საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?! - "საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ: ზღვა, მთა, ტყე... ცდილობენ, აითვისონ ყველაფერი. ცოტა ხანში კომპაქტურ დასახლებას შექმნიან"
აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?! - "საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ: ზღვა, მთა, ტყე... ცდილობენ, აითვისონ ყველაფერი. ცოტა ხანში კომპაქტურ დასახლებას შექმნიან"

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის მარ­ტი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი რუ­სე­თის 1 274 006 მო­ქა­ლა­ქემ გად­მოკ­ვე­თა.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლის სტა­ტის­ტი­კის უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და.

9-თვი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით შარ­შან­დე­ლი შუა ზა­ფხუ­ლი­დან იმა­ტა და პუ­ტი­ნის მიერ ე.წ. ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პიკს მი­აღ­წია - სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის 222 274 მო­ქა­ლა­ქე შე­მო­ვი­და, შემ­დეგ თვე­ში ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 133 640-მდე იკლო, ნო­ემ­ბერ­ში კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა 121 454 გახ­ლდათ.

შსს-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ზღვრის კვე­თის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ 6 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 741 909 რუსი შე­მო­ვი­და, 747 679-მა კი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. უწყე­ბის II კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აპ­რილ-ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან შე­მო­ვი­და - 3 თვე­ში ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი 443 624-მა რუს­მა გად­მოკ­ვე­თა, რაც წლი­უ­რად 75%-ით გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნი­დან 427 433 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე გა­ვი­და...

რუ­სე­თის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბის ემიგ­რა­ცია ქვე­ყა­ნა­ში 1917 წლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ანა­ლი­ტი­კოს­თა შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნი­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დი­ნე­ბის მას­შტა­ბი მი­ლი­ონს აღ­წევს. მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ის­თვის პირ­ვე­ლა­დი მი­სა­მარ­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი აღ­მოჩ­ნდა, რაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი არა მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, არა­მედ ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც აღ­მოჩ­ნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მიგ­რა­ცი­ის მო­ტი­ვი, რიგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა იყო. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი თავს პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო ლტოლ­ვი­ლად მი­იჩ­ნევს, ზოგი კი მი­ზე­ზად სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის თა­ვის არი­დე­ბას ასა­ხე­ლებს. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის ომმა ქვე­ყა­ნა­ში უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გან­ცდა გა­უ­ჩი­ნა. სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი იხუ­რე­ბა. პირ­ველ ხა­ნებ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­პენ­სა­ცი­ას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, ზოგს გა­და­უ­ხა­დეს კი­დეც, მაგ­რამ "ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა" - ამი­ტომ, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და ვი­საც და­ნა­ზო­გი ჰქონ­და ან ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბაც შე­უძ­ლია, სა­ცხოვ­რებ­ლად თუ სა­მუ­შა­ოდ სხვა სტა­ბი­ლურ ქვე­ყა­ნას ირ­ჩევს. ერთ-ერთი ასე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც ახ­ლო­საა და რო­გორც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს - "არა­მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც" ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ნანო ლო­გუა, რო­მე­ლიც წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს და იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს, ჟურ­ნალ­თან "გზა" ჰყვე­ბა, რომ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მის გარ­შე­მო ახალ­გაზ­რდა მედ­პერ­სო­ნა­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბი შემ­ცირ­დნენ, ახლა კი მათ უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხიც მიჰ­ყვა:

- ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე ზარი შე­მომ­დი­ო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის, მუ­შა­ო­ბის, ანა­ზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­შე­მო იყო კი­თხვე­ბი, შემ­დეგ კი - ბა­თუმ­ზე. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ ვიცი, წლე­ბია არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მეც მხო­ლოდ სტუმ­რად ჩავ­დი­ვარ, ტუ­რის­ტუ­ლად, მაქ­სი­მუმ ორი თვით-მეთ­ქი. მთხოვ­დნენ გა­მერ­კვია, და­მეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, რო­გორ, სა­ი­დან უნდა და­ე­წყოთ ქარ­თულ ქა­ლა­ქებ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად სე­ზო­ნი­სა, აქ­ტი­უ­რი იყო. რე­კავ­დნენ ექი­მე­ბი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი. უფ­რო­სი თა­ო­ბა შვი­ლე­ბის­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, არ უნ­დო­დათ ისი­ნი ომში გა­ეწ­ვი­ათ. ერთი პე­რი­ო­დი ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს პუ­ტი­ნი ომში ექი­მე­ბის გაწ­ვე­ვას აპი­რებ­და, რა­საც ქვეყ­ნი­დან "სა­მე­დი­ცი­ნო ტალ­ღის" გა­დი­ნე­ბა მოჰ­ყვა... ასა­კობ­რი­ვად მე ჯერ არ მი­წევს. აქამ­დე წა­ვი­დო­დი აქე­დან, მაგ­რამ დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა თით­ქმის არ შე­უძ­ლია, თან ვფიქ­რობ­დი, ჩემი რუ­სუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა ვის რაში სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი?

