სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს კი..." - სამარაში, "ვაგნერელთა" სასაფლაოზე ჯვრები მოხსნეს და იქაურობა მიწასთან გაასწორეს: რას წერს მედია
"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს კი..." - სამარაში, "ვაგნერელთა" სასაფლაოზე ჯვრები მოხსნეს და იქაურობა მიწასთან გაასწორეს: რას წერს მედია

სა­მა­რას რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნი­კო­ლა­ევ­კა­ში, 2022-2023 წლებ­ში გახ­სნი­ლი, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრზე გა­და­ჭი­მუ­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ სა­საფ­ლა­ოს "დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო" - ამის შე­სა­ხებ svoboda.org იუ­წყე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ მებ­რძოლ­თა საფ­ლა­ვებ­ზე ჯვრე­ბი მოხ­სნეს, ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლე­ბის გვერ­დით და­ყა­რეს და იქა­უ­რო­ბა მძი­მე ტექ­ნი­კამ მი­წას­თან გა­ას­წო­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" საფ­ლა­ვე­ბი იყო, ტე­რი­ტო­რია მო­ას­წო­რეს და ბე­ტო­ნი და­ას­ხეს.

სა­მა­რა­ში, "ვაგ­ნე­რის" მე­ომ­რე­ბის სა­საფ­ლაო რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­კე­თეს. ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა აპ­რილ­ში გახ­სნა. მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იხ­სნა ხსოვ­ნის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც უკვე აღარ არ­სე­ბობს. იმის შე­სა­ხებ, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ნი­კო­ლა­ევ­კა­ში "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" სა­საფ­ლა­ოს გა­უქ­მე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მა­რის ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ და­ღუ­პუ­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" კვა­ლის წაშ­ლას კი არ ცდი­ლობს, უკვე ცო­ცხლებ­ზეც და­ი­წყეს ნა­დი­რო­ბა. გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­თხოვ­ნით, ფი­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს ჯგუ­ფის ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფის მთა­ვა­რი მებ­რძო­ლი, იან პეტ­როვ­სკი, რო­მელ­მაც რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­ას­წრო, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ გა­უ­მარ­თლა.

"მას შემ­დეგ, რაც პრი­გო­ჟი­ნი­სა და უტ­კი­ნის სა­ვა­რა­უ­დო და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, "ეფეს­ბეს" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­და­ნაც, სწო­რედ პრი­გო­ჟი­ნის გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ი­ბი­რეს, თუმ­ცა მა­შინ, სას­ჯე­ლის მო­სახ­სნე­ლად სამ­შობ­ლოს დაც­ვას სთა­ვა­ზობ­დნენ, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ერთი წუ­თით წარ­მი­ვიდ­გი­ნოთ, ეს ამ­დე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც შავ-ბნე­ლი წარ­სუ­ლი აქვთ, ან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ფუ­ლის გამო უბ­რძო­ლია, ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს და გა­მო­იყ­ვა­ნეს. ახლა ეს ხალ­ხი უპატ­რო­ნოდ დარ­ჩა. უკ­რა­ი­ნა­ში არ მი­დი­ან, არ­მი­ა­ში ვერ ინ­ტეგ­რირ­დე­ბი­ან, დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ რა გა­ა­კე­თონ, არ იცი­ან. არა­და, ომში ფულს უხ­დიდ­ნენ... ჰოდა, ახლა ეს ხალ­ხი ჩვენ გვერ­დით და­დის, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი, მათ დევ­ნი­ან, ავიწ­რო­ე­ბენ, ხვალ, ზეგ, ისევ ცი­ხე­ში შებ­რუ­ნე­ბას უპი­რე­ბენ, მათ კი ეს არ უნ­დათ. ასეთ კარგ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, პუ­ტი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით", - წერს ნა­დია ორ­ლო­ვა.

"გუ­შინ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გმი­რე­ბი არი­ა­ნო, დღეს მტრე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს და მათი საფ­ლა­ვე­ბი მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. საბ­ჭო­თა ეპო­ქაა, ოღონდ სტა­ლი­ნის და ხრუშ­ჩო­ვის ეპო­ქა ერ­თად. რა ხდე­ბა, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გეთ", - წერს ემირ ვოლ­კო­ვი.

"პუ­ტინ­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა პრი­გო­ჟინ­მა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლეს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნო­ცი­დი. ახლა საფ­ლა­ვე­ბიც კი გა­ა­ნად­გუ­რეს. ახლა ცო­ცხლებს და­ე­რე­ვი­ან. ვი­საც მო­ი­ხელ­თე­ბენ, ცი­ხე­ში შე­აბ­რუ­ნე­ბენ. ნა­წილს და­ხო­ცა­ვენ. პრი­გო­ჟინ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, პუ­ტინს კი, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი­ვე ხალ­ხს გე­ნო­ცი­დი მო­უ­წყო, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო არ ას­ცდე­ბა. იმე­დია, მის გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ვეს­წრე­ბით და სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მას მი­უს­ჯი­ან", - წერს ვიქ­ტორ ჩის­ტიკ­ნი.

