საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში" - სინოპტიკოსის პროგნოზი: რამდენ ხანს გასტანს გაუსაძლისი სიცხე და რას უნდა ველოდოთ "თბური ტალღის" დროს
"ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში" -  სინოპტიკოსის პროგნოზი: რამდენ ხანს გასტანს გაუსაძლისი სიცხე და რას უნდა ველოდოთ "თბური ტალღის" დროს

8 აგ­ვის­ტოს გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი გახ­ლდათ "თბუ­რი ტალ­ღა". მა­თი­ვე ცნო­ბით, "მო­სა­ლოდ­ნე­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სით­ბუ­რი სტრე­სის, ტყის ხან­ძრე­ბი­სა და მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ხელმშემ­წყობ პი­რო­ბებს წარ­მო­ად­გენს".

რა არის "თბუ­რი ტალ­ღა,“ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სი და სა­ერ­თოდ რა მოვ­ლე­ნე­ბი იწ­ვევს მსგავს სით­ბურ ეფექ­ტებს, ამ თე­მა­ზე Ambebi.ge-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა

- ქალ­ბა­რო­ნო თა­მარ, რამ გა­მო­იწ­ვია თბუ­რი ტალ­ღა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თბუ­რი ტალ­ღა არ არის ახა­ლი ტერ­მი­ნი. ბოლო წლებ­ში, ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ტერ­მი­ნიც უფრო ხში­რად გვხვდე­ბა. თბუ­რი ტალ­ღის დროს, მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ ატ­მოს­ფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის არ­სე­ბო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

თბუ­რი ტალ­ღე­ბის ერთ-ერთ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ე.წ. ელ ნი­ნი­ოს სამ­ხრე­თის ოს­ცი­ლა­ცია (რხე­ვა) შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს. ელ ნი­ნიო, რო­გორც მოვ­ლე­ნა - გავ­ლე­ნას ახ­დენს მთე­ლი დე­და­მი­წის კლი­მატ­ზე.

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრე­ბის პროგ­ნო­ზით 2023 წლის ზა­ფხუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც, ცხე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- ახლა გა­და­ი­რა თბურ­მა ტალ­ღამ თუ ისევ ამ პრო­ცეს­ში ვართ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით რამ­დე­ნი­მე დღე კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში - 15 აგ­ვის­ტომ­დე. ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მთელ კავ­კა­სი­ა­ში, თურ­ქე­თის სამ­ხრე­თი ნა­წილ­ში, ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რე­ტუ­რა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 38-40 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მარ­თა­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე 58 გრა­დუ­სი იყო?

- სა­ერ­თოდ, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მზე­ზე არ იზო­მე­ბა. ამი­სათ­ვის შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მო­ე­და­ნი. ჰა­ე­რის ტე­პე­რა­ტუ­რა იზო­მე­ბა მი­წის­პი­რი­დან 2 მეტრზე, თერ­მო­მეტ­რი ბუდ­რუ­გა­ნა­შია მოქ­ცე­უ­ლი რომ პირ­და­პი­რი მზის სხი­ვი არ შე­ე­ხოს მას. ის ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი შე­იგ­რძნობს, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნობს პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი უფრო მგრნო­ბი­ა­რე ხდე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ნი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია.

- ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სას, დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან აორ­თქლე­ბა მა­ტუ­ლობს, რაც უფრო მეტი წყა­ლი ორ­თქლდე­ბა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან მით უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ტენს შე­ი­ცავს ატ­მოს­ფე­რო და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტე­ნი­ა­ნო­ბაც უფრო მა­ღა­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხე რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა?

- 39-40 გრა­დუ­სამ­დე სი­ცხე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა 15 აგ­ვის­ტომ­დე.

- იყო ინ­ფორ­მა­ცი­აც რომ აგ­ვის­ტო­ში 29 გრა­დუს­საც უნდა ვე­ლო­დოთ.

- აგ­ვის­ტოს მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლოა, წვი­ა­მი­ა­ნი დღე­ე­ბის ეპი­ზო­დე­ბი აღი­ნიშ­ნოს, ამის ფონ­ზე შე­საძ­ლოა, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­მაც და­იკ­ლოს. ასე­თი ტი­პის აგ­რი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yw
0

"ჰა­ე­რის ტე­პე­რა­ტუ­რა იზო­მე­ბა მი­წის­პი­რი­დან 2 მეტრზე, თერ­მო­მეტ­რი ბუდ­რუ­გა­ნა­შია მოქ­ცე­უ­ლი რომ პირ­და­პი­რი მზის სხი­ვი არ შე­ე­ხოს მას." რა ვქნათ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა, ვინც გავარვარებულ ასფალტზე გადაადგილდება "მი­წის­პი­რი­დან 2 მეტრზე" დაბლა?

