ავტორი:

სანქტ-პეტერბურგში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

სანქტ-პეტერბურგში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული.

"80x10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ამასთან, ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივებმა ნავთობბაზა "რუჩიდან", რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა გაიგონეს.