ამა­სო­ბა­ში, ემიგ­რან­ტი რუ­სე­ბის­გან ვი­გებ, რომ ბევ­რმა მათ­გან­მა სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ევ­რო­პას მი­ა­შუ­რა, მაგ­რამ უამ­რა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­რე­კეს ბა­თუ­მი­დან, ჩვე­ნი ფარ­თო­ბი გვაქვს, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ნომ­რე­ბით, კაფე-ბა­რით, სა­უ­ნით, მა­სა­ჟის კა­ბი­ნე­ტით და თუ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­მოს­ვლას გა­და­წყვეტ, სხვა­გან ნუ ეძე­ბო... სახ­ტად დავ­რჩი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვებ­საც ასე ურე­კა­ვენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­ში შექ­მნი­ლი აქვთ თა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის, კაფე-ბა­რე­ბის გვერ­დე­ბი. მთხო­ვეს გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ნა­ხოს და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვა­გან ძებ­ნა არ და­ი­წყო­სო. ტაქ­სე­ბიც კი თა­ვი­ან­თი ჰყავთ, ანუ ბა­თუმ­ში ჩა­სულ რუს ტუ­რის­ტებს ისევ რუ­სე­ბი ხვდე­ბი­ან... რო­გორც ვი­გებ, გახ­სნი­ლი აქვთ თა­ვი­ან­თი სურ­სა­თის, ტან­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, სა­ჩუქ­რე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი. აყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, მზა­რე­უ­ლე­ბი, მიმ­ტა­ნე­ბი. არ ვიცი, რას ხე­დავს იქ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ რაც აქე­დან ჩანს, ძა­ლი­ან სა­ში­შია. ნო­ვოდ­ვორსკა­ი­ამ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ თქვა, - არ შე­უშ­ვათ რუსი თქვენს სახ­ლში, თო­რემ იქი­დან გა­მო­გაგ­დებ­თო და მგო­ნი, და­ე­ჯე­რე­ბა, თა­ვი­სი ხალ­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ას საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობ­და.

წელს აჭა­რა­ში დას­ვე­ნე­ბა რომ ყვე­ლა­ზე ძვი­რია, ამა­ზე ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი სა­უბ­რობს. ბა­თუ­მე­ლი ნენე და­ლა­ქი­ძე ამ­ბობს, რომ დამ­წყე­ბი ინდმე­წარ­მეა და კონ­კუ­რენ­ტებ­თან უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, მას და რამ­დე­ნი­მე ათას ად­გი­ლობ­რივს ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბა ძი­რი­თა­დად, ბან­კის ვა­ლე­ბით უწევთ, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცი­ას უნდა აჰ­ყვნენ. საქ­მე ის არის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა რუ­სია. ად­გი­ლობ­რი­ვებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის ხარ­ჯზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ მო­აკ­ლდე­ბო­დათ, ამი­ტო­მაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ბა­ზარ­მა თა­ვი­დან­ვე მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­რა", თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და:

