ავტორი:

"მან შეწყვიტა დაბერება" - 54 წლის ჯენიფერ ლოპესი საცურაო კოსტიუმში იდეალურად გამოიყურება

"მან შეწყვიტა დაბერება" - 54 წლის ჯენიფერ ლოპესი საცურაო კოსტიუმში იდეალურად გამოიყურება

ამერიკელი მომღერალი მალე 54 წლის ხდება. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჯენიფერი ასაკთან შედარებით იდეალურ ფორმაშია და თაყვანისმცემლების გაოცებას დღემდე ახერხებს.

პოპ-ვარსკვლავი უარყოფს პლასტიკური ოპერაციის, ან ბოტოქსის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ სილამაზის მხოლოდ ერთი საიდუმლო აქვს: "ყოველთვის ვცდილობ კეთილგანწყობილი ვიყო სხვების მიმართ" - ამბობს ის კრიტიკოსების საპასუხოდ.

ცოტა ხნის წინ, ჯენიფერმა კვლავ მიიქცია ფანების ყურადღება. მომღერალმა თავის "ინსტაგრამგვერდზე" ახალო ფოტო გამოაქვეყნა. ვარდისფერ საცურაო კოსტიუმსა და მზის სათვალეში იგი იდეალურად გამოიყურებოდა.

პოსტმა 1 მილიონზე მეტი მოწონება და მრავალი კომენტარი დაიმსახურა. თაყვანისმცემლები ხაზს უსვამენ ჯენიფერის სილამაზეს და როგორც ყოველთვის, აღნიშნავენ, რომ მომღერალს ასაკი საერთოდ არ ეტყობა.

"მან შეწყვიტა დაბერება 30 წლის ასაკში... ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი მსოფლიოში" - წერენ თაყვანისმცემლები.