სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში
"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში

რე­ხას შე­სა­ხებ შე­საძ­ლოა ბევ­რს არც არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი, რო­გორც წარ­სულ­ში, ახ­ლაც თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. ამ სოფ­ლი­დან უახ­ლო­ეს სოფ­ლამ­დე უკაც­რი­ე­ლი მან­ძი­ლი 15 კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და ბორ­ცვე­ბი­სა და მდე­ლო­ე­ბის გარ­და, არც არა­ფე­რი შეგ­ხვდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, 1795 წელს აღა-მაჰ­მად-ხა­ნის რბე­ვას (10000 ქარ­თვე­ლი წა­იყ­ვა­ნა ტყვედ) ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე იყო რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შიც: რო­დე­საც რუ­სეთ­მა თრი­ა­ლე­თის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ 48 სო­ფელ­ში ბერ­ძენ-სო­მე­ხე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი რეხა ინარ­ჩუ­ნებ­და ქარ­თუ­ლო­ბას. ამით ეს პა­ტა­რა სო­ფე­ლი ერ­თგვარ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრა­დაც იქცა: ვინ აღარ მო­დი­ო­და და ცხოვ­რობ­და აქ: ბერ­ძნე­ბი, სომ­ხე­ბი, თურ­ქე­ბი, რუ­სე­ბი, ქურ­თე­ბი და ა.შ., მაგ­რამ რე­ხას ქარ­თუ­ლი ძირი ნედ­ლი რჩე­ბო­და. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი "გა­და­ხარ­შა" და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, მათ შო­რის თურ­ქუ­ლი ენის ზე­ო­ბაც, რო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან უკან მობ­რუ­ნე­ბულ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბას მოჰ­ყვა. თურ­ქუ­ლად მო­სა­უბ­რე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ხსოვ­ნა დღემ­დე შე­მორ­ჩა გუ­ლი­კო სა­ბა­ძეს. ის ერ­თა­დერ­თია, ვინც რე­ხას მის­ტი­კურ ის­ტო­რი­ას სწავ­ლობს. გთა­ვა­ზობთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

- ამ­ხე­ლა თურ­ქო­ბა­ში, მთე­ლი თრი­ა­ლე­თის დაც­ლის დროს, ერ­თა­დერ­თი სო­ფე­ლი რეხა არ და­ი­ცა­ლა, თა­ნაც იდენ­ტო­ბა შე­ი­ნა­ხა. შე­მო­სე­ვე­ბი­სას მო­სახ­ლე­ო­ბა­დაც­ლილ ნა­სოფ­ლა­რებ­სა და ხე­ვებს აფა­რებ­დნენ თავს, მერე კი უკან ბრუნ­დე­ბო­და. ამ სოფ­ლი­დან არი­ან ღვი­ნი­აშ­ვი­ლე­ბი, ვახ­ტან­გიშ­ვი­ლე­ბი, სა­ბა­ძე­ე­ბი, გო­გა­ლა­ძე­ე­ბი, ბა­კუ­რა­ძე­ე­ბი... 1830-იან წლებ­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­მა თურ­ქე­თი­დან სომ­ხე­ბი და ბერ­ძნე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, მათ­თან ერ­თად სამ­ცხე­ში ქრის­ტი­ა­ნი, მაგ­რამ უკვე თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი ქარ­თვე­ლო­ბაც დაბ­რუნ­და. ისი­ნი სო­ფელ რე­ხა­ში და­სახ­ლდნენ. მათ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა სას­წა­უ­ლის ძა­ლით ჰქონ­დათ შერ­ჩე­ნი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი აღარ ახ­სოვ­დათ. ამის გამო სო­ფელ­ში მე­ო­რე სა­სა­უბ­რო ენად თურ­ქუ­ლი იქცა. თით­ქოს ახ­ლაც ჩა­მეს­მის მათი უხუ­ცე­სე­ბის თურ­ქუ­ლი სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ღრმა და მწა­რე ფეს­ვე­ბი ჰქონ­და: სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ქარ­თვე­ლო­ბა ხომ ერ­დო­ი­ან-გვირ­გვი­ნი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­და, ანუ ერ­დო­ზე ოჯა­ხის ხმა­უ­რი მშვე­ნივ­რად ის­მო­და. ამით სარ­გებ­ლობ­დნენ თურ­ქე­ბი, ღა­მით მი­ე­პა­რე­ბოდ­ნენ, ერ­დო­ზე გაწ­ვე­ბოდ­ნენ და ოჯა­ხის სა­უ­ბარს უგ­დებ­დნენ ყურს.

თუკი ამ დროს ვინ­მე ქარ­თუ­ლად და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, მთელ ოჯახს მა­შინ­ვე ამო­წყვეტ­დნენ. ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბის სო­ფე­ლი სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­ნახ­ვის­თვის ამო­ხო­ცეს თურ­ქებ­მა ერთ ღა­მე­ში. მათ­გან ჩემი წი­ნა­პა­რი სა­ბა­ძე­ე­ბი ბე­ბია ულუმ­პი­ას გა­და­ურ­ჩე­ნია, - არა­ვინ იცის, რო­გორ გა­მო­ა­პა­რა სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ღა­მით და ახალ­ცი­ხის სო­ფელ ხე­ოთ­ში შე­ა­ფა­რეს თავი. მერე კი, როცა მოძ­ლი­ერ­და, სო­ფელ­ში წმინ­და ბარ­ბა­რეს XVI სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სი­ას სამ­რეკ­ლო აუ­შე­ნა, წარ­წე­რით "ულუმ­პი­ამ აღა­შე­ნა". დე­და­ჩე­მი ხში­რად ახ­სე­ნებ­და დიდ ბე­ბია ულუმ­პი­ას. მა­შინ ეს სა­ხე­ლი სხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, ვფიქ­რობ­დი, ოლიმ­პია ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, ალ­ბათ, ულუმ­პი­აც ბერ­ძე­ნი იყო და მეც ბერ­ძნუ­ლი სის­ხლი მაქვს-მეთ­ქი. რო­დე­საც ხე­ო­თის ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რა ვნა­ხე, მა­შინ უკვე ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის სიღ­რმეც მთე­ლი ძა­ლით შე­ვიგ­რძე­ნი. შე­საძ­ლოა ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სოფ­ლის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა. წლე­ბია ვიკ­ვლევ და რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო მიკ­ვირს, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი გა­და­უ­ტა­ნია ამ ხალ­ხს. დრო რომ გა­ვი­და, იმ სამი ძმა სა­ბა­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი სო­ფელ რე­ხა­ში ამო­სახ­ლდა, სა­დაც მეც და­ვი­ბა­დე. სა­ფიქ­რა­ლა­დაც კი ძნე­ლია, 48 სომ­ხურ და ბერ­ძნულ ოჯახს შო­რის ერ­თა­დერ­თმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ქარ­თვე­ლო­ბა. ძნე­ლია არ გა­ით­ქვი­ფო ამ­დენ ხალ­ხში: თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა მარ­ტო ბერ­ძნე­ბი და სომ­ხე­ბი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას თურ­ქე­თი­დან ქურ­თე­ბი და თურ­ქე­ბიც ჰყავ­და ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი. მათი სოფ­ლე­ბი რე­ხის მიმ­დე­ბა­რედ იყო. ქურ­თებ­მა და თურ­ქებ­მა თრი­ა­ლეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ თქვეს უარი, რად­გან რუ­სეთ­მა ისე­თი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბი და­უ­წე­სა, რო­გორც სხვა ხალ­ხს. არ ვიცი, რა მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და მათ შო­რის, რა­ტომ არ უნდა ჰქო­ნო­დათ გა­და­სა­ხა­დე­ბი, მაგ­რამ ასე კი იყო. მათ­მა და­უ­ბეგ­რა­ო­ბამ დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ბერ­ძენ­თა და სო­მეხ­თა სოფ­ლებ­ში.