- აჭა­რა­ში, კერ­ძოდ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა იაფი არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა რაც ხდე­ბა, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს აჭარ­ბებს; ნომ­რე­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან 100 ლარი ღირ­და კვე­ბით, წელს 150 ლა­რი­დან იწყე­ბა... ეს რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მა­ინც არ არის ძვი­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თლაც ტევა არ იყო კაფე-ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. ბიზ­ნე­სის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ყვე­ლა თუ არა, დიდი ნა­წი­ლი მა­ინც, ნამ­დვი­ლად გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, - თუ ეს რა­ო­დე­ნო­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე შე­ნარ­ჩუნ­და, კარ­გი იქ­ნე­ბაო. რამ­დენ­ჯერ­მე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, თა­ვად შე­ვეს­წა­რი ან პი­რა­დად მი­თხრეს უარი, სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბით და ერთი ხა­ჭა­პუ­რის­თვის ვერ მოვ­ცდე­ბი­თო, ანუ რუ­სებს ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხე­ბით და­დი­ოდ­ნენ საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს სა­ცხო­ბია, რო­მელ­საც ღია და და­ხუ­რუ­ლი კა­ფე­ე­ბი აქვს. რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვეს­წა­რი, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბით დი­ლის ჩა­ი­ზე ჩა­მო­დი­ო­და, ნო­უთ­ბუ­ქე­ბით ხელ­ში და სა­ღა­მოს ჩა­იმ­დე რჩე­ბოდ­ნენ. მე­პატ­რო­ნემ რბი­ლი კუ­თხე­ე­ბი და­ა­მა­ტა, თავი რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნოთ... ასე მო­იქ­ცნენ სხვე­ბიც. რუ­სე­ბი მთე­ლი დღე იქ იყ­ვნენ, ჭამ­დნენ, შვი­ლებს იქვე აძი­ნებ­დნენ, ათა­მა­შებ­დნენ და ონ­ლა­ინ მუ­შა­ობ­დნენ. ახ­ლობ­ლებ­მა გა­ა­ქი­რა­ვეს ისე­თი ბი­ნე­ბი, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი იყო. ერთი გა­ხა­რე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, - ასე მი­თხრეს, სამ­ზა­რე­უ­ლო არც გვჭირ­დე­ბა, საჭ­მელს ვი­ძა­ხებთ და არც ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი გვა­ხა­სი­ა­თებ­სო.

მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მემ პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა, რუ­სებს არ ვემ­სა­ხუ­რე­ბი­თო, მაგ­რამ მათ სა­ერ­თო სუ­რა­თის შეც­ვლა ვერ შეძ­ლეს. უმე­ტე­სო­ბა ხელ­გაშ­ლი­ლი დახ­ვდა - სო­ცი­ა­ლურ­მა ფონ­მა ალ­ბათ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა, სხვა ახ­სნას ვერ ვხე­დავ, 2008 წლის და უფრო ად­რინ­დე­ლი ომე­ბი ყვე­ლას ახ­სოვს, მაგ­რამ მა­ინც ამ­ბო­ბენ, - ამ ხალ­ხმა რა და­ა­შა­ვა, ომს გა­მო­ექ­ცნე­ნო. ვე­უბ­ნე­ბი, ეს ხალ­ხი, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ჩუ­მად უყუ­რებ­და პრო­ცე­სებს ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან, გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნა­ში ომი ახლა კი არა, 2014 წელს და­ი­წყო, მაგ­რამ ახლა გა­მო­იქ­ცნენ, რად­გან მათ ოჯა­ხებ­ში შე­ვი­და ომი-მეთ­ქი... ვი­ცი­თო, - მე­უბ­ნე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მემ მი­თხრა, რას გა­დაგ­ვე­კი­დე, რაც ესე­ნი შე­მო­ვიდ­ნენ, ახა­ლი წლის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი და მორ­ჩე­ნი­ლი კერ­ძე­ბი გა­ვა­სა­ღე­თო... ასე­თებს არ ვიცი, რა ვუ­პა­სუ­ხო, გარ­და იმი­სა, რომ ერთი დღით ცხოვ­რო­ბენ...

ნინო, 38 წლის, მას­წავ­ლე­ბე­ლი:

- რო­დე­საც კა­ფე­ში მათ გვერ­დით რუ­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი ან სა­მე­გობ­რო შე­იკ­რი­ბე­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­ზი­ტო­რე­ბი, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ამ­რე­ზით უყუ­რებ­დნენ, თავი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გვგო­ნი­აო. ამას თა­ვა­დაც გრძნობ­დნენ და რამ­დე­ნი­მემ მი­თხრა, მეს­მის, თქვენს ხალ­ხს არ ვუყ­ვარ­ვართ და გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ­თო... გვე­გო­ნა, სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლას აპი­რებ­დნენ. თან­და­თან ასეთ ად­გი­ლებ­ში შემ­ცირ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში, ზღვა­ზე ან მა­ღა­ზი­ებ­ში მა­ტუ­ლობ­დნენ. გა­მო­დის, თა­ვად შექ­მნეს ის სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ­დნენ. მათ გა­სარ­თობ სივ­რცე­ებ­სა და საკ­ვებ ობი­ექ­ტებს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც ხში­რად სტუმ­რო­ბენ და სულ ვერ შე­ა­ტყობ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ეს ორი ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ხო­ცავს. ხან­და­ხან მგო­ნია, სამ­ყა­რო შე­ი­შა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ: ზღვა, მთა, ტყე... რუ­სე­ბი უკვე არ მა­ლა­ვენ, რომ თუ ქა­ლა­ქუ­რი ბიზ­ნე­სი კარ­გად წა­უ­ვი­დათ, სო­ფელ­შიც უნ­დათ სახ­ლი, თა­ვი­სი ეზო­თი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბით... ცდი­ლო­ბენ აით­ვი­სონ ყვე­ლა­ფე­რი: ენა, ქა­ლა­ქის გან­ლა­გე­ბა, მო­სა­ზღვრე მთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო. თა­ვა­დაც ცდი­ლო­ბენ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ანუ დროს არ კარ­გა­ვენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­ში­ნა­ურ­დნენ... ზოგი ამ­ბობს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სეთ­ში მისი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ას მო­ახ­დე­ნენ, მზად უნდა იყ­ვნენ. ზოგ­მა უკვე გა­ყი­და ან ახ­ლო­ბელს გა­და­უ­ფორ­მა ბინა, ან სხვა სა­ხის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მათ კი გა­ა­ქი­რა­ვეს და ქი­რას ესე­ნი აქ იღე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ ბიზ­ნესს ახ­მა­რენ. ახლა ზა­ფხუ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც სას­წავ­ლო სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ შვი­ლე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა და რა იქ­ნე­ბა მა­შინ?.. არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, იქ მი­იყ­ვანთ შვი­ლებს-მეთ­ქი? ჩუმ­დე­ბი­ან, პა­სუხს არ მცე­მენ. რა თქმა უნდა, არ მი­იყ­ვა­ნენ, მაგ­რამ არც თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რე­ბენ. აჭა­რა ჩვე­ნი სა­მო­თხე­აო, - მი­თხრეს.

რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რად არი­დე­ბენ თავს კი­თხვას, სად ხე­დავთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს-მეთ­ქი? ამ­ბო­ბენ: შვი­ლებს ბა­თუ­მი, სა­ქარ­თვე­ლო და მისი მთა-ბარი ძა­ლი­ან მოს­წონთ, ზღვა­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ნე­ბივ­რო­ბენ და მთი­თაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ა­ნო... ნა­წილს თბი­ლი­სიც ძა­ლი­ან მოს­წონს, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ უპი­რა­ტე­სო­ბას პა­ტა­რა ქა­ლაქს ანი­ჭე­ბენ. მე­კი­თხე­ბი­ან, ზამ­თარ­ში რა ხდე­ბა ბა­თუმ­ში, ჰყავს დამ­სვე­ნე­ბე­ლი თუ შე­და­რე­ბით ცა­რი­ე­ლია.

უკვე გა­არ­კვი­ეს, რომ კლუ­ბე­ბი ზამ­თარ­შიც დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. არ მოს­წონთ, რომ ირა­ნე­ლე­ბიც და­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, იქი­და­ნაც ეპა­ტი­ჟე­ბი­ან ფუ­ლი­ან რუ­სებს და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის, წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­და­სახ­დე­ლად, ბო­ლო­ში სი­ცი­ლით დას­ძე­ნენ, - ევ­რო­პა­ში მა­ინც ვერ მი­დი­ხართ, რომ იცო­დეთ, აქაც პა­ტა­რა ევ­რო­პაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­შიო... ანუ თურ­მე ყველ­გან არ ყო­ფი­ლა ევ­რო­პა. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა­საც ცდი­ლობს, მა­გა­ლი­თად, ტკბი­ლე­უ­ლის შე­მო­ტა­ნას - ნოს­ტალ­გია გვაქ­ვსო.

