საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს
რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს

ის­რა­ე­ლელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ძი­რი­თა­დი სხვა­ო­ბა - თუკი ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი და კვერ­ცხუ­ჯრე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი "ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ას­ლის“ შექ­მნა­ში არც ერ­თია სა­ჭი­რო და არც - მე­ო­რე.

ის­რა­ე­ლის ვე­იც­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ემ­ბრი­ო­ნის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლო­გი.

ზრდის პრო­ცეს­ში მას­ში და­ფიქ­სირ­და ჰორ­მო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ - ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ანა­ლიზ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის კვლე­ვის გზა სავ­სეა იუ­რი­დი­უ­ლი, ეთი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­იქ­მნა სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას იმი­ტი­რებს.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნალ­ში Nature გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ ემ­ბრი­ო­ნის პირ­ვე­ლი "სრუ­ლი“ მო­დე­ლი შექ­მნეს, რო­მელ­საც ყვე­ლა ის ძი­რი­თა­დი სტრუქ­ტუ­რე­ბი აქვს, რაც მისი გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სპერ­მი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დის ნაც­ვლად, სა­წყი­სი მა­სა­ლა იყო ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­მი­კა­ტე­ბის სე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­მუ­შავ­და. ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ოთხი ტი­პის უჯრე­დია:

  • ეპიბ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა ემ­ბრი­ო­ნი;
  • ტრო­ფობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა პლა­ცენ­ტა;
  • ჰი­პობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც იქ­ცე­ვა ყვი­თელ პარ­კად;
  • ექ­სტრა­ემ­ბრი­ო­ნუ­ლი მე­ზო­დერ­მის უჯრე­დე­ბი.

მეც­ნი­ე­რებ­მა აუ­რი­ეს 120 ასე­თი უჯრე­დი სა­ჭი­რო პრო­პორ­ცი­ით და დაკ­ვირ­ვე­ბა და­ი­წყეს.

ნა­რე­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-მა ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის სტრუქ­ტუ­რის მსგავ­სად და­ი­წყო შექ­მნა, თუმ­ცა არა მთლად იდენ­ტუ­რად. მათ და­ი­წყეს ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­დან 14 დღის შემ­დეგ ემ­ბრი­ო­ნის მსგავ­სი არ გახ­და. ცნო­ბი­სათ­ვის, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 14 დღე არის ლე­გა­ლუ­რი ზღვა­რი, რომ­ლის შემ­დე­გაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნი აღარ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ კვლე­ვებ­ში.

ამ პირ­ველ­მა მცდე­ლო­ბამ კი უკვე აჩ­ვე­ნა, რომ ემ­ბრი­ო­ნის სხვა ნა­წი­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ წარ­მო­იქ­მნე­ბა თუ ისი­ნი არ არი­ან გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი პლა­ცენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბით.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს გზა ხელს შე­უ­წყობს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რად­გან სწო­რედ ამის შე­დე­გად ექი­მებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­ი­გონ, რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ემ­ბრი­ო­ნი, ზოგი კი - არა.

შე­საძ­ლოა, ეს გზა გა­მოდ­გეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლა­დაც, რათა დად­გინ­დეს, რო­მე­ლი მათ­გა­ნია უსაფრ­თხო ორ­სუ­ლო­ბის დროს.

პრო­ფე­სორ­მა რობინ ლო­ველ ბე­ჯის თქმით, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ბრი­ტა­ნე­თის ფრენ­სის კრი­კის ინ­სტი­ტუ­ტში, გა­ნა­ცხა­და, რომ ემ­ბრი­ო­ნის ეს მო­დე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ეს მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, სა­ჭი­როა, უჯრე­დე­ბის 1%-ზე მეტ­მა მო­დელ­ში აწყო­ბა და­ი­წყოს.

მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ცი­ნა­ში ამ რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კვლე­ვი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ამ ემ­ბრი­ო­ნის მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ნორ­მა­ლუ­რი ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა არა­ე­თი­კუ­რი, უკა­ნო­ნო და უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა - "ეს 120 უჯრე­დი უბ­რა­ლოდ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა იმ დო­ნემ­დე, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ლორ­წო­ვან გარსში მათი წარ­მა­ტე­ბით იმპლან­ტა­ცია მოხ­დეს“, - აცხა­დე­ბენ ისი­ნი.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
0

ჯერ ერთი ესეთი დაბალი დონის ჟურნალისტები რატომ გვყავს? რას ქვია ისრაელელი? ისრაელელი არ ითქმება, ითქმება ებრაელი მეცნიერები. ან ისრაელში მოღვაწე მეცნიერები.

მეორე, ეგეთი ადამიანი რომც გამოიყვანონ საკითხავია ექნება მას უკვდავი სული? ღმერთის ნება იქნება ეგეც.

