პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები
"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შვებს ქვეყ­ნის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა, რო­გორ ჩა­ვუ­ნერ­გოთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა - ეს სა­კი­თხე­ბი უამ­რავ მშო­ბელს აწუ­ხებს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი დრო­ის დიდ ნა­წილს გა­ჯე­ტებ­თან ატა­რე­ბენ, მათ­თვის ისე­თი სა­კი­თხი, რო­გო­რიც ის­ტო­რი­აა, მეტ-ნაკ­ლე­ბად უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. და­ძა­ლე­ბით რა­მის გა­კე­თე­ბა კი პა­ტა­რებ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნაც­ვლად, აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. ამი­ტომ ნუ და­ა­ძა­ლებთ ბავ­შვებს გა­ეც­ნონ ის­ტო­რი­ას, არა­მედ ეცა­დეთ და­ა­ინ­ტე­რე­სოთ ისი­ნი და შე­აყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი.

ეს რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი ხერ­ხით შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ:

  • ეწ­ვი­ეთ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებს. ბავ­შვებ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ მუ­ზე­უ­მე­ბი, არა­მედ თა­ვად ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ესა თუ ის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა მოხ­და;
  • და­ეხ­მა­რეთ თქვენს შვილს გა­ი­გოს მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია. ის­ტო­რი­ის გა­ცო­ცხლე­ბა­ში სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ალ­ბო­მი და­გეხ­მა­რე­ბათ. ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს მო­უ­ყე­ვით, თუ რა ხდე­ბო­და იმ დროს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მას­თან ერ­თად გა­ა­კე­თეთ სა­ო­ჯა­ხო ხე, აღ­ნიშ­ნეთ რო­დის და სად და­ი­ბად­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რა პრო­ფე­სი­ით იყ­ვნენ ისი­ნი. ასე­ვე წა­ა­ხა­ლი­სეთ, ესა­უბ­როს ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას მათი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ;
  • თქვენს შვილ­თან ერ­თად ჩა­ერ­თეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ესა­უბ­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ და მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა მოქ­მე­დე­ბა­ში და­გი­ნა­ხოთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი. წა­ა­ხა­ლი­სეთ თა­ვა­დაც ჩა­ერ­თოს მისი ასა­კის შე­სა­ბა­მის ჯგუ­ფებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­ებს მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად აკე­თე­ბენ;
  • შეს­თა­ვა­ზეთ მათი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ამ ტი­პის სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­რი­აა „გა­ი­ცა­ნი დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტია. სე­რია აერ­თი­ა­ნებს 5 ტომს, რომ­ლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი. თი­თო­ე­უ­ლი ტომი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. სე­რი­ის პირ­ველ წიგნ­ში წა­ი­კი­თხავთ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის, ნიკო ფი­როს­მა­ნი­სა და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სე­რი­ის თი­თო­ე­ულ წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია ის­ტო­რი­ე­ბი რო­გორც მე­ფე­ე­ბის, ისე სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მათ შო­რის, მხატ­ვრე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

აქვე გა­გაც­ნობთ პა­ტა­რა ამო­ნა­რიდს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი­დან "გა­ი­ცა­ნი დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი“, რო­მე­ლიც თქვენს შვი­ლებ­საც შე­გიძ­ლი­ათ წა­უ­კი­თხოთ და თა­ვად დარ­წმუნ­დეთ, რო­გორ მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ ბავ­შვე­ბის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბას სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით.

„ის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უნდა გი­ამ­ბოთ, ყვე­ლა­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 900 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო რომ არ­სე­ბობს, სწო­რედ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ბრძნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და გმი­რო­ბის შე­დე­გია...

იმ­დე­ნად დი­დია და­ვი­თის ღვაწ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე, რომ ბევ­რი ის­ტო­რი­კო­სი, მათ შო­რის უცხო­ე­ლე­ბიც, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ორ ნა­წი­ლად ყო­ფენ: და­სა­წყი­სი­დან აღ­მა­შე­ნებ­ლამ­დე და აღ­მა­შე­ნებ­ლი­დან დღე­ვან­დელ დღემ­დე!

აბა, და­აკ­ვირ­დით იმ წო­დე­ბას, რო­მე­ლიც მას ის­ტო­რი­ამ და მად­ლი­ერ­მა ხალ­ხმა მი­ა­ნი­ჭა: „აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი!“ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უამ­რა­ვი გა­და­ტა­ნი­ლი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად (მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დიდ­გო­რის ბრძო­ლა იყო), და­ვით IV-ის (სი­ცო­ცხლე­ში ეს იყო მისი, რო­გორც მე­ფის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი) მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვილ სა­ხელ­მწი­ფოდ ქცე­ვა მი­იჩ­ნე­ვა.

