სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, მათი უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
"მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, მათი უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ფონ­ზე სი­ფხიზ­ლე და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მო­ბი­ლი­ზე­ბა რა თქმა უნდა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია, მშვი­დად იყოს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, მათ შო­რის COVID- უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე "კო­ვი­დის“ მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, და­ხა­ტოთ ქვე­ყა­ნა­ში აპო­კა­ლიფ­სის სუ­რა­თი, გან­წი­რუ­ლია“

"რო­გო­რი ჯან­დაც­ვა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში - ბა­ტო­ნი ვატო სურ­გუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ერთ დროს კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით და ინ­ტე­ლექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და პა­ტი­ვის­ცე­მი­თაც სარ­გებ­ლობ­და, ბოლო დროს სამ­წუ­ხა­როდ შე­პყრო­ბი­ლია სურ­ვი­ლით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, თით­ქოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა და მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვას. თუ მას და­ვუ­ჯე­რებთ, ჩვენს ქვე­ყა­ნას ჯან­დაც­ვა სა­ერ­თოდ არ აქვს?!

ბა­ტო­ნო ვატო, იქ­ნებ და­მი­სა­ხე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ზო­მა­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და რე­სურ­სე­ბის მქო­ნე რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე უკე­თე­სი ჯან­დაც­ვა აქვს. ნუთუ მარ­თლა ვერ ხე­დავთ, რომ მარ­ტო C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის უნი­კა­ლურ­მა პროგ­რა­მამ უკვე 80 000 - ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა და ამ დარ­გში მსოფ­ლი­ო­ში უპი­რო­ბო ლი­დე­რე­ბი ვართ. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი, ან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს წლებ­ში დაძ­ლევს ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვის C ჰე­პა­ტი­ტის და აივ/შიდსის ეპი­დე­მი­ებს.

ვერ ხე­დავთ იმას, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში კეთ­დე­ბა ურ­თუ­ლე­სი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი (PET-ის ჩათ­ვლით). სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლად აფი­ნან­სებს ყვე­ლა სა­ხის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ონ­კო­ლო­გი­ურ სერ­ვი­სებს, ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებ­სა და კლი­ნი­კებ­ში!! ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის, ღვიძ­ლის და თირკმლის გა­და­ნერგვას, ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბას და სხვა და სხვა. არ იცით, რომ ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვა­ში ტარ­დე­ბა მას­შტა­ბუ­რი, სის­ტე­მუ­რი, სიღ­რმი­სე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჯან­დაც­ვას მი­ი­ღებს. ამ დღე­ებ­ში ბა­ტონ­მა ვა­ტომ TV პირ­ვე­ლის ეთერ­ში უა­პე­ლა­ცი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ COVID-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ფონ­ზე (რაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა) მო­სახ­ლე­ო­ბა ბე­დის ანა­ბა­რა­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა და ოჯა­ხის ექი­მის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, ხოლო კლი­ნი­კებს COVID-თან ბრძო­ლის არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა და რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნი­ათ?! რო­გორც ჩანს ბა­ტო­ნი ვატო ხელ­მძღვა­ნე­ლობს გე­ბელ­სის პრინ­ცი­პით: თქვი ტყუ­ი­ლი, დიდი ტყუ­ი­ლი, მრა­ვალ­ჯერ გა­ი­მე­ო­რე და ხალ­ხი და­ი­ჯე­რებს.

