სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი
"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

2009 წლის 8 თე­ბერ­ვალს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ­მა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს ქორ­წი­ნე­ბა პატ­რი­არ­ქის ოცი წლის ოც­ნე­ბა იყო. მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად წერ­დნენ, რომ ეკ­ლე­სი­ას სურ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა, რაც ბაგ­რა­ტო­ვან­თა ორი შტოს და­კავ­ში­რე­ბი­თა და მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბით გახ­დე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვილ­მა ცხოვ­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­აგ­რძე­ლა, მაგ­რამ მალე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ანა­სა და და­ვი­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მი­ზე­ზი კი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა გახ­და. ქალ­მა მე­დი­ა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და.

ანას პირ­ვე­ლი ქმრის­გან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, და­ვი­თის­თვის კი ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა იყო.

და­ვი­თი­სა და ანას ჯვრის­წე­რა

გა­ვი­და დრო და სა­მე­ფო წყვი­ლი შე­რიგ­და. შემ­დეგ კი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც 2013 წლის 3 ნო­ემ­ბერს მო­ნათ­ლეს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ა­ცხა­და.

გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, მად­რიდ­ში და­ი­ბა­და. ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბას დიდი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ. ბავ­შვის და­ბა­დე­ბით სა­მუ­და­მოდ შე­იკ­რა ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი შტო - გრუ­ზინ­სკე­ბი და მუხ­რა­ნე­ლე­ბი. ამი­ტო­მაც ატა­რებს პა­ტა­რა გი­ორ­გი გვარს - ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

გი­ორ­გის ნათ­ლო­ბა

მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა და ანა და და­ვი­თი სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

  • სკან­და­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო

გან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მე 2019 წელს სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­და. ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის გარ­და, ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. ქა­ლის ად­ვო­კა­ტი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და, რომ 2014 წელს სა­გუ­რა­მო­ში და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­ზე იძა­ლა­და, როცა ისი­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წელს და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­გუ­რა­მო­ში ბავ­შვთან ერ­თად ყო­ველ კვი­რას ჩა­დი­ო­და. "მათ და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ბავ­შვის ნახ­ვის დღე­ე­ბი, შე­ა­სა­ბა­მი­სად, პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი და კვი­რა სა­გუ­რა­მო­ში ბავ­შვთან ერ­თად სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­დი­ო­და ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გარ­და ძა­ლა­დო­ბი­სა, რო­მელ­საც და­ვი­თი უარ­ყოფ­და, სა­და­ვო გახ­ლდათ სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს იყო შე­ძე­ნი­ლი - "მერ­სე­დეს კი­ე­ლი“, "პორ­შე კა­ი­ა­ნია" და "ბე­ემ­ვე იქს 5″. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ქო­ნე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, "მერ­სე­დეს ჯი­ე­ლის“ სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვა­რი, 15 000 ლარი ანა ბაგ­რა­ტი­ონს უნდა ანა­ზღა­უ­რე­ბო­და, "ბმვ იქს 5“ დარ­ჩე­ბო­და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მხრა­ნელს, თუმ­ცა გან­ბა­ჟე­ბის თან­ხა, რო­მე­ლიც ანა ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­და­ი­ხა­და, მის­თვის უნდა აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა. "პორ­შე კა­ი­ა­ნის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი, მხა­რე­ებს უნდა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ.

  • ახა­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­დან ორ წე­ლი­წად­ში, სა­მე­ფო კა­რის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე გაგ­რძელ­და. გავ­რცელ­და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა. მი­სა­ლოც ფო­ტო­ზე, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ახალ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი პრინ­ცის მე­უღ­ლე ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც სა­მე­ფო სახ­ლმა პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნია.

მა­შინ წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­იც­ნეს. მა­შინ და­ვი­თი ჯერ კი­დევ არ იყო ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან კი და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. და­ვი­თი­სა და ირი­ნას ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი სწო­რედ მა­შინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც პრინცმა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბო­და, რომ ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, ირი­ნამ და და­ვით­მა ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნეს და უკვე წლე­ბია რაც მცხე­თა­ში და­ვი­თის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რო­ბენ. ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რეს და პრინცმა მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით წა­რუდ­გი­ნა.

წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავ­დათ, რო­მე­ლიც თით­ქმის ანა­სა და და­ვი­თის ვა­ჟის, გი­ორ­გის ასა­კის იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ვით­მა ქა­ლიშ­ვი­ლის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჩემი ფა­ვო­რი­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა­მა­რია ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან - ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი" - წერ­და ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი.

  • რო­გორ ცხოვ­რობს და­ვი­თი დღეს?

და­ვი­თი და ირი­ნა მცხე­თა­ში სა­კუ­თარ ვი­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც და­ვითს ვე­ნა­ხე­ბი აქვს და მუხ­რა­ნის სა­ხე­ლო­ბის ღვი­ნოს აწარ­მო­ებს. და­ვი­თი­სა და ანას სა­ერ­თო შვი­ლი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ ბაგ­რა­ტი­ო­ნი, დე­დას­თან ცხოვ­რობს და ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მას შა­ბათ-კვი­რას სტუმ­რობს.

და­ვი­თი ასე­ვე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლეს­თან, ირი­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს, სა­დაც ჩანს, რომ მას­თან ერ­თად ორი­ვე შვი­ლი ის­ვე­ნებს.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად ეს­წრე­ბა უცხო­ეთ­ში მო­ნარ­ქე­ბის წვე­უ­ლე­ბებს, ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად და არ ერე­ვა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია მისი პერ­სო­ნის გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­რე­სი დი­დია, მას არა­სო­დეს უსა­უბ­რია ქარ­თულ მე­დი­ას­თან.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
2

სამეფო დინასტიის აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლი იქნება, ნუ ქილიკობთ.