გოგი
0

 ეს არის იმის დასტური რაც ბიბლიაში წერია ადამიანი შეიქმნა მიწისგან,ეს საკმაოდ სერიოზული გამოგონებაა

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს

რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს

ისრაელელმა მეცნიერებმა მინიატურული ცოცხალი ორგანიზმი შექმნეს, რომელიც ემბრიონისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა, არსებობს ერთი ძირითადი სხვაობა - თუკი ბუნებრივი ემბრიონის შექმნაში სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი მონაწილეობს, მისი "ლაბორატორიული ასლის“ შექმნაში არც ერთია საჭირო და არც - მეორე.

ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მკვლევართა აზრით, ემბრიონის ახლებური მოდელი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მისი ბიოლოგიური ანალოგი.

ზრდის პროცესში მასში დაფიქსირდა ჰორმონებიც, რომლებსაც ექიმები ორსულობის დასადგენად იყენებენ - ლაბორატორიაში ჩატარებული ორსულობის ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ადამიანური ემბრიონის კვლევის გზა სავსეა იურიდიული, ეთიკური და ტექნიკური დაბრკოლებებით. სწორედ ამიტომ, მეცნიერებაში შეიქმნა სწრაფად განვითარებადი მიმართულება, რომელიც ადამიანური ემბრიონის სწრაფ განვითარებას იმიტირებს.

კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა, რომლის ავტორებიც ირწმუნებიან, რომ მათ ემბრიონის პირველი "სრული“ მოდელი შექმნეს, რომელსაც ყველა ის ძირითადი სტრუქტურები აქვს, რაც მისი განვითარების ადრეულ ეტაპზეა საჭირო.

უფრო კონკრეტულად კი, სპერმისა და კვერცხუჯრედის ნაცვლად, საწყისი მასალა იყო ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ქიმიკატების სერიის გამოყენებით გადამუშავდა. ადამიანის ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილი ოთხი ტიპის უჯრედია:

  • ეპიბლასტური უჯრედები, რაც ხდება ემბრიონი;
  • ტროფობლასტური უჯრედები, რაც ხდება პლაცენტა;
  • ჰიპობლასტური უჯრედები, რაც იქცევა ყვითელ პარკად;
  • ექსტრაემბრიონული მეზოდერმის უჯრედები.

მეცნიერებმა აურიეს 120 ასეთი უჯრედი საჭირო პროპორციით და დაკვირვება დაიწყეს.

ნარევის დაახლოებით 1%-მა ადამიანის ემბრიონის სტრუქტურის მსგავსად დაიწყო შექმნა, თუმცა არა მთლად იდენტურად. მათ დაიწყეს ზრდა და განვითარება მანამ, ვიდრე განაყოფიერებიდან 14 დღის შემდეგ ემბრიონის მსგავსი არ გახდა. ცნობისათვის, ბევრ ქვეყანაში 14 დღე არის ლეგალური ზღვარი, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივი ემბრიონი აღარ შეიძლება გამოიყენონ კვლევებში.

ამ პირველმა მცდელობამ კი უკვე აჩვენა, რომ ემბრიონის სხვა ნაწილები, უბრალოდ, არ წარმოიქმნება თუ ისინი არ არიან გარშემორტყმული პლაცენტური უჯრედებით.

მიიჩნევა, რომ ეს გზა ხელს შეუწყობს ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგების გაუმჯობესებას, რადგან სწორედ ამის შედეგად ექიმებს შეეძლებათ გაიგონ, რატომ ვითარდება ზოგიერთი ემბრიონი, ზოგი კი - არა.

შესაძლოა, ეს გზა გამოდგეს წარმატებული ზოგიერთი მედიკამენტის შესამოწმებლადაც, რათა დადგინდეს, რომელი მათგანია უსაფრთხო ორსულობის დროს.

პროფესორმა რობინ ლოველ ბეჯის თქმით, რომელიც შეისწავლის ემბრიონის განვითარებას ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტში, განაცხადა, რომ ემბრიონის ეს მოდელები საკმაოდ კარგად გამოიყურება.

მაგრამ მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს მეთოდი წარმატებულად ჩაითვალოს, საჭიროა, უჯრედების 1%-ზე მეტმა მოდელში აწყობა დაიწყოს.

მიუხედავად მედიცინაში ამ რევოლუციისა და წარმოუდგენელი მნიშვნელობის კვლევისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ემბრიონის მოდელების გამოყენებით ნორმალური ორსულობის მიღწევა არაეთიკური, უკანონო და უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება - "ეს 120 უჯრედი უბრალოდ ვერ განვითარდება იმ დონემდე, რომ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში მათი წარმატებით იმპლანტაცია მოხდეს“, - აცხადებენ ისინი.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა