საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან და ფურცელზე გადატანილი მოგონებები: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე?
"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან და ფურცელზე გადატანილი მოგონებები: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე?

"ფუტ­კა­რი“, „ბულ­ბუ­ლის სტვე­ნა,“ "მარ­ტის თვეა შენი,“ "თუ­თის ხეს­თან,“ "თბი­ლი­სო“ და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ქარ­თველ მსმე­ნელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. ეს მუ­სი­კო­სის, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რის, პო­ე­ტის, ქარ­თვე­ლი ბარ­დის, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტის, დიდი იუ­მო­რის მქო­ნე ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაა...

რო­გო­რია მე­უღ­ლის­თვის, გულ­ნაზ რა­მიშ­ვი­ლის­თვის მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ლა­მის 43 წელი გა­ა­ტა­რა... ჩვენს ინ­ტერ­ვი­უს ცრემ­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია...

გულ­ნა­ზი რა­მიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვი­დან ოთა­რი არას­დროს გა­დის, სულ მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებ. ერთი ღამე არ ყო­ფი­ლა, რომ სიზ­მრად არ მე­ნა­ხა, აგერ უკვე 11 წე­ლია ასეა... ქუ­ჩა­ში გა­ვალ და ხალ­ხი მე­ფე­რე­ბა, ოთარს იხ­სე­ნე­ბენ... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის სი­ცო­ცხლე­შიც ჩემი ცხოვ­რე­ბა არ მქო­ნია, ოთა­რის ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე. ოთარ რა­მიშ­ვი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ხმა­ჩახ­ლე­ჩი­ლი, უვარ­სკვლა­ვო ბულ­ბუ­ლი. მისი ვარ­სკვლა­ვი ცა­შია, რო­მე­ლიც არ ქრე­ბა... სა­ხალ­ხო მომ­ღერ­ლის, ქარ­თვე­ლი ბარ­დის და თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტის ტი­ტუ­ლი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ა­ნი­ჭა. ვფიქ­რობ, ხალ­ხს მა­ნამ­დე არ და­ა­ვი­წყდე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ღია ცის ქვეშ იფ­რენს და იგა­ლო­ბებს ბულ­ბუ­ლი და შაშ­ვი... მან თა­ვი­სით მი­აღ­წია ადა­მი­ა­ნე­ბის ამ უდი­დეს სიყ­ვა­რულს და იცით, რა­ტომ? ხალ­ხი ჯერ თა­ვად შე­იყ­ვა­რა და მერე სიყ­ვა­რუ­ლით უპა­სუ­ხეს...

- სიყ­ვა­რუ­ლით სი­ცო­ცხლე­ში­ვე ძეგლი და­უდ­გეს...

- კი, ადა­მი­ან­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე უნდა და­ტო­ვოს და­უ­ვი­წყა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი და­სა­ვი­წყებ­ლად ვერ მო­ე­რე­ვა. ამ სი­ტყვებს თა­მა­მად ვამ­ბობ და არც მრცხვე­ნია... ეგო­ნათ, რომ იყო მხი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო სევ­დი­ა­ნი. ყვე­ლას სი­ხა­რუ­ლი უხა­რო­და, როცა გა­ჭირ­ვე­ბულს ხე­დავ­და, ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ეკი­თხე­ბო­და - რა გი­ჭირს, მამა და და­სახ­მა­რებ­ლად მიჰ­ყვე­ბო­და. რომ მიყ­ვე­ბი, იც­ნობ ადა­მი­ანს-თქო? - მე­ტყო­და, მე თუ არ ვცნობ, თვი­თონ ხომ მცნობ­სო. მის­გან სხვა პა­სუხს არც ვე­ლო­დი. ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, უჩე­მო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბაო, მარ­თლაც ასეა, მო­ნატ­რე­ბა ძა­ლი­ან მწა­რე ტკი­ვი­ლია. მას სი­ხა­რუ­ლი არ ახ­ლავს და რაც დრო გა­დის, ეს გრძნო­ბა უფრო მა­ტუ­ლობს. ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ოთა­რი და­აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბაო. ის იმ ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მჯე­რა, არას­დროს ჩაქ­რე­ბა.

