კურტანიძე