ბა­ტო­ნო ვატო, არ იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც მი­აღ­წია "COVID თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ და COVID-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით მკურ­ნა­ლო­ბით ჯერ კი­დევ 2022 წლის მა­ი­სი­დან COVID-19 ფა­ტა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­და­აქ­ცია რი­გით რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ად, რაც ნიშ­ნავს, რომ COVID-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა და მისი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად არ აღე­მა­ტე­ბა ან მხო­ლოდ ცო­ტა­თი აღე­მა­ტე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მაგ. გრი­პით გა­მოწ­ვე­ულ შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია და შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ, რომ 2022 წლის მა­ი­სის შემ­დეგ ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად, შე­უ­და­რებ­ლად ბევ­რად ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის ისე­თებ­შიც კი, რომ­ლე­ბიც სა­ნი­მუ­შოდ ით­ვლე­ბოდ­ნენ COVID-ის მარ­თვა­ში (ის­რა­ე­ლი, გერ­მა­ნია, აშშ, ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ავ­სტრა­ლია, ია­პო­ნია, სამ­ხრეთ კო­რეა, სკან­დი­ნა­ვი­ის და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი და სხვა). სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა იყო, სა­დაც უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა COVID ავად­მყო­ფი იღებ­და სრულ­ყო­ფილ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას. კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბის არ ქო­ნის გამო, სას­წრა­ფო­ებს არ უხ­დე­ბო­დათ სა­ა­თო­ბით რიგ­ში დგო­მა. COVID ავად­მყო­ფე­ბი არ კვდე­ბოდ­ნენ ბი­ნა­ზე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­ში და ა.შ. ბა­ტო­ნო ვატო, როცა ამ­ბობთ, რომ ჩვენს კლი­ნი­კებ­ში COVID-ის მარ­თვა არ იცი­ან და არც არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ აქვთ, ღმერ­თის მა­ინც არ გე­ში­ნი­ათ?! არ იცით, რომ (შე­გიძ­ლი­ათ, გა­და­ა­მოწ­მოთ) მა­გა­ლი­თად ჩვენს კლი­ნი­კა­ში COVID-19-ით მო­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ავად­მყო­ფი­დან მხო­ლოდ 1.6% გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ქვეყ­ნის 100-ზე მეტ COVID-კლი­ნი­კა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი (რო­გორც წესი მძი­მე) ავად­მყო­ფე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6%-ია, მა­შინ რო­დე­საც წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტეს კლი­ნი­კებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6-დან 10%-მდე მერ­ყე­ობს. COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რის­ხის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი - ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი -ე.წ. CFR (Case fatality rate) სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი (ანუ უკე­თე­სი აქვს) 0.93%. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე, ყო­ვე­ლი ასი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID- შემ­თხვე­ვი­დან ავად­მყო­ფე­ბის 99%-ზე მე­ტის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბო­და და მხო­ლოდ 1%-ზე ნაკ­ლე­ბი მთავ­რდე­ბო­და ფა­ტა­ლუ­რად.

ბა­ტო­ნო ვატო, თქვე­ნი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ძი­რი­თად, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტებ­ში (შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ) და ეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა იცის. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რომ თქვე­ნი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, და­ხა­ტოთ ქვე­ყა­ნა­ში აპო­კა­ლიფ­სის სუ­რა­თი, გან­წი­რუ­ლია და მას არ­ცერ­თი ნორ­მა­ლუ­რი და არა­ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ და­ი­ჯე­რებს. COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ფონ­ზე სი­ფხიზ­ლე და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მო­ბი­ლი­ზე­ბა რა თქმა უნდა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია, მშვი­დად იყოს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, მათ შო­რის COVID- უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Exxx.
0

ამ კაცს არ ეყო რაც იშოვა?შეირგოს წავიდეს რა ჯანდაცვას არის კი ვხედავთ არ გვინდა ვინმეს თქმა .რიამინაციებში ან რა ხდებოდა და ან რა ხდება შეიხედეთ ვინმემ?სწორედაც ვერ არის ჯანდაცვაში კარგად საქმე.

რამინი
1

ეს კაცი ღმერთმა აცოცხლოს ბედნიერად კიდე ასი წელი !

მადლობბა ბატონო თენგიზ, გაიხარეთ ოჯახთან ერთად !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, მათი უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, მათი უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული", - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე "კოვიდის“ მართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ყველა მცდელობა, დახატოთ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი, განწირულია“

"როგორი ჯანდაცვა გვაქვს საქართველოში - ბატონი ვატო სურგულაძე, რომელიც ერთ დროს კომპეტენტურობით და ინტელექტით გამოირჩეოდა და პატივისცემითაც სარგებლობდა, ბოლო დროს სამწუხაროდ შეპყრობილია სურვილით, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მხოლოდ საშინელებები ხდება. განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ჯანდაცვას. თუ მას დავუჯერებთ, ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვა საერთოდ არ აქვს?!