- რო­დე­საც გკი­თხეთ, რა­მიშ­ვი­ლად წარ­გად­გი­ნოთ-მეთ­ქი, ამა­ყად მი­თხა­რით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია... ესეც დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა...

- სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რა­მიშ­ვი­ლი გაგ­ხა­დეო. ისე მო­ა­წე­რა ხელი უჩე­მოდ ჩემს პას­პორტზე, არ უკი­თხავს, მინ­დო­და თუ არა, რა­მიშ­ვი­ლო­ბა. ეს ჩო­ხა­ტა­ურ­ში მოხ­და და თვი­თონ­ვე გა­მო­ი­ტა­ნა ჩემი პას­პორ­ტი. ერთხელ გავ­ბრაზ­დი რა­ღა­ცა­ზე და გა­დავ­ხიე. არც შენი რა­მიშ­ვი­ლო­ბა მინ­და და არა­ფე­რი-თქო. იმ და­ხე­ულ პას­პორ­ტს ხელი მო­კი­და, წა­ი­ღო სა­პას­პორ­ტო­ში და სა­დღაც ერთ სა­ათ­ში იმა­ვე გვა­რით ახა­ლი პას­პორ­ტი მო­მი­ტა­ნა.

- ახლა, რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბებს წერთ... ცდი­ლობთ, ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ ყვე­ლა ის ამ­ბა­ვი, რაც ოთარ რა­მიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა და გახ­სოვთ...

- კი, ასეა. ვწერ ჩემს მო­გო­ნე­ბებს, რაც ოთარს უკავ­შირ­დე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სიზ­მა­რე­ბიც კი ჩა­წე­რი­ლი მაქვს... ოთარს აქვს ლექ­სი „იმ­ქვეყ­ნა­დაც ვიმ­ღე­რებ,/ მე არ და­მე­ზა­რე­ბა“. ჰოდა, ყო­ველ სიზ­მარ­ში უმე­ტე­სად კონ­ცერტს ატა­რებს და გი­ტა­რას მთხოვს. ისე­თი სიზ­მრე­ბი ყო­ფი­ლა, სწო­რე­დაც რომ ნამ­დვი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბია. რომ დავ­კრძა­ლეთ და სახ­ლში მო­ვე­დი, იმ წუ­თი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. იმ ღა­მეს კი და­მე­სიზ­მრა, მი­სა­ღებ ოთახ­ში იდგა, სად არის სათ­ვა­ლე და გი­ტა­რის სა­ვარ­ჯი­შოო? - მე­კი­თხე­ბო­და... მკვა­ხედ ვუ­პა­სუ­ხე - მა­გა­საც ვერ უვლი-თქო? უცებ თა­ვი­სი სა­მუ­შაო მა­გი­დის­კენ გა­ი­ხე­და, - უი, აგერ დევ­სო. მო­კი­და ხელი, ჩემს წინ გა­ჩერ­და, წა­იმ­ღე­რა თა­ვის სიმ­ღე­რა „კოც­ნით ამო­გიშ­რობ მაგ ცრემ­ლი­ან თვა­ლებს,/ ჩა­გი­ხუ­ტებ მკერ­დში, გა­გი­ხა­რებ გულს,/ სიყ­ვა­რულ­ზე უმ­ღე­რი­ან მთვა­რეს,/ იმ სიმ­ღე­რის გახ­სე­ნე­ბა, შენ­თან ერ­თად მსურს“ - მა­კო­ცა და წა­ვი­და. სულ ასე­თი სიზ­მრე­ბი მაქვს, რა­საც სულ ვწერ... ხომ გე­უბ­ნე­ბით, მისი ფასი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე კი არ გა­მი­გია, მის სი­ცო­ცხლე­შიც ვი­ცო­დი.

