სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული სანქცია პიროვნული ვენდეტის შედეგია" - ქადაგიშვილი
"ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული სანქცია პიროვნული ვენდეტის შედეგია" - ქადაგიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მას­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის მხრი­დან და­კის­რე­ბუ­ლი სან­ქცია „პი­როვ­ნუ­ლი ვენ­დე­ტის შე­დე­გია“.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მუხ­ტი.

„უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ, ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და იმას, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო არის რუ­სე­თის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის ად­გი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ტრან­ზი­ტუ­ლა­დაც კი ატა­რებს რუ­სე­თის­კენ ია­რაღს და ა.შ. ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან მოგ­ვის­მე­ნია და მათ შო­რის უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბიც იყო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოგ­ვის­მე­ნია უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მუ­ქა­რე­ბი, რომ და­ვა­სან­ქცი­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას, რა­საც ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად მხარს უბამ­და ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია. ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი FARA-ს კა­ნო­ნის მეშ­ვე­ო­ბით იყო გა­წე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­სან­ქცი­რე­ბის­თვის ლო­გი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ვხე­დავთ იმა­საც, რომ ერთხელ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ვი­ზო სან­ქცია შე­მო­ი­ღეს, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, გან­მარ­ტე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა. ახ­ლაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის და­სან­ქცი­რე­ბა, რო­მელ­საც 10 წელ­ზე მე­ტია არ აქვს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, არც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­თან და პო­ლი­ტი­კას­თან. თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნიც აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ ეს მას­ზე პი­როვ­ნუ­ლი ვენ­დე­ტის შე­დე­გია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ეს არის რა­დი­კა­ლუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის მცდე­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ზი­ა­ნოს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი მხრივ, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იწ­ვევს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის ახა­ლი ტალ­ღის წარ­მო­შო­ბას. ამავდრო­უ­ლად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას და ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბოს. ჩანს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი მუხ­ტია. ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვა, რას­თან გვაქვს საქ­მე, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ე­ბი კი­დევ 24 ინ­დი­ვიდ­ზე გავ­რცელ­და, რო­მელ­თა შო­რი­საა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ქარ­თველ-რუს ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) მუ­შა­ობ­და, რათა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესმა
0

ეს რა უკურნებელი არასასიკვდილო კოვიდი სჭირს.ისე ყიყლიყო კი აქვს ხმაში.ეტყობა სხვების დაცვით ყელს ნაპრალი გაუჩნდა .წადი პაპი სახლში ,შეირგე რაც ნაოხრალი გაქვს.

კაი ერთი
0

დაუკრეფავშიც ნუ გადახვალთ ქოცებო, ფარცხალაძის გათეთრებას ნუ შეეცდებით. ყველამ იცის რა ჩიტიცაა. ფეხსაცმელების ქურდი და ყალბი დიპლომით გაპროკურორებული მაფიოზი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული სანქცია პიროვნული ვენდეტის შედეგია" - ქადაგიშვილი

"ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული სანქცია პიროვნული ვენდეტის შედეგია" - ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან დაკისრებული სანქცია „პიროვნული ვენდეტის შედეგია“.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტი.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ საქართველო დაადანაშაულონ რუსეთთან კავშირში. ეს განცხადებები, რომელიც ეხებოდა იმას, თითქოს საქართველო არის რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, საქართველო ტრანზიტულადაც კი ატარებს რუსეთისკენ იარაღს და ა.შ. ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან მოგვისმენია და მათ შორის უცხოელი ექსპერტების განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით. მოგვისმენია უკრაინელი მაღალჩინოსნების მუქარები, რომ დავასანქცირებთ საქართველოს ამა თუ იმ პიროვნებას, რასაც ორკესტრირებულად მხარს უბამდა ქართული ოპოზიცია. ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონის მეშვეობით იყო გაწეული საქართველოს დასანქცირებისთვის ლოგიკური საქმიანობა. ვხედავთ იმასაც, რომ ერთხელ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო სანქცია შემოიღეს, მაგრამ არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, განმარტება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლაც ხდება ადამიანის დასანქცირება, რომელსაც 10 წელზე მეტია არ აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან. თვითონ ეს ადამიანიც აკეთებს განმარტებას და მიიჩნევს, რომ ეს მასზე პიროვნული ვენდეტის შედეგია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება იწვევს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების ახალი ტალღის წარმოშობას. ამავდროულად, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეუქმნას და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩანს, რომ ეს საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტია. ობიექტური ხედვა, რასთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით არ ჩანს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.