ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გაცრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის N9 იზოლატორშია გადაღებული.
ვიდეოს ავტორი მამაკაცი ცხადებს, რომ დრანდის ციხეში კომფორტულ პირობებში ცხოვრობს. მოწყობილი აქვს ე.წ. ლუქს აპარტამენტი - თანამედროვე ტექნიკით, საყოფაცხოვრებო ავეჯით, კეთილმოწყობილი აივანითა და კანაფის, შეიძლება ითქვას, პლანტაციიით.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვიდეოს ავტორი პატიმარი გვარად ფაჩალიაა, (ზედმეტსახელი - "ფაჩახა“). უცნობია რას წარმოადგენს ის და საიდან აქვს ამგვარი გავლენა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, ვინაიდან კადრებში ნაჩვენებ ავეჯზე გამოსახულია ე.წ. ქურდული სამყაროს სიმბოლო ვარსკვლავი.
აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ადგილობრი ტელეგრამ არხი "აიაშარა“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს გავრცლებული კადრები და აფხაზეთის დე ფაქტო შსს კომენტარისთვის მიმართა.
ე.წ. სამართალდაცავმა უწყებამ აღნიშნულის თაობაზე განაცხადა:
"აღნიშნული კადრები ადრეც ვრცელდებოდა აფხაზურ სოციალურ ქსელებში. წინასწარი დაკავების იზოლატორში სისტემატურად ტარდება შემოწმება დაწესებულებაში არსებული წესების და რეჟიმის დაცვაზე და ვიდეოზე ასახული კადრები ამჟამად არ შეესაბამება რეალობას“
აფხაზეთი ისეა "ჩავარდნილია" ისე მოთხრილია მაგათი სწორ რელსებზე გადაყვანა და მოწესრიგება!?? თუ წარმოიდგენთ საქართველოსთან "დაბრუნება "მიერთება' რა ნაგავი უნდა დავიბრუნოთ თან დეკოკრატიით მოვარჯულოთ! და მიშა რომ იყოს ჯანზე იმის გუნდსაც კი მოუწევდა მაგრად მუშაობა და ძალიან მკაცრი, დემოკრატიისათვის შეუსაბამო ხერხებით მორჯულება. რუსეთი სადაც შევიდა ყველგან ააქოთა ყველაფერი ამას ნეტა ქოცები თუ აცნობიერებენ რომ იწყებენ აშშ , საფრანგეთის და ბრიტანეთის კოლონიალიზმზე ლაპარაკის. კი პირველ ეტაპზე საშინელება ხდებოდა!!! მიდი ახლა და აფხაზებს აუხსენი რას ნიშნავს ევროპულად ცხოვრება და კანონის უზენაისობა დავიჯერო ჩარტერა და ღუდუშაური გაართმევენ ამას თავს!?? ვისაც ჯერა ეს მშობლებმა მიხედონ ეტყობა ტვინის პრობლემა აქვთ!!!
რას აჩვენებთ?
რას ასწავლით მომავალ თაობას?
რად გინდათ ეს ყველფერი