- რო­გორც ვიცი, ის ლექ­სებს ზოგ­ჯერ სა­დღაც, სუფ­რას­თან, ხელ­სა­ხო­ცებ­ზე, პა­ტა­რა ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯებ­ზე წერ­და და შე­იძ­ლე­ბა იქვე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ასე მისი ბევ­რი ლექ­სი და­ი­კარ­გა...

- კი და იმი­ტომ დავ­დევ­დი მის ლექ­სებს, მუ­სი­კას... ბევ­რმა მი­ით­ვი­სა, რა­ზეც გული მწყდე­ბა. ერთხელ ბი­ნას შვი­ლე­ბის­თვის რომ ვე­ძებ­დით, გა­ზეთ­ში ამო­კი­თხუ­ლი გან­ცხა­დე­ბით თურ­მე ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის ბი­ნა­ში მოვ­ხვდით. მე და ჩემი მული შე­ვე­დით, ოთა­რიც გვახ­ლდა. ჩვენ არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს და ოთა­რი მა­შინ­ვე მიხ­ვდა - დიდი გრძე­ლი მა­გი­და იდგა, რო­მე­ლიც ფურ­ცლე­ბით იყო სავ­სე. მას იქ შეს­ვლის­თა­ნა­ვე პო­ე­ზი­ის „სუნი“ ეცა და დი­ა­სახ­ლისს ჰკი­თხა - ვის ოჯახ­ში მოვ­ხვდიო? ამა და ამ პო­ე­ტის ოჯახ­ში ხარ­თო. ოთარს გა­უ­ხარ­და. ჯი­ბი­დან ფურ­ცე­ლი ამო­ი­ღო, მა­გი­დას­თან მი­ვი­და და რა­ღაც და­წე­რა. მა­გი­და­ზე გაშ­ლი­ლი ფურ­ცლე­ბის გამო პო­ე­ტის ცოლ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, და­სა­ბეჭ­დად ამ­ზა­დებ­სო. ოთარ­მა ამა­სო­ბა­ში ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სი ქალ­ბა­ტონს გა­დას­ცა - ჩემი ლექ­სია და სა­ჩუქ­რად მე­უღ­ლეს გა­და­ე­ცით, ალ­ბათ მო­ე­წო­ნე­ბა. ლექ­სებს მეც ვწე­რო... ისე მოხ­და, რომ იმ პო­ეტ­მა კარ­გად მო­ირ­გო აღ­ნიშ­ნუ­ლი ლექ­სი - ერთი სტრო­ფი შეც­ვა­ლა, და­ნარ­ჩე­ნი და­ტო­ვა და თა­ვის წიგნ­ში და­ბეჭ­და, ანუ თა­ვი­სად მი­ი­წე­რა (ლექ­სი არის ბა­ლიშ­ზე)...

გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი, ოთარ­თან მო­ვი­და, მისი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე - თქვე­ნი ლექ­სე­ბის და აკორ­დე­ბის რვე­უ­ლი დავ­კარ­გე. ბა­ლიშ­ზე ლექ­სი რომ გაქვთ, იქ­ნებ ის გა­და­მა­წე­რი­ნო­თო. ლექ­სი მი­ვე­ცით. მოკ­ლედ, მერე იმ პო­ეტ­მა ის წიგ­ნი გა­მოს­ცა, ოთა­რის წიგ­ნიც გა­მო­ვი­და. ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ კი უთხრა - თქვე­ნი ლექ­სი ამა და ამ პო­ე­ტის წიგნ­ში ეწე­რაო. არა მამა, ეგ ლექ­სი ჩე­მი­აო. არც ერთი არ არის ცო­ცხა­ლი, შე­იძ­ლე­ბა, არც არის ლა­მა­ზი ამა­ზე ახლა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მე ხომ ვარ ცო­ცხა­ლი და ხომ ვიცი, ოთარს ასე რამ­დე­ნი ლექ­სი აქვს და­კარ­გუ­ლი?! თა­ვად ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, არა­ვი­სი არა­ფე­რი მი­უ­სა­კუთ­რე­ბია. სა­ნამ გარ­და­იც­ვლე­ბო­და, ალ­ბათ 200 ლექ­სი მა­ინც და­სა­ბეჭ­დად რო­მე­ლი­ღაც სტამ­ბა­ში წა­ი­ღო, დღემ­დე არ ვიცი, სად არის ის ლექ­სე­ბი... ასე­ვეა მუ­სი­კა­შიც... მაგ­რამ რაც გა­და­ვარ­ჩი­ნე, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ოთარს ხალ­ხიც უძღვნი­და შე­სა­ნიშ­ნავ ლექ­სებს. დღეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბიც კი მღე­რი­ან მის სიმ­ღე­რებს, რაც კარ­გი ამ­ბა­ვია...

- რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო პე­რი­ო­დი?

- 2011 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, 5 ოქ­ტომ­ბერს ამ­ბობ­და, და­ბა­დე­ბის დღეს, 24 ოქ­ტომ­ბერს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ვერ მი­ვაღ­წე­ვო... მერე მკი­თხა - გუგუ, ასე მე­ძახ­და, - გიყ­ვარ­ვარ? - რა ლა­პა­რა­კია? რომ არ მყვა­რე­ბო­დი, აქამ­დე ოჯა­ხი რო­გორ გვექ­ნე­ბო­და-მეთ­ქი?!. მერე ან­დერ­ძი­ვით და­მი­ბა­რა - მე და­ბა­დე­ბის დღეს ვერ მო­ვეს­წრე­ბი, ისიც ვიცი, პან­თე­ონ­ში დამ­კრძა­ლა­ვენ, მე კი გუ­რი­ა­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ის გვერ­დით მინ­დაო. სა­ერ­თოდ წი­ნას­წარ გრძნობ­და ხოლ­მე ყვე­ლა­ფერს... მერე ცუ­დად გახ­და, სას­წრა­ფო რომ გა­მო­ვი­ძა­ხე, ექი­მებ­მა გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნეს, რომ შე­მო­ვე­დი, თურ­მე უკვე აღარ იყო... ექი­მე­ბი მა­გი­დას­თან თავ­დახ­რი­ლი ის­ხდნენ. რა­ტომ ხართ მო­წყე­ნი­ლი, ამან ასე იცის, ცოტა ხან­ში გა­იღ­ვი­ძებს-მეთ­ქი. არაო, - ექიმ­მა... ნე­ტავ, ჩემი მო­რი­გე­ო­ბის დროს არ მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვიო... მერე მისი დაკ­რძალ­ვის ად­გილ­ზე რომ მკი­თხეს, ვუ­თხა­რი, გუ­რი­ა­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან უნ­დო­და, რომ დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო-თქო. ვი­ღაც ბიჭი მო­მიბ­რუნ­და და ქალ­ბა­ტო­ნო, გიგი უგუ­ლა­ვამ (მა­შინ ქა­ლა­ქის მერი იყო) მა­გის­თვის ად­გი­ლი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­მო­ნა­ხა. ოთარ რა­მიშ­ვი­ლი მარ­ტო თქვენ არ გე­კუთ­ვნი­თო. მე გიგი უგუ­ლა­ვას ბევ­რჯერ შე­ვუთ­ვა­ლე ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა...

- სა­ბო­ლო­ოდ, რა იყო თქვენ­თვის მის გვერ­დით გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი?

- ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ. იშ­ვი­ა­თი კაცი იყო, რო­მე­ლიც არც ერთ სა­უ­კუ­ნე­ში არ გან­მე­ორ­დე­ბა. სი­კე­თით სავ­სე, დიდი ბავ­შვი. ქუ­ჩა­ში ბევ­რს უთ­ქვამს, რომ და­ვი­ნა­ხავ­დით, ახ­ლოს მის­ვლა გვე­რი­დე­ბო­და, შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი­თო. რა­ტომ გე­რი­დე­ბო­დათ, იცით, რა თა­ვი­სუ­ფა­ლი კაცი იყო-თქო?! - ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე. ასე რომ, უბედ­ნი­ე­რე­სი ქალი ვარ. ოთარ რა­მიშ­ვი­ლის ცო­ლო­ბა პა­ტა­რა საქ­მე არ არის. ოთა­რის ყო­ვე­ლი დღე სპექ­ტაკ­ლი იყო და ამ სპექ­ტაკლში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ აღარ არის, 50 წელ­ზე მე­ტია, დღემ­დე ვცხოვ­რობ. მოკ­ლედ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნდა... ოთა­რის მერე იმ ლექ­სე­ბის დათ­ვლა და­ვი­წყე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის აქვს მო­ძღვნი­ლი, იმ­დე­ნია, სრუ­ლად ვერ შევ­ძე­ლი დათ­ვლა.

- გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თუ მო­ე­წყო მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო?

- 80 წლის რომ გახ­და, ეს თა­რი­ღი სამ­ტრე­დი­ამ გა­და­უ­ხა­და.

_ თბი­ლის­ში არ აღუ­ნიშ­ნავთ?

_ არა... მო­საწ­ვე­ვე­ბი ასე­თი წარ­წე­რით იყო - სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი - ოთარ რა­მიშ­ვი­ლი... მან სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­სი კალ­მით და­ხა­ტა და გა­მო­ავ­ლი­ნა....

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შვილი?
7

შვილი ის არ არის ვინც ნარკოტიკის ფულს მისცემს იქეთ რომ მიექანება?

კ ო მ ბ ლ ე
3

დიდი ოთარ რამიშვილი! მეამაყება, რომ ერთად ჭიქა აგვიწევია და მესხისთვის ხელი მაქვს ჩამორთმეული, ხედავთ ფიზიკურად რამხელა გიგანტ ადამიანებს შევხებივარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან და ფურცელზე გადატანილი მოგონებები: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე?

"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან და ფურცელზე გადატანილი მოგონებები: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე?

"ფუტკარი“, „ბულბულის სტვენა,“ "მარტის თვეა შენი,“ "თუთის ხესთან,“ "თბილისო“ და კიდევ ძალიან ბევრი ნამუშევარია, რომელიც ქართველ მსმენელს გამორჩეულად უყვარს. ეს მუსიკოსის, სიმღერების ავტორის, პოეტის, ქართველი ბარდის, თბილისის კოლორიტის, დიდი იუმორის მქონე ოთარ რამიშვილის შემოქმედებაა...

როგორია მეუღლისთვის, გულნაზ რამიშვილისთვის მის გარეშე გავლილი ცხოვრება, რომელმაც საყვარელი ადამიანის გვერდით ლამის 43 წელი გაატარა... ჩვენს ინტერვიუს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია...

გულნაზი რამიშვილი:

- ძალიან მიჭირს, ჩემი თვალთახედვიდან ოთარი არასდროს გადის, სულ მის გარშემო ვტრიალებ. ერთი ღამე არ ყოფილა, რომ სიზმრად არ მენახა, აგერ უკვე 11 წელია ასეა... ქუჩაში გავალ და ხალხი მეფერება, ოთარს იხსენებენ... შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეშიც ჩემი ცხოვრება არ მქონია, ოთარის ცხოვრებით ვიცხოვრე. ოთარ რამიშვილი იყო საქართველოს სიყვარული, ხმაჩახლეჩილი, უვარსკვლავო ბულბული. მისი ვარსკვლავი ცაშია, რომელიც არ ქრება... სახალხო მომღერლის, ქართველი ბარდის და თბილისის კოლორიტის ტიტული ქართველმა ხალხმა უდიდესი სიყვარულით მიანიჭა. ვფიქრობ, ხალხს მანამდე არ დაავიწყდება, ვიდრე საქართველოს ღია ცის ქვეშ იფრენს და იგალობებს ბულბული და შაშვი... მან თავისით მიაღწია ადამიანების ამ უდიდეს სიყვარულს და იცით, რატომ? ხალხი ჯერ თავად შეიყვარა და მერე სიყვარულით უპასუხეს...

