სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, რამაც უკან დამხია... თუმცა სულ ვცდილობ მაქსიმალური შედეგი დავდო" - გაიცანით პირველი ქართველი ფრენბურთელი, რომელიც All Star-ის შემადგენლობაშია
"ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, რამაც უკან დამხია... თუმცა სულ ვცდილობ მაქსიმალური შედეგი დავდო" - გაიცანით პირველი ქართველი ფრენბურთელი, რომელიც All Star-ის შემადგენლობაშია

ფრენ­ბურ­თის შე­სა­ხებ არც თუ ისე ხში­რად ვი­გებთ ამ­ბებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სპორ­ტი დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა 24 წლის ანა კა­ლან­და­ძემ უკვე მო­ა­ხერ­ხა და ქარ­თუ­ლი ფრენ­ბურ­თის სა­ხე­ლი სა­ზღვრებს მიღ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის All Star-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვდა და ის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი საკ­ლუ­ბო ტურ­ნი­რის, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­სა­ხელ­და. ანა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფრენ­ბურ­თე­ლია, ვინც მსგავ­სი მას­შტა­ბის აღი­ა­რე­ბა მი­ი­ღო. ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის MVP-ის გა­მო­კი­თხვა­ში მან მთლი­ა­ნო­ბა­ში 23 221 ხმა მი­ი­ღო (41%), რის შე­დე­გა­დაც რუს ვიტა აკი­მო­ვას, შვედ ისა­ბელ ჰა­აკ­სა და ამე­რი­კელ ჯორ­დან ტომპსონს აჯო­ბა.

- რა დო­ნის შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი და რას ნიშ­ნავს ეს ტი­ტუ­ლი თქვენ­თვის?

- მო­გე­სალ­მე­ბით, ჩემ­პი­ონ­თა ლიგა არის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ტურ­ნი­ტი კლუ­ბურ დო­ნე­ზე. ყვე­ლა ფრენ­ბურ­თე­ლის ოც­ნე­ბაა, რომ ამ დო­ნე­ზე იმოღ­ვა­წე­ოს და შეძ­ლოს თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერც კი ვი­აზ­რებ­დი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. ახლა რაც დრო გა­ვი­და, ნელ-ნელა უკვე ვი­აზ­რებ და ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- რა­ტომ ფრენ­ბურ­თი?

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბევრ სპორტთან მქონ­და შე­ხე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ფრენ­ბურთზე შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი. ეს სპორ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­მიყ­ვარ­და და სწო­რედ აქ ვი­პო­ვე ჩემი თავი.

  • 2020 წლი­დან ანა პო­ლო­ნუ­რი კლუბ “დო­ლი­ნა ჟე­შუ­ვეს” ფრენ­ბურ­თე­ლია. მა­ნამ­დე იყო ასე­ვე პო­ლო­ნუ­რი კლუ­ბი “ლოძი", უფრო ადრე კი ის ბერ­ძნულ მარ­კო­პუ­ლოს, თურ­ქუ­ლი სამ­სუნსპო­რი­სა და ასე­ვე თურ­ქუ­ლი ან­კა­რა­შის ღირ­სე­ბას იცავ­და.

- საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს ამ სპორ­ტში და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­შიც მო­გი­წია თა­მა­ში, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და შენი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა?

- რაც ჩე­ე­ხე­ბა ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წი­ნის­გან უკე­თე­სი იყო. ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შემ­ხვდა, ბევ­რი არა­სა­ჭი­რო და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ფაქ­ტე­ბიც იყო, რა­მაც უკან დამ­ხია და ვფიქ­რობ, რომ არა ისი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ახლა ბევ­რად წინ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი დავ­დო და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ასე მოხ­და.

  • ახალ­გაზ­რდა ფრენ­ბურ­თე­ლი სპორ­ტუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. მისი მამა ტიტე კა­ლან­და­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხელ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ, დედა კა­ლათ­ბურ­თე­ლი, ძმა კი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ბურ­თე­ლია.

- ოჯა­ხი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ, რას წარ­მო­ვად­გენ სპორ­ტში, ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩემი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასეთ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნო­ბა?

- ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მით თა­მა­ში ჩემ­თვის ერ­თდრო­უ­ლად არის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყო, ასე­ვე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ცოტა რთუ­ლიც. ფრენ­ბურ­თი ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია და იმე­დი მაქვს, რომ მალე შევ­ძლებთ პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გუ­ლე­ბის გა­ხა­რე­ბას და შემ­დეგ უკვე სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნი სა­ხე­ლის დამ­კვიდ­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

- რო­გო­რი არის თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და რა უნარ-ჩვე­ბებს გაძ­ლევს ფრენ­ბურ­თი?

- ფრენ­ბურ­თი, რო­გორც ყვე­ლა სპორ­ტი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩაფ­ლუ­ლი ამ საქ­მე­ში. სპორ­ტი გვას­წავ­ლის ცხოვ­რე­ბას და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვან და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნად გა­ყა­ლი­ბებს. სულ რამ­დე­ნი­მე რომ ჩა­მოვ­თვა­ლო, ეს იქ­ნე­ბა დის­ციპ­ლი­ნა, რე­ჟი­მი, მენ­ტა­ლუ­რი სიძ­ლი­ე­რე და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

- რაზე ოც­ნე­ბობ­დი ბავ­შვო­ბა­ში?

