ბალტიის ზღვაში, ლატვიასა და ესტონეთის სანაპიროსთან, სამხედრო წვრთნები Northern Coasts დაიწყო, რომელშიც 30-მდე ხომალდი და 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობს.
წვრთნების მიზანს რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე რეაგირება წარმოადგენს.
მედიის ცნობით, Northern Coasts-ში ნატო-ს ქვეყნების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი წევრის - შვედეთის, და ასევე მოკავშირეების: აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის სამხედროები მონაწილეობენ და ისინი სადესანტო ოპერაციებს და ზღვიდან დარტყმებს დაამუშავებენ.
წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება ბალტიის ზღვაში არსებული საზღვაო გზების დაცვა იქნება.
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, იან კრისტიან კააკის განცხადებით, მოწინააღმდეგის საიმედო შეკავება თავდასხმის უნარსაც უნდა შეიცავდეს.
"ჩვენ ვუგზავნით რუსეთს მკაფიო სიგნალს სიფხიზლის შესახებ “, - განაცხადა იან კრისტიან კააკმა.
აშშ-ს მხრიდან წვრთნებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Mesa Verde-ს მონაწილეობს, რომლის სიგრძე 200 მეტრს აღემატება და რომელიც 800-მდე საზღვაო ქვეითის ტრანსპორტირებასა და დესანტისთვის არის განკუთვნილი.
მსოფლიოს მშვიდობა მოწყინდა.
ატომურ ერაში, როცა უკვე საკმაო რაოდენობის ქვეყნებს აქვთ ბირთვული იარაღი, ასე ერთმანეთის წხვირწინ "კუნთების თამაში" საშიშია
სიგნალი და ლაი ლაი არ ესმის ურდოს! პატივს მხოლოდ ნაჯახს ცემს, ისიც თავში თუ მოხვდა!!!