- სიყვარულით სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს...

- კი, ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა დატოვოს დაუვიწყარი სახელი და გვარი, რომელსაც სიკვდილი დასავიწყებლად ვერ მოერევა. ამ სიტყვებს თამამად ვამბობ და არც მრცხვენია... ეგონათ, რომ იყო მხიარული, მაგრამ სინამდვილეში იყო სევდიანი. ყველას სიხარული უხაროდა, როცა გაჭირვებულს ხედავდა, ნაღვლიანი თვალებით ეკითხებოდა - რა გიჭირს, მამა და დასახმარებლად მიჰყვებოდა. რომ მიყვები, იცნობ ადამიანს-თქო? - მეტყოდა, მე თუ არ ვცნობ, თვითონ ხომ მცნობსო. მისგან სხვა პასუხს არც ველოდი. ყოველთვის მეუბნებოდა, უჩემობა გაგიჭირდებაო, მართლაც ასეა, მონატრება ძალიან მწარე ტკივილია. მას სიხარული არ ახლავს და რაც დრო გადის, ეს გრძნობა უფრო მატულობს. ქუჩაში გამვლელები მეუბნებიან, ოთარი დააკლდა საქართველოს და ყველას გვენატრებაო. ის იმ ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომელიც მჯერა, არასდროს ჩაქრება.

- როდესაც გკითხეთ, რამიშვილად წარგადგინოთ-მეთქი, ამაყად მითხარით, რასაკვირველია... ესეც დიდი სიყვარულის გამოხატულებაა...

- სულ მეუბნებოდა, რამიშვილი გაგხადეო. ისე მოაწერა ხელი უჩემოდ ჩემს პასპორტზე, არ უკითხავს, მინდოდა თუ არა, რამიშვილობა. ეს ჩოხატაურში მოხდა და თვითონვე გამოიტანა ჩემი პასპორტი. ერთხელ გავბრაზდი რაღაცაზე და გადავხიე. არც შენი რამიშვილობა მინდა და არაფერი-თქო. იმ დახეულ პასპორტს ხელი მოკიდა, წაიღო საპასპორტოში და სადღაც ერთ საათში იმავე გვარით ახალი პასპორტი მომიტანა.

- ახლა, როგორც ვიცი, მეუღლის შესახებ მოგონებებს წერთ... ცდილობთ, ფურცელზე გადაიტანოთ ყველა ის ამბავი, რაც ოთარ რამიშვილს უკავშირდება და გახსოვთ...

- კი, ასეა. ვწერ ჩემს მოგონებებს, რაც ოთარს უკავშირდება... წარმოიდგინეთ, სიზმარებიც კი ჩაწერილი მაქვს... ოთარს აქვს ლექსი „იმქვეყნადაც ვიმღერებ,/ მე არ დამეზარება“. ჰოდა, ყოველ სიზმარში უმეტესად კონცერტს ატარებს და გიტარას მთხოვს. ისეთი სიზმრები ყოფილა, სწორედაც რომ ნამდვილი სპექტაკლებია. რომ დავკრძალეთ და სახლში მოვედი, იმ წუთიდან ძალიან გამიჭირდა. იმ ღამეს კი დამესიზმრა, მისაღებ ოთახში იდგა, სად არის სათვალე და გიტარის სავარჯიშოო? - მეკითხებოდა... მკვახედ ვუპასუხე - მაგასაც ვერ უვლი-თქო? უცებ თავისი სამუშაო მაგიდისკენ გაიხედა, - უი, აგერ დევსო. მოკიდა ხელი, ჩემს წინ გაჩერდა, წაიმღერა თავის სიმღერა „კოცნით ამოგიშრობ მაგ ცრემლიან თვალებს,/ ჩაგიხუტებ მკერდში, გაგიხარებ გულს,/ სიყვარულზე უმღერიან მთვარეს,/ იმ სიმღერის გახსენება, შენთან ერთად მსურს“ - მაკოცა და წავიდა. სულ ასეთი სიზმრები მაქვს, რასაც სულ ვწერ... ხომ გეუბნებით, მისი ფასი გარდაცვალების მერე კი არ გამიგია, მის სიცოცხლეშიც ვიცოდი.

