საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

MMA-ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, რო­მან დო­ლი­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, წერს რუ­სე­ბის შე­მოს­ვლა­ზე და პრო­ტეს­ტის იმ ფორ­მა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ მი­მართ გა­მო­ხა­ტავს.

"მე ქარ­თვე­ლი ვარ! სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვი­დე­ქი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით! ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა და მო­ვა­ლე­ო­ბაც! რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვისტ წარ­მო­მად­გენ­ლებს ქარ­თუ­ლი დრო­შა წა­არ­თვეს და გა­თე­ლეს, მე პრო­ტეს­ტი გან­ვა­ცხა­დე, მა­შინ “ ნა­ცად” შემ­რა­ცხეს, რო­დე­საც ბუბა კი­კა­ბი­ძეს შევ­ხვდი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვა­ფა­სებ­დი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სე­თი­სად­მი პრო­ტესტს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლა, მა­ში­ნაც “ნაცი” ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც ბა­თუ­მის ქა­ო­სურ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რე და ვთქვი, ამ მხრივ დე­და­ქა­ლა­ქი შე­და­რე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ა­თქო, კახა კა­ლა­ძის მა­ქე­ბე­ლი და “ქოცი”მე­ძა­ხეს.

ახლა, როცა ვხე­დავ ქარ­თველ კაცს, ქა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ერთ ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით და მე­ო­რე ხელ­ში “იდი ნა­ხუი” პლა­კა­ტით და ვამ­ბობ ხალხნო, თქვენ გვერ­დით ვარ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრო­ტესტს, მაგ­რამ არ და­ვეშ­ვათ ასე. მა­შინ ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მო­ღა­ლა­ტედ მრა­ცხა­ვენ.

სი­მარ­თლეს ვე­ღარ ვხე­დავ. მე 2009 წელ­ში სას­წავ­ლებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, წლე­ბი ვი­ცხოვ­რე იქ, უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ახ­ლაც უკ­რა­ი­ნა­ში იზ­რდე­ბა ჩემი შვი­ლი. ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი სახ­ლი და სამ­შობ­ლო მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მეძ­ლო მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ მე იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ი­და­ნაც სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ფიქ­რობს და ოც­ნე­ბობს, მე კი დავ­ბრუნ­დი, დავ­ბრუნ­დი იმ იმე­დით და გან­ძრახ­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე სა­სი­კე­თო გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ჩემი სა­ქარ­თვე­ლოც შეც­ვლი­ლა..

მე არ ვარ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­კუთ­რე­ბა! მეც მტკი­ვა, ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის მავ­ნე პო­ლი­ტი­კა, მეც მახ­სოვს ის­ტო­რია, მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, პატ­რი­ო­ტი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბა 16 წლის თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა. მახ­სოვს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო!

ვგრძნობ რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბოლო ვი­დეო პოსტს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, მე ვუ­ჭერ ხალ­ხის ლე­გი­ტი­მურ პრო­ტესტს მხარს, მაგ­რამ არ მომ­წონს მისი გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა.ერთი ადა­მი­ა­ნი რომ მე­ო­რეს დე­დას აგი­ნებს, მა­გი­ნე­ბელ­ზეც მე­ტყვე­ლებს. ვე­რა­გი მტე­რის სი­ძულ­ვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს. მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვარ, იმი­ტომ რომ ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოა", - წერს რო­მან დო­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zenaci
53

რომან რამოხდა მერე ნაცი ხარ. შენ კი არა ვაშაძეც ნაცობს, დეგნანაც ,ხაბეც

ვენდეტა
5

ნეტა შენნაირი ღირსეული ქართველები ყავდეს საქართველოს. გაიხარე რომან წარმატებები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

MMA-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება, წერს რუსების შემოსვლაზე და პროტესტის იმ ფორმაზე, რომელსაც საზოგადოება მათ მიმართ გამოხატავს.

"მე ქართველი ვარ! სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვიდექი ქართველი ხალხის გვერდით! ეს ჩემი არჩევანიცაა და მოვალეობაც! როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებისას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ წარმომადგენლებს ქართული დროშა წაართვეს და გათელეს, მე პროტესტი განვაცხადე, მაშინ “ ნაცად” შემრაცხეს, როდესაც ბუბა კიკაბიძეს შევხვდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი, ადამიანი, რომელმაც რუსეთისადმი პროტესტს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა, მაშინაც “ნაცი” ვიყავი.

როდესაც ბათუმის ქაოსურ საგზაო მოძრაობაზე ვისაუბრე და ვთქვი, ამ მხრივ დედაქალაქი შედარებით მოწესრიგებულიათქო, კახა კალაძის მაქებელი და “ქოცი”მეძახეს.

ახლა, როცა ვხედავ ქართველ კაცს, ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნახუი” პლაკატით და ვამბობ ხალხნო, თქვენ გვერდით ვარ და ვიზიარებ თქვენს პროტესტს, მაგრამ არ დავეშვათ ასე. მაშინ ჩემი თანამემამულეები მოღალატედ მრაცხავენ.

სიმართლეს ვეღარ ვხედავ. მე 2009 წელში სასწავლებლად უკრაინაში წავედი, წლები ვიცხოვრე იქ, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, ახლაც უკრაინაში იზრდება ჩემი შვილი. ამჟამად ამერიკაში ვმუშაობ, თუმცა ჩემი მთავარი სახლი და სამშობლო მხოლოდ საქართველოა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო მეცხოვრა, მაგრამ მე იმ საქართველოში დავბრუნდი, საიდანაც სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ოცნებობს, მე კი დავბრუნდი, დავბრუნდი იმ იმედით და განძრახვით, რომ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გავაკეთო, მაგრამ ჩემი საქართველოც შეცვლილა..

მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება! მეც მტკივა, ჩრდილოელი მეზობლის მავნე პოლიტიკა, მეც მახსოვს ისტორია, მახსოვს 9 აპრილი, პატრიოტი ხალხის სულისკვეთება 16 წლის თამარ ჭოველიძე, რომელმაც მის მეგობრებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. მახსოვს გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი ქვეყნის სიმბოლო!

ვგრძნობ რამდენად ძვირფასი იქნებოდა მათთვის საქართველოს დროშა, ქვეყნის თავისუფლება!

რაც შეეხება ჩემს ბოლო ვიდეო პოსტს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, მე ვუჭერ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მხარს, მაგრამ არ მომწონს მისი გამოხატვის ეს ფორმა.ერთი ადამიანი რომ მეორეს დედას აგინებს, მაგინებელზეც მეტყველებს. ვერაგი მტერის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს. მე ქართველი ხალხის გვერდით ვარ, იმიტომ რომ ხალხი საქართველოა", - წერს რომან დოლიძე.