ბატონო ვატო, იქნებ დამისახელოთ საქართველოს თანაზომადი შესაძლებლობების და რესურსების მქონე რომელიმე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვა აქვს. ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურმა პროგრამამ უკვე 80 000 - ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ამ დარგში მსოფლიოში უპირობო ლიდერები ვართ. საქართველო პირველი, ან ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც უახლოეს წლებში დაძლევს ოცდამეერთე საუკუნის ორი მთავარი გამოწვევის C ჰეპატიტის და აივ/შიდსის ეპიდემიებს.

ვერ ხედავთ იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ქვეყანაში კეთდება ურთულესი კარდიოქირურგიული და ნეიროქირურგიული ინტერვენციები, ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევები (PET-ის ჩათვლით). სახელმწიფო სრულად აფინანსებს ყველა სახის მაღალტექნოლოგიურ ონკოლოგიურ სერვისებს, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და კლინიკებში!! ღეროვანი უჯრედების, ღვიძლის და თირკმლის გადანერგვას, ენდოპროტეზირებას და სხვა და სხვა. არ იცით, რომ ამჟამად ქვეყნის ჯანდაცვაში ტარდება მასშტაბური, სისტემური, სიღრმისეული რეფორმები, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას მიიღებს. ამ დღეებში ბატონმა ვატომ TV პირველის ეთერში უაპელაციოდ განაცხადა, რომ COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე (რაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება) მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს, ხოლო კლინიკებს COVID-თან ბრძოლის არანაირი ცოდნა და რესურსი არ გააჩნიათ?! როგორც ჩანს ბატონი ვატო ხელმძღვანელობს გებელსის პრინციპით: თქვი ტყუილი, დიდი ტყუილი, მრავალჯერ გაიმეორე და ხალხი დაიჯერებს.

ბატონო ვატო, არ იცით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია "COVID თავისუფლებას“ და COVID-ით პაციენტების პროაქტიული და თანამედროვე მიდგომებით მკურნალობით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების მაგ. გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ 2022 წლის მაისის შემდეგ ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით საქართველოში COVID გარდაცვალებების რაოდენობა ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც კი, რომლებიც სანიმუშოდ ითვლებოდნენ COVID-ის მართვაში (ისრაელი, გერმანია, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნები, იტალია, ესპანეთი და სხვა). საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც უკლებლივ ყველა COVID ავადმყოფი იღებდა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკებში ადგილების არ ქონის გამო, სასწრაფოებს არ უხდებოდათ საათობით რიგში დგომა. COVID ავადმყოფები არ კვდებოდნენ ბინაზე, სასწრაფო დახმარების მანქანებში და ა.შ. ბატონო ვატო, როცა ამბობთ, რომ ჩვენს კლინიკებში COVID-ის მართვა არ იციან და არც არავითარი რესურსი არ აქვთ, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?! არ იცით, რომ (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ) მაგალითად ჩვენს კლინიკაში COVID-19-ით მოთავსებული ყველა ავადმყოფიდან მხოლოდ 1.6% გარდაიცვალა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნის 100-ზე მეტ COVID-კლინიკაში ჰოსპიტალიზებული (როგორც წესი მძიმე) ავადმყოფების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 6%-ია, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების უმეტეს კლინიკებში სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 6-დან 10%-მდე მერყეობს. COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი -ე.წ. CFR (Case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი (ანუ უკეთესი აქვს) 0.93%. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის მანძილზე, ყოველი ასი დადასტურებული COVID- შემთხვევიდან ავადმყოფების 99%-ზე მეტის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ 1%-ზე ნაკლები მთავრდებოდა ფატალურად.

ბატონო ვატო, თქვენი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან განსხვავებით ეს ყველაფერი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და დაფიქსირებულია ძირითად, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებში (შეგიძლიათ გადაამოწმოთ) და ეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენი ყველა მცდელობა, დახატოთ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი, განწირულია და მას არცერთი ნორმალური და არაანგაჟირებული ადამიანი არ დაიჯერებს. COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.