მის მიერ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ 100 წელი ვერ შე­არ­ყია მტერ­მა და მე­რეც, თა­მა­რის სა­ქარ­თვე­ლო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თქვენ უკვე იცით, სწო­რედ და­ვი­თის და­ნა­ტო­ვა­რის სა­ფუძ­ველ­ზე აშენ­და...“

სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნა 15 ლა­რად წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი ტო­მე­ბი კი თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები

"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ქვეყნის ისტორია და კულტურა, როგორ ჩავუნერგოთ საკუთარი ქვეყნის პატივისცემა - ეს საკითხები უამრავ მშობელს აწუხებს. 21-ე საუკუნეში, როდესაც ბავშვები დროის დიდ ნაწილს გაჯეტებთან ატარებენ, მათთვის ისეთი საკითხი, როგორიც ისტორიაა, მეტ-ნაკლებად უინტერესო ხდება. დაძალებით რამის გაკეთება კი პატარებში სიყვარულის ნაცვლად, აგრესიას იწვევს. ამიტომ ნუ დააძალებთ ბავშვებს გაეცნონ ისტორიას, არამედ ეცადეთ დააინტერესოთ ისინი და შეაყვაროთ საკუთარი ქვეყნის წარსული.

ეს რამდენიმე მარტივი ხერხით შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • ეწვიეთ ისტორიულ ადგილებს. ბავშვებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მუზეუმები, არამედ თავად ის ადგილები, სადაც ესა თუ ის ისტორიული მოვლენა მოხდა;
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს გაიგოს მისი ოჯახის ისტორია. ისტორიის გაცოცხლებაში საოჯახო ფოტოალბომი დაგეხმარებათ. ფოტოების დათვალიერების დროს მოუყევით, თუ რა ხდებოდა იმ დროს ფართო საზოგადოებაში. მასთან ერთად გააკეთეთ საოჯახო ხე, აღნიშნეთ როდის და სად დაიბადნენ ოჯახის წევრები და რა პროფესიით იყვნენ ისინი. ასევე წაახალისეთ, ესაუბროს ბებიას და ბაბუას მათი გამოცდილების შესახებ;
  • თქვენს შვილთან ერთად ჩაერთეთ საზოგადოებრივ აქტივობებში. ესაუბრეთ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობის შესახებ და მიეცით საშუალება მოქმედებაში დაგინახოთ, როგორც საზოგადოების აქტიური წევრი. წაახალისეთ თავადაც ჩაერთოს მისი ასაკის შესაბამის ჯგუფებში, რომლებიც საზოგადოებრივ საქმეებს მოხალისეობრივად აკეთებენ;
  • შესთავაზეთ მათი ასაკის შესაბამისი ისტორიული ლიტერატურა. ამ ტიპის საბავშვო ლიტერატურიდან ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა „გაიცანი დიდი ადამიანები“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტია. სერია აერთიანებს 5 ტომს, რომლებშიც საქართველოს ისტორიიდან გამორჩეულ ადამიანებზეა საუბარი. თითოეული ტომი რამდენიმე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. სერიის პირველ წიგნში წაიკითხავთ დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ფიროსმანისა და კოტე მარჯანიშვილის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სერიის თითოეულ წიგნში თავმოყრილია ისტორიები როგორც მეფეების, ისე სხვა გამოჩენილი ქართველი ადამიანების, მათ შორის, მხატვრებისა და მწერლების შესახებ.

აქვე გაგაცნობთ პატარა ამონარიდს დავით აღმაშენებლის შესახებ წიგნიდან "გაიცანი დიდი ადამიანები“, რომელიც თქვენს შვილებსაც შეგიძლიათ წაუკითხოთ და თავად დარწმუნდეთ, როგორ მარტივად შეძლებთ ბავშვების ისტორიით დაინტერესებას სწორად შერჩეული ლიტერატურით.

„ის ადამიანი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ყველასაგან გამორჩეულია.

მისი გარდაცვალებიდან თითქმის 900 წელი გავიდა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო რომ არსებობს, სწორედ დავით აღმაშენებლის ბრძნული მმართველობისა და გმირობის შედეგია...

იმდენად დიდია დავითის ღვაწლი საქართველოს წინაშე, რომ ბევრი ისტორიკოსი, მათ შორის უცხოელებიც, საქართველოს ისტორიას ორ ნაწილად ყოფენ: დასაწყისიდან აღმაშენებლამდე და აღმაშენებლიდან დღევანდელ დღემდე!

აბა, დააკვირდით იმ წოდებას, რომელიც მას ისტორიამ და მადლიერმა ხალხმა მიანიჭა: „აღმაშენებელი!“ ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი გადატანილი ბრძოლის მიუხედავად (მათ შორის განსაკუთრებული დიდგორის ბრძოლა იყო), დავით IV-ის (სიცოცხლეში ეს იყო მისი, როგორც მეფის, ოფიციალური სახელი) მთავარი დამსახურება ქვეყნის აღმშენებლობა, საქართველოს ნამდვილ სახელმწიფოდ ქცევა მიიჩნევა.

მის მიერ გაძლიერებული საქართველო კიდევ 100 წელი ვერ შეარყია მტერმა და მერეც, თამარის საქართველო, რომლის შესახებაც თქვენ უკვე იცით, სწორედ დავითის დანატოვარის საფუძველზე აშენდა...“

სერიის პირველი ტომის შეძენა 15 ლარად წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი. ახალი ტომები კი თვეში ერთხელ გამოიცემა.

R