საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე
"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე

ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას და ცნო­ბილ მა­მას, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მამა-შვი­ლო­ბა აქვთ. ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ პო­ლი­ტი­კო­სი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იუ­რისტ ქა­ლიშ­ვი­ლან ერ­თად "იმედ­ზე" გა­და­ცე­მა "ოჯა­ხო­ბა­ნას“ ეს­ტუმ­რა.

ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი:

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მამა-შვი­ლო­ბა გვაქვს. იცით, მა­მას რამ­დე­ნი რამე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ჩემი და­ბა­დე­ბის დროს აფხა­ზე­თის ომი იყო და ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, შინ რომ ბრუნ­დე­ბო­და, იკი­თხავ­და ხოლ­მე, - ირი­ნა სად არის? და მი­თო­ლო­გი­ი­დან ამ­ბებს მიყ­ვე­ბო­და.

ისე­თი ემო­ცი­უ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, შენ ჩემი უჯრე­დი და ნა­წი­ლი ხარო. რომ გა­ვი­ზარ­დე, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ყო­ველ­თვის ვიცი, რომ დედა და მამა გა­ნუ­ყოფ­ლე­ბი არი­ან. ყო­ველ­თვის მე­ი­მე­დე­ბა, ვიცი, რომ ჩემი კლდეა.

მამა მკაც­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ვგიჟ­დე­ბი მას­ზე და ყო­ველ­თვის კარ­გად მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სი­ა­მა­ყე, რომ ვარ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის შვი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან სა­დაც მით­ქვამს რომ ირაკ­ლის შვი­ლი ვარ, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი ხალ­ხის­გან, მად­ლი­ე­რე­ბას, მე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ, რომ რამ­ხე­ლა რა­ღაც მოგ­ვა­პო­ვე­ბი­ნა მა­მა­შენ­მა და მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა, სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა...

ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერ­დნენ, რო­დე­საც მამა და­ი­ჭი­რეს, გა­დავ­წყვი­ტე, რომ იუ­რის­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი."

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
1

ეს გოგო ვისი ცოლი იყო?

 

Geo
18

ამას გაუარა დამოუკიდებელი საქართველოს სინდრომმა??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე

"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე

ირინა ბათიაშვილი ამბობს, რომ მას და ცნობილ მამას, ირაკლი ბათიაშვილს განსაკუთრებული მამა-შვილობა აქვთ. ოჯახურ ურთიერთობებზე სასაუბროდ პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი იურისტ ქალიშვილან ერთად "იმედზე" გადაცემა "ოჯახობანას“ ესტუმრა.

ირინა ბათიაშვილი:

- განსაკუთრებული სიყვარული და მამა-შვილობა გვაქვს. იცით, მამას რამდენი რამე აქვს გადატანილი, ჩემი დაბადების დროს აფხაზეთის ომი იყო და ძალიან პატარა ვიყავი, შინ რომ ბრუნდებოდა, იკითხავდა ხოლმე, - ირინა სად არის? და მითოლოგიიდან ამბებს მიყვებოდა.

ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი. პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდა ხოლმე, შენ ჩემი უჯრედი და ნაწილი ხარო. რომ გავიზარდე, ეს ყველაფერი დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ყოველთვის ვიცი, რომ დედა და მამა განუყოფლები არიან. ყოველთვის მეიმედება, ვიცი, რომ ჩემი კლდეა.

მამა მკაცრი არასოდეს ყოფილა, ვგიჟდები მასზე და ყოველთვის კარგად მქონდა გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა და სიამაყე, რომ ვარ ირაკლი ბათიაშვილის შვილი. ბავშვობიდან სადაც მითქვამს რომ ირაკლის შვილი ვარ, იმხელა სიყვარულს ვგრძნობდი ხალხისგან, მადლიერებას, მეხუტებოდნენ, რომ რამხელა რაღაც მოგვაპოვებინა მამაშენმა და მისმა თანამებრძოლებმა, სამშობლოს დამოუკიდებლობა...

ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, როდესაც მამა დაიჭირეს, გადავწყვიტე, რომ იურისტი გამოვსულიყავი."