- როგორც ვიცი, ის ლექსებს ზოგჯერ სადღაც, სუფრასთან, ხელსახოცებზე, პატარა ქაღალდის ნაგლეჯებზე წერდა და შეიძლება იქვე დაეტოვებინა. ასე მისი ბევრი ლექსი დაიკარგა...

- კი და იმიტომ დავდევდი მის ლექსებს, მუსიკას... ბევრმა მიითვისა, რაზეც გული მწყდება. ერთხელ ბინას შვილებისთვის რომ ვეძებდით, გაზეთში ამოკითხული განცხადებით თურმე ერთ-ერთი ცნობილი პოეტის ბინაში მოვხვდით. მე და ჩემი მული შევედით, ოთარიც გვახლდა. ჩვენ არაფერი შეგვინიშნავს და ოთარი მაშინვე მიხვდა - დიდი გრძელი მაგიდა იდგა, რომელიც ფურცლებით იყო სავსე. მას იქ შესვლისთანავე პოეზიის „სუნი“ ეცა და დიასახლისს ჰკითხა - ვის ოჯახში მოვხვდიო? ამა და ამ პოეტის ოჯახში ხართო. ოთარს გაუხარდა. ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, მაგიდასთან მივიდა და რაღაც დაწერა. მაგიდაზე გაშლილი ფურცლების გამო პოეტის ცოლმა ბოდიში მოიხადა, დასაბეჭდად ამზადებსო. ოთარმა ამასობაში ფურცელზე დაწერილი ლექსი ქალბატონს გადასცა - ჩემი ლექსია და საჩუქრად მეუღლეს გადაეცით, ალბათ მოეწონება. ლექსებს მეც ვწერო... ისე მოხდა, რომ იმ პოეტმა კარგად მოირგო აღნიშნული ლექსი - ერთი სტროფი შეცვალა, დანარჩენი დატოვა და თავის წიგნში დაბეჭდა, ანუ თავისად მიიწერა (ლექსი არის ბალიშზე)...

გავიდა რაღაც პერიოდი, ოთართან მოვიდა, მისი ყოფილი მოსწავლე - თქვენი ლექსების და აკორდების რვეული დავკარგე. ბალიშზე ლექსი რომ გაქვთ, იქნებ ის გადამაწერინოთო. ლექსი მივეცით. მოკლედ, მერე იმ პოეტმა ის წიგნი გამოსცა, ოთარის წიგნიც გამოვიდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ კი უთხრა - თქვენი ლექსი ამა და ამ პოეტის წიგნში ეწერაო. არა მამა, ეგ ლექსი ჩემიაო. არც ერთი არ არის ცოცხალი, შეიძლება, არც არის ლამაზი ამაზე ახლა საუბარი, მაგრამ მე ხომ ვარ ცოცხალი და ხომ ვიცი, ოთარს ასე რამდენი ლექსი აქვს დაკარგული?! თავად ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არავისი არაფერი მიუსაკუთრებია. სანამ გარდაიცვლებოდა, ალბათ 200 ლექსი მაინც დასაბეჭდად რომელიღაც სტამბაში წაიღო, დღემდე არ ვიცი, სად არის ის ლექსები... ასევეა მუსიკაშიც... მაგრამ რაც გადავარჩინე, მაინც კმაყოფილი ვარ. ოთარს ხალხიც უძღვნიდა შესანიშნავ ლექსებს. დღეს პატარა ბავშვებიც კი მღერიან მის სიმღერებს, რაც კარგი ამბავია...