თორ­ნი­კე, 27 წლის, იუ­რის­ტი:

- ის, რაც ახლა აჭა­რა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­თუმ­ში ხდე­ბა, სა­ერ­თოდ არ არის სა­ხუ­მა­რო... ცოტა ხან­ში კომ­პაქ­ტურ და­სახ­ლე­ბას შექ­მნი­ან, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ეყო­ლე­ბათ, ექი­მიც და იუ­რის­ტიც, ყვე­ლა­ნა­ირ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გახ­სნი­ან ისე, რო­გორც ეს აშშ-სა და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­კე­თეს. ოღონდ ის ქვეყ­ნე­ბი დი­დია, და­ცუ­ლი და გა­რუ­სე­ბა არ ემუქ­რე­ბათ, აქ რა მოხ­დე­ბა, არ ვი­ცით. ანუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც შეძ­ლე­ბენ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამიგო
0

...გაიგეე სახელმწიფოდ ვერ შემდგარო საქართველოოვ??!!

შვედუნა 2
0

გლობალიზმი ისე წარმოჩინა რომ ვითომ ყველას მოწონს. საუბარი არ არის ბიზნესზე რომელიც ვთქვათ სასტმროს გახსნის არამედ დიდ მოგრაციაზე რომელიც დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს შეუქმნის. პატარა ქვეყანა ვართ ვერ გავუძლებთ, ეგ კი არა დიდი ქვეყნებიც კი მოვა დრო და მიგრანტების წინ დაეცემიან. საქართველოში ქართველი ისეთ კონკურენციაში არ უნდა შევიდეს არავისთან სადაც დამარცხების შემთხვევაში მეორე ხარისხოვან ერად იქცევა თავის ქვეყანაში. კი მერე ხარისხოვნად იქცევა, როცა გადაწყვეტილებების მისაღებად უცხოელთა აზრის გათვალისწინება მოუწევს. ილია ჭავჭავაძეს რომ ლიბერალს უწოდებთ (ლიბერალი არა კორბენ დალასი კიდევ) მან ბანკი დაარსა იმისთვის რომ მიწა უცხოელების ხელში არ აღმოჩენილიყო იმ პერიოდში არმენებზე იყო მეტ წილად საუბარი. გლობალიზმისთვის კი ეს ყველაფერი პროპლემას არ წარმოადგენს. კი აქვს მასაც დადებითი გამოვლინებები, მაგრამ უმეტესად უარყოფითი შინაარსისაა თუ ნორმალურად აზროვნებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?! - "საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ: ზღვა, მთა, ტყე... ცდილობენ, აითვისონ ყველაფერი. ცოტა ხანში კომპაქტურ დასახლებას შექმნიან"

აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?! - "საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ: ზღვა, მთა, ტყე... ცდილობენ, აითვისონ ყველაფერი. ცოტა ხანში კომპაქტურ დასახლებას შექმნიან"

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006 მოქალაქემ გადმოკვეთა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

9-თვიან პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, განსაკუთრებით შარშანდელი შუა ზაფხულიდან იმატა და პუტინის მიერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პიკს მიაღწია - სექტემბერში საქართველოში რუსეთის 222 274 მოქალაქე შემოვიდა, შემდეგ თვეში ამ მაჩვენებელმა 133 640-მდე იკლო, ნოემბერში კი მათი რაოდენობა 121 454 გახლდათ.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679-მა კი ქვეყანა დატოვა. უწყების II კვარტალის მონაცემების მიხედვით, აპრილ-ივნისის პერიოდში, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა - 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 443 624-მა რუსმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 427 433 რუსეთის მოქალაქე გავიდა...

რუსეთის საემიგრაციო სამსახურის ცნობით, მსგავსი რაოდენობის ემიგრაცია ქვეყანაში 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების გადინების მასშტაბი მილიონს აღწევს. მასობრივი მიგრაციისთვის პირველადი მისამართი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, კონკრეტულად, საქართველო და სომხეთი აღმოჩნდა, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც აღმოჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

მიგრაციის მოტივი, რიგ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა იყო. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი თავს პოლიტიკური პოზიციის გამო ლტოლვილად მიიჩნევს, ზოგი კი მიზეზად სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ასახელებს. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომმა ქვეყანაში უპერსპექტივობის განცდა გაუჩინა. სანქციების ფონზე დიდი კომპანიები იხურება. პირველ ხანებში თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებოდნენ, ზოგს გადაუხადეს კიდეც, მაგრამ "ახლა ამაზე საუბარი გულუბრყვილობაა" - ამიტომ, გამოსავალი იპოვეს და ვისაც დანაზოგი ჰქონდა ან ონლაინ მუშაობაც შეუძლია, საცხოვრებლად თუ სამუშაოდ სხვა სტაბილურ ქვეყანას ირჩევს. ერთ-ერთი ასეთი საქართველოა, რომელიც ახლოსაა და როგორც კვლევები აჩვენებს - "არამეგობრული დამოკიდებულებაც" ძალიან შემცირებულია.

