როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკი] გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ამით ყოფილი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში ჩასვლას ეხმაურება, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.
როგორც სააკაშვილი წერს, ის ამაყობს უკრაინის პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით.
"როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს.
ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება.
ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
დემენციის პირობებში რა წარმატებები გაქვს და შენ რომ მწყობრში ჩადგე? აი, დედასა, მოვიდა ზურაბაააა, მოგონილი იქნება.
მიჰააააააააააა სოფოს პოსტი რატომ წაშალე???? ეხლა სანდრაიაზე დაწერე რამე , ფლზ!!!!!!!!!!!!