პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფესტივალი ”ღამის სერენადები“ იწყება
ფესტივალი ”ღამის სერენადები“ იწყება

ფეს­ტი­ვა­ლი “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ 22 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში, გალა კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე მუ­სი­კო­სე­ბი: სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რი - კლარ­ნე­ტი, გერ­მა­ნია; ეი­ლი­კა ვუნ­ში - სოპ­რა­ნო, გერ­მა­ნია; გი­ორ­გი ონი­ა­ნი - ტე­ნო­რი, სა­ქარ­თვე­ლო, რი­კარ­დო მა­რი­ნე­ლო - ტე­ნო­რი, იტა­ლია. ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღეს, ჩა­სულ სტუმ­რებ­თან ერ­თად, კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ან­სამ­ბლი „ბორ­ჯო­მი“, ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლი; გი­ორ­გი ოი­კაშ­ვი­ლი - კლარ­ნე­ტი, სა­ქარ­თვე­ლო; მა­რი­ამ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი - მეცო-სოპ­რა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო. სო­ლის­ტებს თან­ხლე­ბას გა­უ­წევს ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“, კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი - ლელა მჭედ­ლი­ძე.

გალა კონ­ცერ­ტზე შეს­რულ­დე­ბა არი­ე­ბი ჯუ­ზე­პე ვერ­დის, ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნის, ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტის ოპე­რე­ბი­დან, ნე­ა­პო­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­დევ­რე­ბი: იო­ა­ნეს ბრამ­სის „უნ­გრუ­ლი ცეკ­ვა N 5“, დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის „ვალ­სიN2“ და ა.შ. ასე­ვე აჟ­ღერ­დე­ბა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა - „ასე ჩონ­გუ­რი“ და "კუ­ჩხი­ბე­დი­ნე­რი“ ოთარ თაქთა­ქიშ­ვი­ლის ვო­კა­ლუ­რი ციკ­ლი­დან „მეგ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი“.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის XV, სა­ი­უ­ბი­ლეო, ცე­რე­მო­ნია და გალა კონ­ცერ­ტი სას­ტუმ­რო „ბორ­ჯო­მი ლი­კან­ში“, 19:00 და­ი­წყე­ბა.

24 და 25 აგ­ვის­ტოს ფეს­ტი­ვა­ლი ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­და­ი­ნაც­ვლებს. 24 აგ­ვის­ტოს თე­ატ­რის სცე­ნას და­ამ­შვე­ნე­ბენ ეი­ლი­კა ვუნ­ში - სოპ­რა­ნო, გერ­მა­ნია და რი­კარ­დო მა­რი­ნე­ლო - ტე­ნო­რი, იტა­ლია. შეს­რულ­დე­ბა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო არი­ე­ბი, დუ­ე­ტე­ბი, ნე­ა­პო­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი კო­რე­ე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ჰე­ი­ონ პარ­კი ქარ­თველ პი­ა­ნის­ტთან თა­მარ ლი­ჩელ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლებს სე­ზარ ფრან­კის სა­ვი­ო­ლი­ნო სო­ნა­ტას.

25 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მო­ზე ჰე­ი­ონ პარ­კი, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრის „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბის“ თან­ხლე­ბით შე­ას­რუ­ლებს ბე­თჰო­ვე­ნის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერტს, ასე­ვე შეს­რულ­დე­ბა ინ­გლი­სე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის რალფ ვოან უი­ლი­ამ­სის „The Lark Ascending” (ტო­რო­ლას აფ­რე­ნა), თა­მარ ლი­ჩელ­თან ერ­თად .

ფეს­ტი­ვა­ლის შემ­დე­გი სამი კონ­ცერ­ტი სექ­ტემ­ბერ­ში, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში, გა­ი­მარ­თე­ბა.

კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის შშმ პი­რე­ბის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა დარ­გობ­რი­ვი მას­ტერკლა­სე­ბი, ვორ­ქშო­პე­ბი და ღია ლექ­ცი­ე­ბი.