ეს უზარ­მა­ზა­რი ქვა წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ძეგ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მო­ცეკ­ვა­ვე ქალი - ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლი, ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის აზ­რით, ეს წარ­მარ­თო­ბის დრო­ინ­დე­ლი წმინ­და ად­გი­ლია

რე­ხა­ში ქრის­ტემ­დე 3 ათა­სი წლის ციკ­ლო­პუ­რი ცი­ხე­ე­ბია ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბით მშრა­ლად ნა­შე­ნი. მეტ­საც გე­ტყვით, 2002 წელს აქ მკვლე­ვარ­მა ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვილ­მა ქვა­ზე ე.წ. რე­ხის ურჩხუ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა და კვლე­ვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ურჩხუ­ლი" ნას­კას უდაბ­ნო­ში აღ­მო­ჩე­ნილ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს უახ­ლოვ­დე­ბა. ესე იგი, ამ მან­ძი­ლე­ბით და­შო­რე­ბულ ხალ­ხს ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და, რო­მელ ეპო­ქა­ში - პე­რუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის ასა­კად ქრის­ტეს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 1800 წე­ლია ნა­ვა­რა­უ­დე­ბი. ვინ იცის, ამ ათას­წლე­უ­ლებ­ში აქ ხალ­ხმა რა გა­ი­ა­რა.

XIX სა­უ­კუ­ნის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ილია ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი რე­ხე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ისე აღ­წერს, ტი­რი­ლი მო­გინ­დე­ბა: "გა­ვი­ა­რეთ მდი­ნა­რე ქცია და ვი­პო­ვეთ აქ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი რეხა, რო­მელ­შიც 160 კომ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა ასახ­ლია. გა­მე­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, სულ არა­რა­ო­ბას, წამ­ლად ხომ დარ­ჩე­ნი­ლა ქარ­თვე­ლო­ბა წალ­კა­ში, მაგ­რამ ისე თქვე­ნი მტე­რი და და­მა­წყე­ვა­რი და­ღონ­დეს, რო­გორც მე ამ რე­ხე­ლე­ბის ნახ­ვამ და­მა­ღო­ნა. აჰა, შენი ნაფ­ლე­თე­ბი მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლო სა­ქარ­თვე­ლო!

რე­ხე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი საყ­ველ­პუ­როდ ძლივ­სღა იცი­ან და ამა­თაც ღვიძ­ლი დე­და­ე­ნის, ქარ­თუ­ლის მა­გი­ერ დე­დი­ნაც­ვლად თათ­რუ­ლი ენა გახ­დო­მი­ათ. მღვდე­ლი ბერ­ძე­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში ბერ­ძნუ­ლად სწი­რავს. თუმ­ცა თვი­თო­ნაც არ ეს­მის, რასა სწი­რავს, რად­გან ბერ­ძნუ­ლი ლა­პა­რა­კი არ იცის, ეს მღვდე­ლი სა­ხა­რე­ბა­საც კი უთარ­გმნის თა­ვის მრევლს ბერ­ძნუ­ლი­დან თათ­რუ­ლად და ქა­და­გე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ამ­ბობს, რად­გან რე­ხე­ლებ­მა არც ერთი სი­ტყვა არ იცი­ან ბერ­ძნუ­ლი. მღვდელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცის, ამი­ტომ აღ­სა­რე­ბა­საც თათ­რულ ენა­ზე ეუბ­ნე­ბი­ან". გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაყვალა
5

იმას ვთხოვდი უფალს რომ ძალა და ერთობა ქონოდეს ქართველ ერს, ასევე სიყვარული და პატივისცემა ,,სტუმარი ერების" მიმართაც იმიტომ რომ იყო ქრისტიანი ნიშნავს სიყვარულს.

