მედიის ცნობით, სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, შვებულება აიღო და სარეაბილიტაციო ცენტრშია.
საპირისპიროს ამტკიცებს მოდელთან დაახლოებული წყარო, რომელიც E! News-ს ესაუბრა. მისი თქმით, ბელას შვებულებაში გასვლის მიზეზი ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, თუმცა მოდელი სარეაბილიტაციო ცენტრში არ იმყოფება.
E! News-ის მიხედვით, ბელა დროებით პაუზას იღებს სამუშაოსგან, რათა ლაიმის დაავადებაზე იმკურნალოს (ცნობისთვის, ლაიმის დაავადება გამოწვეულია ბაქტერია Borrelia burgdorferi-ით, რომელიც ადამიანებს გადაეცემათ ირმის ტკიპებით. ლაიმის დაავადებას შესაძლოა ისეთი სიმპტომები ჰქონდეს, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და გამონაყარი. ლაიმის შემთხვევების უმეტესობა ანტიბიოტიკებით იკურნება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაავადება ქრონიკულ სახეს იღებს".
"ის ლაიმის დაავადებაზე მკურნალობს. ბელა სარეაბილიტაციო ცენტრში არასდროს ყოფილა, რადგან არასდროს ჰქონია ნარკოტიკებზე, ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ბელა თვითონვე საუბრობდა, რომ ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, თუმცა მარტში განაცხადა, რომ ალკოჰოლის მიღება შეწყვიტა და ბოლო ხუთი თვეა ის არ მიუღია.
აპრილში კი მოდელს ჯანმრთელობის პრობლემებთან მოუწია გამკლავება, რა დროსაც განაცხადა, რომ ავადმყოფობის შედეგად მის გარეგნობაში გამოწვეული ცვლილებები გასამკლავებლად რთული აღმოჩნდა. ჯანმრთელობის რა პრობლემას გულისხმობდა, მას არ დაუკონკრეტებია.
"ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მძულს სარკეში ყურება, ფოტოების გადაღება და ეს უკვე წლებია, გრძელდება. ვცდილობ, რომ არაფერი შევიმჩნიო, ამ პროფესიაში უფლება აქ გაქვს თავს ცუდად გრძნობდე და ცუდად გამოიყურებოდე", - ამბობდა ბელა
წყარო: vogue
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
რა ძნელია ასეთ სიტუაციაში ყოფნა. რომ შეხედავ, თითქოს არანაირი პრობლემა არ აწუხებს. არადა, ისეთი პროფესია აქვს, სულ კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
ჯანმრთელობას ვუსურვებ, იმედია, მოაგვარებს პრობლემებს.
ნუ იტანჯავთ გოგოებო ზედმეტად თავს. ოპერაციებით და შიმშილით. ჯანმრთელობაზე იზრუნეთ