საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდნენ
უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდნენ

მსოფ­ლიო თა­სის პირ­ველ ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ავ­სტრა­ლი­ას­თან 15:35 და­მარ­ცხდა.

მე­ტო­ქე დე­ბი­უ­ტში ლე­ლო­თი და­წი­ნა­ურ­და (გარ­და­სახ­ვა ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს), რის შემ­დე­გაც ლო­ჟა­ნი­ძის მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო­დან ან­გა­რი­ში მატ­კა­ვამ შე­ამ­ცი­რა. თუმ­ცა, მერე „კენ­გუ­რუ­ებ­მა“ სხვა­ო­ბა ლელო-გარ­და­სახ­ვით და სამი სა­ჯა­რი­მო­თი გა­ზარ­დეს. ავ­სტრა­ლია აშ­კა­რად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და 18 ქუ­ლით წინ ლო­გი­კუ­რად გა­ვი­და. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის და­სას­რულს მო­დე­ბა­ძე გა­ა­სინ­ბი­ნეს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­ტე­ვი­სას ბურ­თი და­უ­ვარ­და და მსაჯ­მა გუნ­დე­ბი შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­იხ­მო.

მე­ო­რე ტა­ი­მი კაც­ნაკ­ლულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და ლა­მა­ზი კომ­ბი­ნა­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის ლე­ლო­თი დაგ­ვირ­გვინ­და. მატ­კა­ვამ კი რთუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან გარ­და­სახ­ვა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ამას ჩვე­ნი გუნ­დის კარ­გი შე­ტე­ვა, ნი­ნი­აშ­ვი­ლის არა­ზუს­ტი პასი, ვი­ზა­ვის სწრა­ფი კონ­ტრი­ე­რი­ში და ლელო მოჰ­ყვა - სამ­წუ­ხა­როდ, იმ დროს, რო­დე­საც ჩვენ­მა გუნ­დმა თა­მა­ში და­ა­ლა­გა და ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც და­ე­უფ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვუ­გეთ მე­ტო­ქეს მი­სი­ვე დე­რე­ფა­ნი, მაგ­რამ ცოტა ხან­ში მო­რი­გი ლელო გაგ­ვი­ტა­ნეს. შემ­დეგ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­ბი­ნა­ცი­ი­სას ტა­ბუ­ცა­ძე ლე­ლოს­თან ახ­ლოს იყო, თუმ­ცა შან­სი ხე­ლი­დან გა­უშ­ვა. სა­მა­გი­ე­როდ შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა გი­გაშ­ვილ­მა მე-80 წუთ­ზე ლელო დადო. ერთი სი­ტყვით, მა­ი­საშ­ვი­ლის შე­გირ­დებ­მა შე­ხედ­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უკეთ ჩა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან მარ­ცხი გა­ნი­ცა­დეს.

შემ­დეგ მატჩს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი 23 სექ­ტემ­ბერს პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­თავს.

sportall.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
luka
4

ვისაც ყოველთვის ვუგებდით იმათ ყოველთვის ვუგებთ, ვისაც ვერასდროს ვერ ვუგებდით იმას ვერ ვუგებთ. რითი ვართ მაგრები რაგბში მაინც ვერ გავიგე. მიდით დამაყარეთ ეხლა ქოქოლები:)))))))

o.k.
1

სულ ცოტა გამართლება, რამოდენიმე ასპექტში უკეთ თამაში და პრემიალურ ქულას მაინც ავიღებდით.. მადლობა ბიჭებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდნენ

უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდნენ

მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

sportall.ge