პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი
"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გერ­მა­ნი­ა­ში და­გეგ­მილ ვი­ზიტს ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ვი­ნა­ი­დან მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარი უთხრა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი და­ა­ფი­ნან­სოს.

"გა­მოვ­დი­ვარ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ყვე­ლამ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში უნდა იხი­ლოს, შე­ვუგ­რო­ვოთ ფული სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.გა­ვი­დეს შვე­ბუ­ლე­ბა­ში და კერ­ძო ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ვფიქ­რობ, რომ არა­ვინ ეტყვის იქ უარს ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის ამ უც­ნა­ურ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნა­ზე.ვფიქ­რობ, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ეს სა­სარ­გებ­ლოც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს…" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს იწყებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 31 აგ­ვის­ტოს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას.

  • სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

"შე­ვახ­სე­ნებთ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა" ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ვი­ნა­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის 54-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა." - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაცმა რომ თქვას.
0

ხუხაშვილის მიერ, მთავრობის კრიტიკა არის საქართველოს და ქართველების დაცინვა და ცინიზმი. 

ხმა სამარიდან ილია
2

მოსკოვში უფასოა ,წავიდეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი

"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვინაიდან მთავრობა პრეზიდენტს აღნიშნული ვიზიტის განხორციელებაზე უარი უთხრა, საზოგადოებას შეუძლია პრეზიდენტის ვიზიტი დააფინანსოს.

"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად.გავიდეს შვებულებაში და კერძო ტურისტული მოგზაურობები განახორციელოს. ვფიქრობ, რომ არავინ ეტყვის იქ უარს ყველა დაგეგმილი შეხვედრის ამ უცნაურ ფორმატში გადატანაზე.ვფიქრობ, მოვლენების განვითარებისთვის ეს სასარგებლოც კი შეიძლება იყოს…" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

  • საქართველოს მთავრობის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ვიზიტი განხორციელებაზე უარი ეთქვა.

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა." - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.