ავტორი:

"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს კი..." - სამარაში, "ვაგნერელთა" სასაფლაოზე ჯვრები მოხსნეს და იქაურობა მიწასთან გაასწორეს: რას წერს მედია

"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს კი..." - სამარაში, "ვაგნერელთა" სასაფლაოზე ჯვრები მოხსნეს და იქაურობა მიწასთან გაასწორეს: რას წერს მედია

სამარას რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში, 2022-2023 წლებში გახსნილი, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული "ვაგნერელების“ სასაფლაოს "დემონტაჟი დაიწყო" - ამის შესახებ svoboda.org იუწყება. გამოცემის ცნობით, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მებრძოლთა საფლავებზე ჯვრები მოხსნეს, ყვავილების თაიგულების გვერდით დაყარეს და იქაურობა მძიმე ტექნიკამ მიწასთან გაასწორა.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ იმ ადგილას, სადაც "ვაგნერელების" საფლავები იყო, ტერიტორია მოასწორეს და ბეტონი დაასხეს.

სამარაში, "ვაგნერის" მეომრების სასაფლაო რამდენიმე თვის წინ გააკეთეს. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა აპრილში გახსნა. მისივე ინიციატივით გაიხსნა ხსოვნის კედელი, რომელიც უკვე აღარ არსებობს. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება ნიკოლაევკაში "ვაგნერელების" სასაფლაოს გაუქმება, ჯერჯერობით სამარის ოლქის ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელმძღვანელობა მხოლოდ დაღუპული "ვაგნერელების" კვალის წაშლას კი არ ცდილობს, უკვე ცოცხლებზეც დაიწყეს ნადირობა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოთხოვნით, ფინეთში დააკავეს ჯგუფის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მთავარი მებრძოლი, იან პეტროვსკი, რომელმაც როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობას გაასწრო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაუმართლა.

"მას შემდეგ, რაც პრიგოჟინისა და უტკინის სავარაუდო დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, "ეფესბეს" თანამშრომლებმა "ვაგნერელების" ოჯახის წევრები დაკითხვაზე დაიბარეს. მათ შორის ისინიც, ვინც ბოლო რამდენიმე თვის წინ, საპატიმროებიდანაც, სწორედ პრიგოჟინის გუნდის ინიციატივით გადაიბირეს, თუმცა მაშინ, სასჯელის მოსახსნელად სამშობლოს დაცვას სთავაზობდნენ, ოღონდ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ", - წერენ სოციალურ ქსელში.

"ერთი წუთით წარმივიდგინოთ, ეს ამდენი შეიარაღებული ადამიანი, რომელთაც შავ-ბნელი წარსული აქვთ, ან სხვადასხვა ქვეყანაში ფულის გამო უბრძოლია, ან მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს და გამოიყვანეს. ახლა ეს ხალხი უპატრონოდ დარჩა. უკრაინაში არ მიდიან, არმიაში ვერ ინტეგრირდებიან, დაბრუნდნენ, მაგრამ რა გააკეთონ, არ იციან. არადა, ომში ფულს უხდიდნენ... ჰოდა, ახლა ეს ხალხი ჩვენ გვერდით დადის, გაბოროტებული, მათ დევნიან, ავიწროებენ, ხვალ, ზეგ, ისევ ციხეში შებრუნებას უპირებენ, მათ კი ეს არ უნდათ. ასეთ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ, პუტინის დამსახურებით", - წერს ნადია ორლოვა.

"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს მტრებად გამოაცხადეს და მათი საფლავები მიწასთან გაასწორეს. საბჭოთა ეპოქაა, ოღონდ სტალინის და ხრუშჩოვის ეპოქა ერთად. რა ხდება, ვერაფერი გავიგეთ", - წერს ემირ ვოლკოვი.

"პუტინმა და მისმა მეგობარმა პრიგოჟინმა წარმატებით შეძლეს რუსეთის მოსახლეობის გენოციდი. ახლა საფლავებიც კი გაანადგურეს. ახლა ცოცხლებს დაერევიან. ვისაც მოიხელთებენ, ციხეში შეაბრუნებენ. ნაწილს დახოცავენ. პრიგოჟინთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, პუტინს კი, ადამიანს, რომელმაც თავისივე ხალხს გენოციდი მოუწყო, ჰააგის სასამართლო არ ასცდება. იმედია, მის გასამართლებას მოვესწრებით და სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯიან", - წერს ვიქტორ ჩისტიკნი.