"უკრაინსკაია პრავდა - ევროპას" ინფორმაციით, 16 და 17 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 6 მოქალაქე არ შემოუშვეს. ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან და ცდილობენ უფლებადამცველებს ხმა მიაწვდინონ. უცხოური მედიის ცნობით, მათ "მოტაცებას“ რუსი ძალოვნები ცდილობდნენ.
ტატიანა ზარუბინა, რომელიც ერთ-ერთი უკრაინელის დედაა, უცხოურ გამოცემასთან ისტორიას იხსენებს:
"ნოემბერში, ხერსონის ოლქიდან გამოსულ ბიჭებს შორის არის ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში აქამდე არასდროს ყოფილა. ახლა, ბუფერულ ზონაში მასთან რუსი ძალოვნები მივიდნენ და მის წაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ამის საშუალება არ მისცეს. ქართველმა მესაზღვრეებმაც მიირბინეს. ქართველი მესაზღვრეები ჩვენებს კარგად ექცევიან, მათ დაეხმარნენ ახალგაზრდა მამაკაცის დახსნაში და უთხრეს, ჩვენს პუნქტთან ახლოს იყავითო, იქ, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ აქვთ", - ამბობს ზარუბინა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Unmode-ის ხელმძღვანელმა აიდანა ფედოსიკმა ზარუბინას სიტყვები დაადასტურა:
"ФСБ-ს თანამშობლები უკრაინის მოქალაქესთან სამოქალაქო სამოსში და სამოქალაქო მანქანით მივიდნენ. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმას ძალით ცდილობდნენ, მაგრამ დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები მოვიდნენ.
მამაკაცი, რომლის წაყვანასაც რუსი ძალოვნები ცდილობდნენ 40 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვს. რუსეთში ის დამოუკიდებლად ჩაფრინდა, რათა კრასნოდარის მხარეში მცხოვრები და ენახა.... წაიკითხეთ ვრცლად
მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს - საქართველოდან რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს დიდი ზარ-ზეიმით, ამით ჩვენ დაგვსაჯეს თუ საკუთარი მოქალაქეები?!...
"როგორც ჩანს მიხაილი საემიგრაციო ციხიდან შემთხვევით გამოიყვანეს და სწორედ ამიტომ ცდილობენ რუსი სამართალდამცავები მის უკან დაბრუნებას", ეს მაგარი იყო :)) და კრასნოდარიდან ლარსამდე 600 კმ ეტობა სტელს რეჟიმში მოძრაობდა , ვერ იპოვეს , თუმცა სადაც მოსკოვი ვაგნერისგან აღებას წკიპზე გადაარჩნინა ბატკამ, ქვევრები მაგასაც გადაყლაპავენ რა პრობლემაა,მიზანიც ხომ ეგაა!