დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვია - ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან 13 ბავშვი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, თავდაპირველად ცეცხლი საავტომობილო მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა.
“აფეთქების შემდეგ ყველაფერი კვამლმა დაფარა, ვეღარაფერს ვხედავდით“, - განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ის.
"ეს ყველაფერი ომს ჰგავს“, - განაცხადა მეორემ.
დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართი სადგური 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 21:40 საათზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
მაჰაჩყალა ვაი შენს პატრონს სოფლელო ჯურნალისტო ისწავლე დასახელება ქალაქის. დებილო და უვიცო. მახაჩკალა ასეა დასახელება შე უტვინო სოფლელო