საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ითქვას, პიკმა უკვე გაიარა... უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს" - ჰერპეტოლოგი ქვეწარმავლების შესახებ
"შეიძლება ითქვას, პიკმა უკვე გაიარა... უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს" - ჰერპეტოლოგი ქვეწარმავლების შესახებ

წელს არა­ნა­ი­რად არ არის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი - უბ­რა­ლოდ, თით­ქმის ყვე­ლა და­ჭე­რი­ლი გვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხვდე­ბა და ეს ქმნის მერე აჟი­ო­ტაჟს, თით­ქოს, წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი გვე­ლი გვხვდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჰერ­პე­ტო­ლოგ­მა, რატი მა­მუ­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­წარ­მა­ვალ­თან შეხ­ვედ­რის დროს, მას ხე­ლით და­ჭე­რა არ და­ვუ­პი­როთ, რად­გან სტა­ტის­ტი­კუ­რად დაკ­ბე­ნის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

"მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არის ხოლ­მე გან­მტკი­ცე­ბუ­ლი, რომ "გვე­ლე­ბის შე­მო­სე­ვა გვაქვს“, "გვე­ლე­ბი წელს რა­ღაც მომ­რავ­ლდნენ“ და ა.შ. - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ პიკ­მა უკვე გა­ი­ა­რა. ისე­ვე, რო­გორც წინა წლე­ბი, სტა­ტის­ტი­კუ­რა­დაც და ისე­დაც, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­ლია. არა­ნა­ი­რად არ არის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი. უბ­რა­ლოდ, თით­ქმის ყვე­ლა და­ჭე­რი­ლი გვე­ლი ხვდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ეს ქმნის მერე აჟი­ო­ტაჟს, იმ ფონს, თით­ქოს, წელს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წელი, გვხვდე­ბა ბევ­რი და ა.შ.

გი­ურ­ზა, ისე­ვე რო­გორც წინა წლებ­ში, წელ­საც შეხ­ვდა მო­სახ­ლე­ო­ბას და მოხ­და მათი და­ჭე­რის ფაქ­ტე­ბი. არის გი­ურ­ზა, ცხოვ­რობს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ პა­ნი­კა­ში უნდა ჩა­ვარ­დეთ, პი­რი­ქით. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა გვე­ლი, მათ შო­რის, გი­ურ­ზაც არ არის აგ­რე­სი­უ­ლი. ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რას ძა­ლი­ან ერი­დე­ბა. თუ არ მოხ­და მის­თვის შემ­თხვე­ვით ფე­ხის და­ბი­ჯე­ბა, ან ისეთ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შეხ­ვედ­რა, როცა ის გა­და­წყვეტს, რომ თავს და­ეს­ხას ადა­მი­ანს, რად­გან სხვა გზა არ აქვს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა გვე­ლი, გი­ურ­ზა ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რი­სას შე­ეც­დე­ბა, რომ თა­ვი­სი გზით წა­ვი­დეს და საფრ­თხეს გა­ე­რი­დოს, რად­გან მის­თვის ადა­მი­ა­ნი რე­ა­ლუ­რად, საფრ­თხეა“, - გა­ნა­ცხა­და რატი მა­მუ­კაშ­ვილ­მა.

ჰერ­პე­ტო­ლო­გი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი, თუკი მას გვე­ლი უკბენს.

"ხალ­ხში ძა­ლი­ან ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თე­ბი, რომ უნდა მოხ­დეს შხა­მის ამო­წო­ვა, ლახ­ტის და­დე­ბა, ნაკ­ბე­ნის ად­გი­ლის გა­და­სერ­ვა და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­წვეთ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, უნდა მი­ვი­ღოთ ბევ­რი სი­თხე - წყა­ლი და დავრე­კოთ 112-ში და და­ვე­ლო­დოთ ექიმს, რო­მე­ლიც შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სებს წარ­მარ­თავს,“ - გა­ნა­ცხა­და რატი მა­მუ­კაშ­ვილ­მა "მე­დი­აჰოლ­დინგ კვი­რის“ პრესკლუბ­ში.

უეჭველი
0

ვიღაცა გვაგინებს. )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"შეიძლება ითქვას, პიკმა უკვე გაიარა... უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს" - ჰერპეტოლოგი ქვეწარმავლების შესახებ

"შეიძლება ითქვას, პიკმა უკვე გაიარა... უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს" - ჰერპეტოლოგი ქვეწარმავლების შესახებ

წელს არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი - უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი სოციალურ ქსელში ხვდება და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, თითქოს, წელს განსაკუთრებულად ბევრი გველი გვხვდება, - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეწარმავალთან შეხვედრის დროს, მას ხელით დაჭერა არ დავუპიროთ, რადგან სტატისტიკურად დაკბენის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

"მოსახლეობაში არის ხოლმე განმტკიცებული, რომ "გველების შემოსევა გვაქვს“, "გველები წელს რაღაც მომრავლდნენ“ და ა.შ. - შეიძლება ითქვას, ამ პიკმა უკვე გაიარა. ისევე, როგორც წინა წლები, სტატისტიკურადაც და ისედაც, სრულიად ჩვეულებრივი წელია. არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი. უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, იმ ფონს, თითქოს, წელს არის განსაკუთრებული წელი, გვხვდება ბევრი და ა.შ.

გიურზა, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეხვდა მოსახლეობას და მოხდა მათი დაჭერის ფაქტები. არის გიურზა, ცხოვრობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანიკაში უნდა ჩავარდეთ, პირიქით. ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, მათ შორის, გიურზაც არ არის აგრესიული. ადამიანთან შეხვედრას ძალიან ერიდება. თუ არ მოხდა მისთვის შემთხვევით ფეხის დაბიჯება, ან ისეთ გამოუვალ სიტუაციაში შეხვედრა, როცა ის გადაწყვეტს, რომ თავს დაესხას ადამიანს, რადგან სხვა გზა არ აქვს. სხვა შემთხვევაში ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, გიურზა ადამიანთან შეხვედრისას შეეცდება, რომ თავისი გზით წავიდეს და საფრთხეს გაერიდოს, რადგან მისთვის ადამიანი რეალურად, საფრთხეა“, - განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

ჰერპეტოლოგი ასევე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მას გველი უკბენს.

"ხალხში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მითები, რომ უნდა მოხდეს შხამის ამოწოვა, ლახტის დადება, ნაკბენის ადგილის გადასერვა და მსგავსი რაღაცები, რაც აბსოლუტურად არ არის რეკომენდებული. ერთადერთი, აუცილებლად უნდა დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე - წყალი და დავრეკოთ 112-ში და დაველოდოთ ექიმს, რომელიც შემდეგ მკურნალობის პროცესებს წარმართავს,“ - განაცხადა რატი მამუკაშვილმა "მედიაჰოლდინგ კვირის“ პრესკლუბში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"