ნანო ლოგუა, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, მოსკოვის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს, ჟურნალთან "გზა" ჰყვება, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მის გარშემო ახალგაზრდა მედპერსონალი და პაციენტები შემცირდნენ, ახლა კი მათ უფროსი ასაკის ხალხიც მიჰყვა:

- ყოველდღე რამდენიმე ზარი შემომდიოდა და საქართველოში ცხოვრების, მუშაობის, ანაზღაურების პირობებს მეკითხებოდნენ. თავიდან მხოლოდ თბილისის გარშემო იყო კითხვები, შემდეგ კი - ბათუმზე. ვეუბნებოდი, არ ვიცი, წლებია არ მაქვს ინფორმაცია, მეც მხოლოდ სტუმრად ჩავდივარ, ტურისტულად, მაქსიმუმ ორი თვით-მეთქი. მთხოვდნენ გამერკვია, დამეკვალიანებინა, როგორ, საიდან უნდა დაეწყოთ ქართულ ქალაქებში ბიზნესის წარმოება. ხალხმრავალი ადგილები სჭირდებოდათ, რომელიც მიუხედავად სეზონისა, აქტიური იყო. რეკავდნენ ექიმები, პლასტიკური ქირურგები, სტილისტები, დიზაინერები, არქიტექტორები. უფროსი თაობა შვილებისთვის ინტერესდებოდა, არ უნდოდათ ისინი ომში გაეწვიათ. ერთი პერიოდი ხმა გავრცელდა, თითქოს პუტინი ომში ექიმების გაწვევას აპირებდა, რასაც ქვეყნიდან "სამედიცინო ტალღის" გადინება მოჰყვა... ასაკობრივად მე ჯერ არ მიწევს. აქამდე წავიდოდი აქედან, მაგრამ დედას გადაადგილება თითქმის არ შეუძლია, თან ვფიქრობდი, ჩემი რუსული სამედიცინო გამოცდილება ვის რაში სჭირდება-მეთქი?

ამასობაში, ემიგრანტი რუსებისგან ვიგებ, რომ ბევრმა მათგანმა საქართველოს გავლით ევროპას მიაშურა, მაგრამ უამრავი საქართველოში დარჩა. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს ბათუმიდან, ჩვენი ფართობი გვაქვს, კეთილმოწყობილი ნომრებით, კაფე-ბარით, საუნით, მასაჟის კაბინეტით და თუ დასასვენებლად წამოსვლას გადაწყვეტ, სხვაგან ნუ ეძებო... სახტად დავრჩი. დარწმუნებული ვარ, სხვებსაც ასე ურეკავენ. სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში შექმნილი აქვთ თავიანი სასტუმროების, კაფე-ბარების გვერდები. მთხოვეს გამეზიარებინა, რაც შეიძლება მეტმა ნახოს და რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა ამ დაწესებულებების სხვაგან ძებნა არ დაიწყოსო. ტაქსებიც კი თავიანთი ჰყავთ, ანუ ბათუმში ჩასულ რუს ტურისტებს ისევ რუსები ხვდებიან... როგორც ვიგებ, გახსნილი აქვთ თავიანთი სურსათის, ტანსაცმლის, აქსესუარების, საჩუქრების მაღაზიები, სილამაზის სალონები. აყვანილი ჰყავთ რუსულენოვანი მომსახურე პერსონალი, მზარეულები, მიმტანები. არ ვიცი, რას ხედავს იქ ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ რაც აქედან ჩანს, ძალიან საშიშია. ნოვოდვორსკაიამ ჯერ კიდევ წლების წინ თქვა, - არ შეუშვათ რუსი თქვენს სახლში, თორემ იქიდან გამოგაგდებთო და მგონი, დაეჯერება, თავისი ხალხის ფსიქოლოგიას საკმაოდ კარგად იცნობდა.