>
0

ეს ყველაფერი შაყირის ფორმატში რომ გადაგვყავს ძალინ ცუდია, ტუ კონკრეტული პირი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე ერისა და ისტორიის წინაშე ვერ ისიგრძიგანებს პასუხისმგებლობას ეს არ ნიშნავს რომ ხალხმა ამაზე ვიღლაბუცოთ. კონსტიტუციური მონარქია არის საკმაოდ გავრცელებული და მირებული ფორმა მმართველობის მსოფლიოში და ჩვენისთან უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისათვის ზედგამოჭრილია მისი იდენტობის წარმოსაჩენად. გლობალიზაციის გარდაუვალ პროცესში ეს ფაქტორი არის ერთერთი სხვა ფაქტორთაგანაც რომელმაც გლობალიზაციის დადებითი მომენტების გარდა მისი უარყოფითი გვერდითი მოვლენებისგანაც უნდა დაგვიცვას. იაზროვნეთ ხალხო და ნუ ღლაბუცობთ ყველაფერზე სირცხვილია.

ქვემოთ ვიღაცას ჩემი მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი კარგი კომენტარი გაუკეთებია და ვუერთდები მის აზრს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

"სამეფო კარის თამაშები" ქართულად - სკანდალები, ვილა მცხეთაში, დიდი ვენახი და მდიდრული მოგზაურობა შვილებთან ერთად: როგორ ცხოვრობს დავით ბაგრატიონი

2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დავით ბაგრატიონ მუხრანელმა და ანა ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს. სასულიერო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო. მედიაში აქტიურად წერდნენ, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიის აღდგენა, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.

დავით ბაგრატიონ მუხრანელი

მოგვიანებით წყვილმა ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელა, მაგრამ მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასა და დავითის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი კი შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა. ქალმა მედიაში განაცხადა, რომ მას დავით ბაგრატიონთან რომანი ჰქონდა.

ანას პირველი ქმრისგან ორი ქალიშვილი ჰყავს, დავითისთვის კი ეს პირველი ქორწინება იყო.

დავითისა და ანას ჯვრისწერა

გავიდა დრო და სამეფო წყვილი შერიგდა. შემდეგ კი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა, რომელიც 2013 წლის 3 ნოემბერს მონათლეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს, მადრიდში დაიბადა. ბაგრატიონები მემკვიდრის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ბავშვის დაბადებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს - ბაგრატიონ-ბაგრატიონი.

გიორგის ნათლობა

მემკვიდრის დაბადების მიუხედავად, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა და ანა და დავითი საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ.

  • სკანდალური სასამართლო

განქორწინების საქმე 2019 წელს სასამართლოში გაგრძელდა. ქონების გაყოფის გარდა, ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში სდებდა ბრალს. ქალის ადვოკატი მედიასთან ამბობდა, რომ 2014 წელს საგურამოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე იძალადა, როცა ისინი არაოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს დაშორებულები იყვნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგურამოში ბავშვთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა. "მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურამოში ბავშვთან ერთად სისტემატურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, გარდა ძალადობისა, რომელსაც დავითი უარყოფდა, სადავო გახლდათ სამი ავტომობილი, რომელიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი - "მერსედეს კიელი“, "პორშე კაიანია" და "ბეემვე იქს 5″. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, "მერსედეს ჯიელის“ საფასურის ნახევარი, 15 000 ლარი ანა ბაგრატიონს უნდა ანაზღაურებოდა, "ბმვ იქს 5“ დარჩებოდა დავით ბაგრატიონ-მხრანელს, თუმცა განბაჟების თანხა, რომელიც ანა ბაგრატიონმა გადაიხადა, მისთვის უნდა აენაზღაურებინა. "პორშე კაიანის“ ღირებულება კი, მხარეებს უნდა გაენაწილებინათ.

  • ახალი ქორწინება

ხმაური სასამართლოდან ორ წელიწადში, სამეფო კარის "ფეისბუქ" გვერდზე გაგრძელდა. გავრცელდა დავით ბაგრატიონის საახალწლო მილოცვა. მისალოც ფოტოზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ქართველი პრინცის მეუღლე ირინა ბეგაშვილი გახლდათ, რომელიც სამეფო სახლმა პრინცესად მოიხსენია.

მაშინ წყარო გვიყვებოდა, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.

ოჯახის ახლობელი გვიყვებოდა, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე, ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ურთიერთობა გააოფიციალურეს და პრინცმა მეუღლე საზოგადოებას სოციალური ქსელით წარუდგინა.

წყარო გვიყვებოდა, რომ წყვილს საერთო შვილი ჰყავდათ, რომელიც თითქმის ანასა და დავითის ვაჟის, გიორგის ასაკის იყო. რამდენიმე თვეში დავითმა ქალიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი, ანამარია ბაგრატიონ მუხრან - ბატონიშვილი" - წერდა ბაგრატიონ-მუხრანელი.

  • როგორ ცხოვრობს დავითი დღეს?

დავითი და ირინა მცხეთაში საკუთარ ვილაში ცხოვრობენ, სადაც დავითს ვენახები აქვს და მუხრანის სახელობის ღვინოს აწარმოებს. დავითისა და ანას საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი, დედასთან ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამას შაბათ-კვირას სტუმრობს.

დავითი ასევე ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ირინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ასევე მოგზაურობის ამსახველ კადრებს, სადაც ჩანს, რომ მასთან ერთად ორივე შვილი ისვენებს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან ერთად ხშირად ესწრება უცხოეთში მონარქების წვეულებებს, ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად და არ ერევა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მისი პერსონის გარშემო საქართველოში ინტერესი დიდია, მას არასოდეს უსაუბრია ქართულ მედიასთან.