)(
5

თქვენ არ გქონდეთ სიცხე?!

ავტორი:

"ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში" - სინოპტიკოსის პროგნოზი: რამდენ ხანს გასტანს გაუსაძლისი სიცხე და რას უნდა ველოდოთ "თბური ტალღის" დროს

"ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში" -  სინოპტიკოსის პროგნოზი: რამდენ ხანს გასტანს გაუსაძლისი სიცხე და რას უნდა ველოდოთ "თბური ტალღის" დროს

8 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი გახლდათ "თბური ტალღა". მათივე ცნობით, "მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს".

რა არის "თბური ტალღა,“ რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი და საერთოდ რა მოვლენები იწვევს მსგავს სითბურ ეფექტებს, ამ თემაზე Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ესაუბრა

- ქალბარონო თამარ, რამ გამოიწვია თბური ტალღა საქართველოში?

- თბური ტალღა არ არის ახალი ტერმინი. ბოლო წლებში, ადამიანის ცნობიერება საკმაოდ გაიზარდა მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ეს ტერმინიც უფრო ხშირად გვხვდება. თბური ტალღის დროს, მარტივად რომ გითხრათ ატმოსფეროში განვითარებული პროცესები რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის არსებობას განაპირობებს გარკვეულ ტერიტორიაზე.

თბური ტალღების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად წყნარ ოკეანეში განვითარებული ე.წ. ელ ნინიოს სამხრეთის ოსცილაცია (რხევა) შეიძლება დასახელდეს. ელ ნინიო, როგორც მოვლენა - გავლენას ახდენს მთელი დედამიწის კლიმატზე.

მსოფლიოს წამყვანი მეტეოროლოგიური ცენტრების პროგნოზით 2023 წლის ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, ცხელი უნდა ყოფილიყო.

- ახლა გადაირა თბურმა ტალღამ თუ ისევ ამ პროცესში ვართ?

- ჯერჯერობით რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში - 15 აგვისტომდე. ეს პროცესი გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში, თურქეთის სამხრეთი ნაწილში, ესპანეთის ტერიტორიაზე და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰაერის ტემპერეტურა, ქვეყნის ტერიტორიის ზოგიერთ რაიონში რამდენიმე დღის განმავლობაში 38-40 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

- ქალბატონო თამარ, მართალია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე 58 გრადუსი იყო?

- საერთოდ, ჰაერის ტემპერატურა მზეზე არ იზომება. ამისათვის შექმნილია სპეციალური მეტეოროლოგიური მოედანი. ჰაერის ტეპერატურა იზომება მიწისპირიდან 2 მეტრზე, თერმომეტრი ბუდრუგანაშია მოქცეული რომ პირდაპირი მზის სხივი არ შეეხოს მას. ის ტემპერატურა, რომელსაც ადამიანი შეიგრძნობს, სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაღალი ტენიანობს პირობებში ადამიანის ორგანიზმი უფრო მგრნობიარე ხდება მაღალი ტემპერატურის მიმართ.

- საქართველოში ტენიანობის მომატება რამ გამოიწვია.

- ჰაერის მაღალი ტემპერატურისას, დედამიწის ზედაპირიდან აორთქლება მატულობს, რაც უფრო მეტი წყალი ორთქლდება დედამიწის ზედაპირიდან მით უფრო მეტი რაოდენობის ტენს შეიცავს ატმოსფერო და აქედან გამომდინარე, ტენიანობაც უფრო მაღალია.

- საქართველოში გაუსაძლისი სიცხე როდემდე გაგრძელდება?

- 39-40 გრადუსამდე სიცხე შენარჩუნდება 15 აგვისტომდე.

- იყო ინფორმაციაც რომ აგვისტოში 29 გრადუსსაც უნდა ველოდოთ.

- აგვისტოს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, წვიამიანი დღეების ეპიზოდები აღინიშნოს, ამის ფონზე შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამაც დაიკლოს. ასეთი ტიპის აგრილებების ალბათობა არსებობს.