ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავენ მიიღონ ე.წ კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის აშენებას და მათ უცხოელებზე მიყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნულს კი აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილი აპროტესტებს.
ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატი, კან კვანჩია აღნიშნულს ხალხის ღალატს უწოდებს და ამბობს, რომ "პატარა აფხაზეთში თუ ამდენი უცხოელი შევა და დასახლდება, ისინი ადგილობრივ მოსახლეობა ჩაყლაპავენ".
ბინების შესახებ ე.წ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების თქმით, ხელისუფლებამ არაფერი იცის არსებულ რეალობაზე, ისინი გარემოს დაბურულმინებიანი, შეჯავშნული ჯიპებიდან უყურებენ და არ იცინ, რომ აფხაზეთში 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს და თუ მათ 100 ათასი უცხოელი, კერძოდ კი, რუსი დაემატება, ეს ადგილობრივებზე კატასტროფულად იმოქმედებს. ბინების შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მათ მფლობელებს აფხაზეთის მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთების ვალდებულება არ ექნებათ, მაგრამ ბჟანიას პირობებში, არ არსებობს გარანტია, რომ ეს მომავალში არ შეიცვლება.
კანონპროექტის მხარდამჭერები თვლიან, რომ აღნიშნული ე.წ. კანონპროექტი აფხაზეთის ეკონომიკას ძალიან დაეხმარება.
abkhaz-auto-ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ადგილობრივებს "ამ კანონპროექტის კი არა, კოვიდის და გზაში სიკვდილის უნდა ეშინოდეთ".
ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც აფხაზეთში აღნიშნული "კანონპროექტის" საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ამის პარალელურად, სოხუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში, გაჩნდა ბანერები - "არა აპარტ-ოტელებს!"
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დეპუტატის აღშფოთებითა და უკმაყოფილო ადამიანების მიერ გამოთქმული კრიტიკით არაფერი შეიცვლება, თუ მოსახლეობა ქუჩაში არ გავიდა.
"ქუჩაში გამოსვლა კი არავის უნდა, ეზარებათ, ხან ლიდერი არ მოსწონთ, ხან მათ უკან, წინ, გვერდით მდგომი ადამიანები, მიზეზები არ ელევათ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ პური კიდევ ძვირდება, ანუ ფქვილის ფასი მატულობს, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტის ფასი მოიმატებს. შემგუებელ ერად ვიქეცით", - წერს იანა ჯოპუა.
"აფხაზეთში 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს და თუ მათ 100 ათასი უცხოელი, კერძოდ კი, რუსი დაემატება, ეს ადგილობრივებზე კატასტროფულად იმოქმედებს." და ამის მერე თქვე საცოდავებო საერთოდ აღარ ყოფილხართ და რაზე ფიქრობთ მორჩა მეეჭვება რამემ გეშველოთ. მიხედეთ ქვეყანას.. გაქრა აფზხაზეთი პრაშჩაიიი. ჩვენ გამოგვივა აფხაზეთის ტერიტორიის დაბრუნება და ე.წ. აფხაზი სანთლით საძებნელი იქნება. როგორც საქართველოშია არემეული სოფელი ქანდა ოღონდ ისინი ქრისტეს ენაზე საუბრობენ და შემოვინახეთ, არ გადავყლაპეთ.. თქვენ კი რაც გელით, რუსეთთან დაიმსახურეთ.
იანა ჯოპუა არის უდიდესი ერის წარმომადგენელი🤣🤣🤣🤣🤣 და ამათთან უნდა ლაპარაკი ჩვენს მთავრობას?? ჯიბიდან არ გაგივარდეს ვერან🤣🤣🤣🤣