წელს აჭარაში დასვენება რომ ყველაზე ძვირია, ამაზე ბევრი დამსვენებელი საუბრობს. ბათუმელი ნენე დალაქიძე ამბობს, რომ დამწყები ინდმეწარმეა და კონკურენტებთან უთანასწორო პირობებში აღმოჩნდა. მისი თქმით, მას და რამდენიმე ათას ადგილობრივს ბიზნესის წარმოება, ტურისტების მიღება ძირითადად, ბანკის ვალებით უწევთ, შესაბამისად, კონკურენციას უნდა აჰყვნენ. საქმე ის არის, რომ მომხმარებლის უმეტესობა რუსია. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსი ტურისტების ხარჯზე მომხმარებელი არ მოაკლდებოდათ, ამიტომაც, როგორც თავად ამბობს, "ბაზარმა თავიდანვე მაღალი ფასები დაარეგულირა", თუმცა, სიტუაცია სრულიად სხვაგვარად განვითარდა:

- აჭარაში, კერძოდ ბათუმში დასვენება იაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს; ნომრები, რომელიც შარშან 100 ლარი ღირდა კვებით, წელს 150 ლარიდან იწყება... ეს რუსი ტურისტებისთვის მაინც არ არის ძვირი. თავდაპირველად მართლაც ტევა არ იყო კაფე-ბარებსა და რესტორნებში. ბიზნესის მეპატრონეები, ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც, ნამდვილად გახარებული იყო, - თუ ეს რაოდენობა ზაფხულის სეზონზე შენარჩუნდა, კარგი იქნებაო. რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, თავად შევესწარი ან პირადად მითხრეს უარი, სტუმრებს ველოდებით და ერთი ხაჭაპურისთვის ვერ მოვცდებითო, ანუ რუსებს ელოდებოდნენ, რომლებიც ოჯახებით დადიოდნენ საკვებ ობიექტებში. ჩემს სახლთან ახლოს საცხობია, რომელსაც ღია და დახურული კაფეები აქვს. რამდენჯერმე შევესწარი, ახალგაზრდა წყვილი, მცირეწლოვანი ბავშვებით დილის ჩაიზე ჩამოდიოდა, ნოუთბუქებით ხელში და საღამოს ჩაიმდე რჩებოდნენ. მეპატრონემ რბილი კუთხეები დაამატა, თავი რომ კომფორტულად ეგრძნოთ... ასე მოიქცნენ სხვებიც. რუსები მთელი დღე იქ იყვნენ, ჭამდნენ, შვილებს იქვე აძინებდნენ, ათამაშებდნენ და ონლაინ მუშაობდნენ. ახლობლებმა გააქირავეს ისეთი ბინები, რომელიც ნახევრად გარემონტებული იყო. ერთი გახარებული მიყვებოდა, - ასე მითხრეს, სამზარეულო არც გვჭირდება, საჭმელს ვიძახებთ და არც ოჯახური შეკრებები გვახასიათებსო.

მართალია, რამდენიმემ პროტესტი გამოთქვა, რუსებს არ ვემსახურებითო, მაგრამ მათ საერთო სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. უმეტესობა ხელგაშლილი დახვდა - სოციალურმა ფონმა ალბათ მაინც თავისი გაიტანა, სხვა ახსნას ვერ ვხედავ, 2008 წლის და უფრო ადრინდელი ომები ყველას ახსოვს, მაგრამ მაინც ამბობენ, - ამ ხალხმა რა დააშავა, ომს გამოექცნენო. ვეუბნები, ეს ხალხი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩუმად უყურებდა პროცესებს ტელევიზორიდან, გარდა ამისა, უკრაინაში ომი ახლა კი არა, 2014 წელს დაიწყო, მაგრამ ახლა გამოიქცნენ, რადგან მათ ოჯახებში შევიდა ომი-მეთქი... ვიცითო, - მეუბნებიან. რამდენიმემ მითხრა, რას გადაგვეკიდე, რაც ესენი შემოვიდნენ, ახალი წლისთვის გამზადებული და მორჩენილი კერძები გავასაღეთო... ასეთებს არ ვიცი, რა ვუპასუხო, გარდა იმისა, რომ ერთი დღით ცხოვრობენ...

ნინო, 38 წლის, მასწავლებელი:

- როდესაც კაფეში მათ გვერდით რუსული ოჯახები ან სამეგობრო შეიკრიბებოდა, ადგილობრივები ან საქართველოს სხვა ქალაქებიდან სტუმრად ჩამოსული ადამიანები, ვიზიტორები, დამსვენებლები, ამრეზით უყურებდნენ, თავი საბჭოთა კავშირში გვგონიაო. ამას თავადაც გრძნობდნენ და რამდენიმემ მითხრა, მესმის, თქვენს ხალხს არ ვუყვარვართ და გამოსავლის ძიებაში ვართო... გვეგონა, სხვა ქვეყანაში წასვლას აპირებდნენ. თანდათან ასეთ ადგილებში შემცირდა მათი რაოდენობა, მაგრამ ქუჩაში, ზღვაზე ან მაღაზიებში მატულობდნენ. გამოდის, თავად შექმნეს ის სივრცეები, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდნენ. მათ გასართობ სივრცეებსა და საკვებ ობიექტებს უკრაინელებიც ხშირად სტუმრობენ და სულ ვერ შეატყობ, რომ უკრაინაში ეს ორი ხალხი ერთმანეთს ხოცავს. ხანდახან მგონია, სამყარო შეიშალა.

საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ: ზღვა, მთა, ტყე... რუსები უკვე არ მალავენ, რომ თუ ქალაქური ბიზნესი კარგად წაუვიდათ, სოფელშიც უნდათ სახლი, თავისი ეზოთი, ნატურალური მეურნეობით... ცდილობენ აითვისონ ყველაფერი: ენა, ქალაქის განლაგება, მოსაზღვრე მთიანი რაიონები, სამზარეულო. თავადაც ცდილობენ ქართული კერძების მომზადებას, ანუ დროს არ კარგავენ, რომ რაც შეიძლება მალე გაშინაურდნენ... ზოგი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში მისი ქონების კონფისკაციას მოახდენენ, მზად უნდა იყვნენ. ზოგმა უკვე გაყიდა ან ახლობელს გადაუფორმა ბინა, ან სხვა სახის უძრავი ქონება. მათ კი გააქირავეს და ქირას ესენი აქ იღებენ, საქართველოში დაწყებულ ბიზნესს ახმარენ. ახლა ზაფხულია, მაგრამ როდესაც სასწავლო სეზონი დაიწყება, აუცილებლად დასჭირდებათ შვილების სკოლაში მიყვანა, განათლების მიცემა და რა იქნება მაშინ?.. არსებობს უკრაინული სექტორები და როდესაც ვეკითხები, იქ მიიყვანთ შვილებს-მეთქი? ჩუმდებიან, პასუხს არ მცემენ. რა თქმა უნდა, არ მიიყვანენ, მაგრამ არც თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებენ. აჭარა ჩვენი სამოთხეაო, - მითხრეს.

როდესაც ვეკითხები, ძალიან დელიკატურად არიდებენ თავს კითხვას, სად ხედავთ თქვენი შვილების მომავალს-მეთქი? ამბობენ: შვილებს ბათუმი, საქართველო და მისი მთა-ბარი ძალიან მოსწონთ, ზღვაშიც სიამოვნებით ნებივრობენ და მთითაც აღფრთოვანებული არიანო... ნაწილს თბილისიც ძალიან მოსწონს, მაგრამ ამბობენ, რომ უპირატესობას პატარა ქალაქს ანიჭებენ. მეკითხებიან, ზამთარში რა ხდება ბათუმში, ჰყავს დამსვენებელი თუ შედარებით ცარიელია.

უკვე გაარკვიეს, რომ კლუბები ზამთარშიც დატვირთვით მუშაობს. არ მოსწონთ, რომ ირანელებიც დადიან. საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ, იქიდანაც ეპატიჟებიან ფულიან რუსებს დაბადების დღეების, წვეულებების გადასახდელად, ბოლოში სიცილით დასძენენ, - ევროპაში მაინც ვერ მიდიხართ, რომ იცოდეთ, აქაც პატარა ევროპაა, განსაკუთრებით ზოგიერთ ადგილებშიო... ანუ თურმე ყველგან არ ყოფილა ევროპა. არიან ისეთებიც, ვინც სავაჭრო ურთიერთობების დალაგებასაც ცდილობს, მაგალითად, ტკბილეულის შემოტანას - ნოსტალგია გვაქვსო.

თორნიკე, 27 წლის, იურისტი:

- ის, რაც ახლა აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში ხდება, საერთოდ არ არის სახუმარო... ცოტა ხანში კომპაქტურ დასახლებას შექმნიან, მასწავლებელიც ეყოლებათ, ექიმიც და იურისტიც, ყველანაირ დაწესებულებას გახსნიან ისე, როგორც ეს აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გააკეთეს. ოღონდ ის ქვეყნები დიდია, დაცული და გარუსება არ ემუქრებათ, აქ რა მოხდება, არ ვიცით. ანუ მოქალაქეობასაც მიიღებენ და არჩევნებში მონაწილეობასაც შეძლებენ...განაგრძეთ კითხვა