Tato
17

რას ბოდიალობ თუ იცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში

"რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია" - მისტიკური სოფელი საქართველოში

რეხას შესახებ შესაძლოა ბევრს არც არაფერი გსმენიათ. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი, როგორც წარსულში, ახლაც თვალს მოფარებულია. ამ სოფლიდან უახლოეს სოფლამდე უკაცრიელი მანძილი 15 კილომეტრზეა გაშლილი და ბორცვებისა და მდელოების გარდა, არც არაფერი შეგხვდებათ. სხვათა შორის, 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის რბევას (10000 ქართველი წაიყვანა ტყვედ) ეს ერთადერთი ქართული სოფელი გადაურჩა. ასე იყო რუსულ იმპერიაშიც: როდესაც რუსეთმა თრიალეთის გაუკაცრიელებულ 48 სოფელში ბერძენ-სომეხები ჩამოასახლა, მათ შორის ერთადერთი რეხა ინარჩუნებდა ქართულობას. ამით ეს პატარა სოფელი ერთგვარ გლობალიზაციის ცენტრადაც იქცა: ვინ აღარ მოდიოდა და ცხოვრობდა აქ: ბერძნები, სომხები, თურქები, რუსები, ქურთები და ა.შ., მაგრამ რეხას ქართული ძირი ნედლი რჩებოდა. პირიქით, ყველაფერი "გადახარშა" და გაანეიტრალა, მათ შორის თურქული ენის ზეობაც, რომელიც თურქეთიდან უკან მობრუნებულ სამცხე-ჯავახეთის ქართველობას მოჰყვა. თურქულად მოსაუბრე თანასოფლელების ხსოვნა დღემდე შემორჩა გულიკო საბაძეს. ის ერთადერთია, ვინც რეხას მისტიკურ ისტორიას სწავლობს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

- ამხელა თურქობაში, მთელი თრიალეთის დაცლის დროს, ერთადერთი სოფელი რეხა არ დაიცალა, თანაც იდენტობა შეინახა. შემოსევებისას მოსახლეობადაცლილ ნასოფლარებსა და ხევებს აფარებდნენ თავს, მერე კი უკან ბრუნდებოდა. ამ სოფლიდან არიან ღვინიაშვილები, ვახტანგიშვილები, საბაძეები, გოგალაძეები, ბაკურაძეები... 1830-იან წლებში, როდესაც რუსეთმა თურქეთიდან სომხები და ბერძნები ჩამოასახლა, მათთან ერთად სამცხეში ქრისტიანი, მაგრამ უკვე თურქულენოვანი ქართველობაც დაბრუნდა. ისინი სოფელ რეხაში დასახლდნენ. მათ მართლმადიდებლობა სასწაულის ძალით ჰქონდათ შერჩენილი. სამაგიეროდ, ქართული აღარ ახსოვდათ. ამის გამო სოფელში მეორე სასაუბრო ენად თურქული იქცა. თითქოს ახლაც ჩამესმის მათი უხუცესების თურქული საუბარი, რომელსაც ძალიან ღრმა და მწარე ფესვები ჰქონდა: სამცხე-ჯავახეთის ქართველობა ხომ ერდოიან-გვირგვინიან სახლებში ცხოვრობდა, ანუ ერდოზე ოჯახის ხმაური მშვენივრად ისმოდა. ამით სარგებლობდნენ თურქები, ღამით მიეპარებოდნენ, ერდოზე გაწვებოდნენ და ოჯახის საუბარს უგდებდნენ ყურს.

თუკი ამ დროს ვინმე ქართულად დაილაპარაკებდა, მთელ ოჯახს მაშინვე ამოწყვეტდნენ. ჩემი წინაპარი საბაძეების სოფელი სწორედ ქრისტიანობის შენახვისთვის ამოხოცეს თურქებმა ერთ ღამეში. მათგან ჩემი წინაპარი საბაძეები ბებია ულუმპიას გადაურჩენია, - არავინ იცის, როგორ გამოაპარა სამი შვილიშვილი ღამით და ახალციხის სოფელ ხეოთში შეაფარეს თავი. მერე კი, როცა მოძლიერდა, სოფელში წმინდა ბარბარეს XVI საუკუნის ეკლესიას სამრეკლო აუშენა, წარწერით "ულუმპიამ აღაშენა". დედაჩემი ხშირად ახსენებდა დიდ ბებია ულუმპიას. მაშინ ეს სახელი სხვა ასოციაციას იწვევდა, ვფიქრობდი, ოლიმპია ხომ ბერძნული სახელია, ალბათ, ულუმპიაც ბერძენი იყო და მეც ბერძნული სისხლი მაქვს-მეთქი. როდესაც ხეოთის ეკლესიის წარწერა ვნახე, მაშინ უკვე ჩემი წინაპრების ტრაგედიის სიღრმეც მთელი ძალით შევიგრძენი. შესაძლოა ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სოფლის ისტორიის შესწავლა. წლებია ვიკვლევ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიკვირს, რამხელა ტკივილი გადაუტანია ამ ხალხს. დრო რომ გავიდა, იმ სამი ძმა საბაძეების შთამომავალი სოფელ რეხაში ამოსახლდა, სადაც მეც დავიბადე. საფიქრალადაც კი ძნელია, 48 სომხურ და ბერძნულ ოჯახს შორის ერთადერთმა შეინარჩუნო ქართველობა. ძნელია არ გაითქვიფო ამდენ ხალხში: თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ბერძნები და სომხები, რუსეთის იმპერიას თურქეთიდან ქურთები და თურქებიც ჰყავდა ჩამოსახლებული. მათი სოფლები რეხის მიმდებარედ იყო. ქურთებმა და თურქებმა თრიალეთში ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რადგან რუსეთმა ისეთივე გადასახადები დაუწესა, როგორც სხვა ხალხს. არ ვიცი, რა მოლაპარაკება იყო რუსეთის იმპერიასა და მათ შორის, რატომ არ უნდა ჰქონოდათ გადასახადები, მაგრამ ასე კი იყო. მათმა დაუბეგრაობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბერძენთა და სომეხთა სოფლებში.

ეს უზარმაზარი ქვა წინაქრისტიანული ხანის ძეგლად არის მიჩნეული. მასზე გამოსახულია მოცეკვავე ქალი - ე.წ. რეხის ურჩხული, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის აზრით, ეს წარმართობის დროინდელი წმინდა ადგილია

რეხაში ქრისტემდე 3 ათასი წლის ციკლოპური ციხეებია ტონიანი ქვებით მშრალად ნაშენი. მეტსაც გეტყვით, 2002 წელს აქ მკვლევარმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ქვაზე ე.წ. რეხის ურჩხულის გამოსახულება აღმოაჩინა და კვლევაც გამოაქვეყნა. "ურჩხული" ნასკას უდაბნოში აღმოჩენილ გამოსახულებებს უახლოვდება. ესე იგი, ამ მანძილებით დაშორებულ ხალხს ურთიერთობა ჰქონდა და, რომელ ეპოქაში - პერუს გამოსახულებების ასაკად ქრისტეს წელთაღრიცხვამდე 1800 წელია ნავარაუდები. ვინ იცის, ამ ათასწლეულებში აქ ხალხმა რა გაიარა.

XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწე ილია ალხაზიშვილი რეხელების მდგომარეობას ისე აღწერს, ტირილი მოგინდება: "გავიარეთ მდინარე ქცია და ვიპოვეთ აქ ერთადერთი ქართული სოფელი რეხა, რომელშიც 160 კომლი ქართველობა ასახლია. გამეხარდა, ვიფიქრე, სულ არარაობას, წამლად ხომ დარჩენილა ქართველობა წალკაში, მაგრამ ისე თქვენი მტერი და დამაწყევარი დაღონდეს, როგორც მე ამ რეხელების ნახვამ დამაღონა. აჰა, შენი ნაფლეთები მრავალტანჯულო საქართველო!

რეხელებმა ქართული საყველპუროდ ძლივსღა იციან და ამათაც ღვიძლი დედაენის, ქართულის მაგიერ დედინაცვლად თათრული ენა გახდომიათ. მღვდელი ბერძენი ჰყავთ, რომელიც ეკლესიაში ბერძნულად სწირავს. თუმცა თვითონაც არ ესმის, რასა სწირავს, რადგან ბერძნული ლაპარაკი არ იცის, ეს მღვდელი სახარებასაც კი უთარგმნის თავის მრევლს ბერძნულიდან თათრულად და ქადაგებასაც თათრულ ენაზე ამბობს, რადგან რეხელებმა არც ერთი სიტყვა არ იციან ბერძნული. მღვდელმაც ქართული არ იცის, ამიტომ აღსარებასაც თათრულ ენაზე ეუბნებიან". გაგარძელეთ კითხვა