XV სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ 22 აგ­ვის­ტო­დან 24 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე და დი­რი­ჟო­რი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი ისა­კა­ძე.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­გეგ­მი­ლია ექ­ვსი კონ­ცერ­ტი, რომ­ლებ­საც ქა­ლა­ქე­ბი ბორ­ჯო­მი, ბა­თუ­მი და თბი­ლი­სი უმას­პინ­ძლებს.

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ­სე­ბო­ბის 41 წელს ით­ვლის. ფეს­ტი­ვა­ლის შექ­მნის იდეა ეკუთ­ვნის ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს - ქარ­თველ მე­ვი­ო­ლი­ნე­სა და დი­რი­ჟორს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი მუ­სი­კო­სე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. იგი კემ­ბრი­ჯის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტრის მიერ შეყ­ვა­ნი­ლია XX სა­უ­კუ­ნის 2000 გა­მო­ჩე­ნილ მუ­სი­კოს­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში (ინ­გლი­სი, 2002 წელი).

ჯერ კი­დევ 1982 წელს, ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში - აფხა­ზეთ­ში, და­არ­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით ბიჭ­ვინ­თა­ში იმარ­თე­ბო­და და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, 1991 წელს ფეს­ტი­ვალ­მა არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა, 2002 -2009 წლებ­ში ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და ბორ­ჯომ­ში „ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მის” სა­ხე­ლით, 2009 წლი­დან კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“აღ­დგე­ნა და ფეს­ტი­ვალ­მა შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ფეს­ტი­ვა­ლი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე არა­ერთ მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კოსს მას­პინ­ძლობ­და, მათ შო­რის არი­ან: ალფ­რედ შნიტ­კე, კურტ მა­ზუ­რი, გი­დონ კრე­მე­რი და მრა­ვა­ლი სხვ.

”ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი: ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი, ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი. ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი „ნიტა“, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ლუ­ტე­ცია“, მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან “ივ როშე”, კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის "ღვი­ნის მა­რა­ნი" “HOTSALE.GE”-ს პრე­მი­უმ მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „პსპ“ სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, „პოსტ ტვ“, „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“,„ტვ25“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლიპ არტი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი ambebi.ge, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“, „ჯორ­ჯი­ან პრე­სი“ , ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი „Messenger“, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ-სა­ი­ტი ფორ­ტუ­ნა.ჯი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ფესტივალი ”ღამის სერენადები“ იწყება

ფესტივალი ”ღამის სერენადები“ იწყება

ფესტივალი “ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში, გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები: საბინე გროფმაიერი - კლარნეტი, გერმანია; ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია; გიორგი ონიანი - ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია. ფესტივალის პირველ დღეს, ჩასულ სტუმრებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ბორჯომი“, ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი; გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო. სოლისტებს თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, კონცერტმაისტერი - ლელა მჭედლიძე.

გალა კონცერტზე შესრულდება არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები: იოანეს ბრამსის „უნგრული ცეკვა N 5“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის „ვალსიN2“ და ა.შ. ასევე აჟღერდება ქართული მუსიკა - „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხიბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.

საერთაშორისო ფესტივალის XV, საიუბილეო, ცერემონია და გალა კონცერტი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“, 19:00 დაიწყება.

24 და 25 აგვისტოს ფესტივალი ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს. 24 აგვისტოს თეატრის სცენას დაამშვენებენ ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია და რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია. შესრულდება ცნობილი საოპერო არიები, დუეტები, ნეაპოლური სიმღერები, ხოლო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატას.

25 აგვისტოს საღამოზე ჰეიონ პარკი, ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზების“ თანხლებით შეასრულებს ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს, ასევე შესრულდება ინგლისელი კომპოზიტორის რალფ ვოან უილიამსის „The Lark Ascending” (ტოროლას აფრენა), თამარ ლიჩელთან ერთად .

ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართება.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ქალაქები ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს - ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში - აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, 2002 -2009 წლებში ფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

”ღამის სერენადების“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების "ღვინის მარანი" “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი ambebi.ge, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

R