შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ბათუმში მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიცია ყველა მოქალაქეს და წესრიგს იცავს. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვას აქვს კანონით განსაზღვრული ფორმები:
„პროტესტის გამოხატვას გააჩნია თავისი ნორმები და ფორმები. კვერცხების სროლა, პოლიციელზე ძალადობა, ლანძღვა-გინება არ არის პროტესტის ნორმალურად გამოხატვა“. - განაცხადა ბათუმის სამმართველოს უფროსმა.
ღმერთო რა სიმპატიურია😳😩დამაპატიმრე გთხოვ, დამაპატიმრე შენი სიყვარულით😄🤭
მაგ 100 რუს ტურისტს რომ იცავთ, არიქა კვერცხი არავინ ესროლოს? მე რატომ არავინ მიცავს, ზღვაში სკუტერები თავზე რომ მივლიან? ანდა რესტორნებში იმხელა ხმაზე აბაგუნებენ დილამდე, რომ ვერ დაიძინებ? ბულვარზე ტბასთან დილის 8 საათზე ირთვება კლუბური მუსიკა ვიღაც რუსი მთვრალი გოგოების შეკვეთით.