- როგორი იყო მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი?

- 2011 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა, 5 ოქტომბერს ამბობდა, დაბადების დღეს, 24 ოქტომბერს იყო დაბადებული, ვერ მივაღწევო... მერე მკითხა - გუგუ, ასე მეძახდა, - გიყვარვარ? - რა ლაპარაკია? რომ არ მყვარებოდი, აქამდე ოჯახი როგორ გვექნებოდა-მეთქი?!. მერე ანდერძივით დამიბარა - მე დაბადების დღეს ვერ მოვესწრები, ისიც ვიცი, პანთეონში დამკრძალავენ, მე კი გურიაში, ბებია-ბაბუის გვერდით მინდაო. საერთოდ წინასწარ გრძნობდა ხოლმე ყველაფერს... მერე ცუდად გახდა, სასწრაფო რომ გამოვიძახე, ექიმებმა გარეთ გამიყვანეს, რომ შემოვედი, თურმე უკვე აღარ იყო... ექიმები მაგიდასთან თავდახრილი ისხდნენ. რატომ ხართ მოწყენილი, ამან ასე იცის, ცოტა ხანში გაიღვიძებს-მეთქი. არაო, - ექიმმა... ნეტავ, ჩემი მორიგეობის დროს არ მომხდარიყო ეს ამბავიო... მერე მისი დაკრძალვის ადგილზე რომ მკითხეს, ვუთხარი, გურიაში, ბებია-ბაბუასთან უნდოდა, რომ დაკრძალულიყო-თქო. ვიღაც ბიჭი მომიბრუნდა და ქალბატონო, გიგი უგულავამ (მაშინ ქალაქის მერი იყო) მაგისთვის ადგილი დიდუბის პანთეონში გამონახა. ოთარ რამიშვილი მარტო თქვენ არ გეკუთვნითო. მე გიგი უგულავას ბევრჯერ შევუთვალე ამისთვის დიდი მადლობა...

- საბოლოოდ, რა იყო თქვენთვის მის გვერდით გატარებული წლები?

- ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი საჩუქარია. უბედნიერესი ადამიანი ვარ. იშვიათი კაცი იყო, რომელიც არც ერთ საუკუნეში არ განმეორდება. სიკეთით სავსე, დიდი ბავშვი. ქუჩაში ბევრს უთქვამს, რომ დავინახავდით, ახლოს მისვლა გვერიდებოდა, შორიდან ვუყურებდითო. რატომ გერიდებოდათ, იცით, რა თავისუფალი კაცი იყო-თქო?! - ვეუბნები ხოლმე. ასე რომ, უბედნიერესი ქალი ვარ. ოთარ რამიშვილის ცოლობა პატარა საქმე არ არის. ოთარის ყოველი დღე სპექტაკლი იყო და ამ სპექტაკლში, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აღარ არის, 50 წელზე მეტია, დღემდე ვცხოვრობ. მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა... ოთარის მერე იმ ლექსების დათვლა დავიწყე, რომელიც ჩემთვის აქვს მოძღვნილი, იმდენია, სრულად ვერ შევძელი დათვლა.

- გარდაცვალების შემდეგ თუ მოეწყო მისი შემოქმედებითი საღამო?

- 80 წლის რომ გახდა, ეს თარიღი სამტრედიამ გადაუხადა.

_ თბილისში არ აღუნიშნავთ?

_ არა... მოსაწვევები ასეთი წარწერით იყო - საქართველოს სიყვარული - ოთარ რამიშვილი... მან სამშობლოს სიყვარული თავისი კალმით დახატა და გამოავლინა....