- ოც­ნე­ბას მე ისეთ რა­ღა­ცე­ებს ვე­ძა­ხი, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იყოს, ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და მიზ­ნე­ბი. ეს მი­ზა­ნი იყო უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზი. ოც­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო იმ ფაქტს, რომ ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი ლი­გის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზი. ეს ორი რამ ძა­ლი­ან შორს არის რე­ა­ლო­ბას­თან ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამი­ტომ მო­ვიხ­სე­ნი­ებ მათ რო­გორც ოც­ნე­ბებს.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი უკვე და­ას­რუ­ლეთ. რო­მელ კლუბ­ში გა­აგ­რძე­ლებთ მოღ­ვა­წე­ო­ბას და რა გაქვთ პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის?

- ახალ სე­ზონს ისევ იმა­ვე გუნდში გა­ვა­ტა­რებ. მიზ­ნე­ბი ისევ და ისევ რჩე­ბა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ნე­ბის­მი­ერ შიდა ტურ­ნირ­ზე და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- იმ ახალ­გაზ­რდებს ვი­საც არ აქვთ სპორტთან შე­ხე­ბა, ურ­ჩევ­დით თუ არა ფრენ­ბურთზე შეს­ვლას და რა­ტომ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას ვურ­ჩევ­დი ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბას. პირ­ველ რიგ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის გამო, რად­გან უნდა გიყ­ვარ­დეს ის, რა­საც აკე­თებ. შემ­დეგ უკვე ცხოვ­რე­ბის გზა გა­ნა­ხებს, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ეს შენი ცხოვ­რე­ბის წესი, მაგ­რამ ცდად ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი ამ ლა­მაზ სპორ­ტს.

- უნდა ვი­კი­თხოთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც, რა ხდე­ბა ამ კუ­თხით?

- პი­რად ცხოვ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ხდე­ბა, ესეც ალ­ბათ ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ არა უშავს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგონა
0

ერთ-ერთი საუკეთესო ქალი სპორტსმენი საქართველოში და ულამაზესი და უნიჭიერესი გოგონა.

მალხაზ ჯობავა
0

მაგარი გოგო, ღერთმა გაუმარჯოს შენს ოჯახს და საქართველოს.

 შენი დიდი ოცნებები აგხდენოდეს, ერის გასახარად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, რამაც უკან დამხია... თუმცა სულ ვცდილობ მაქსიმალური შედეგი დავდო" - გაიცანით პირველი ქართველი ფრენბურთელი, რომელიც All Star-ის შემადგენლობაშია

"ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, რამაც უკან დამხია... თუმცა სულ ვცდილობ მაქსიმალური შედეგი დავდო" - გაიცანით პირველი ქართველი ფრენბურთელი, რომელიც All Star-ის შემადგენლობაშია

ფრენბურთის შესახებ არც თუ ისე ხშირად ვიგებთ ამბებს. საქართველოში ეს სპორტი დღითიდღე ვითარდება, თუმცა 24 წლის ანა კალანდაძემ უკვე მოახერხა და ქართული ფრენბურთის სახელი საზღვრებს მიღმა წარმატებით გაიტანა. საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის All Star-ის შემადგენლობაში მოხვდა და ის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ანა პირველი ქართველი ფრენბურთელია, ვინც მსგავსი მასშტაბის აღიარება მიიღო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP-ის გამოკითხვაში მან მთლიანობაში 23 221 ხმა მიიღო (41%), რის შედეგადაც რუს ვიტა აკიმოვას, შვედ ისაბელ ჰააკსა და ამერიკელ ჯორდან ტომპსონს აჯობა.

- რა დონის შეჯიბრებაზე გვაქვს საუბარი და რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის?

- მოგესალმებით, ჩემპიონთა ლიგა არის ყველაზე პრესტიჟული ტურნიტი კლუბურ დონეზე. ყველა ფრენბურთელის ოცნებაა, რომ ამ დონეზე იმოღვაწეოს და შეძლოს თავის წარმოჩენა. შესაბამისად, ეს წარმატება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში ვერც კი ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ახლა რაც დრო გავიდა, ნელ-ნელა უკვე ვიაზრებ და ნამდვილად სასიამოვნოა ეს ყველაფერი.

- რატომ ფრენბურთი?

- პატარაობიდან ბევრ სპორტთან მქონდა შეხება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფრენბურთზე შევაჩერე არჩევანი. ეს სპორტი ყველაზე მეტად შემიყვარდა და სწორედ აქ ვიპოვე ჩემი თავი.

  • 2020 წლიდან ანა პოლონური კლუბ “დოლინა ჟეშუვეს” ფრენბურთელია. მანამდე იყო ასევე პოლონური კლუბი “ლოძი", უფრო ადრე კი ის ბერძნულ მარკოპულოს, თურქული სამსუნსპორისა და ასევე თურქული ანკარაშის ღირსებას იცავდა.

- საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს ამ სპორტში და სხვადასხვა ქვეყნებშიც მოგიწია თამაში, როგორ ვითარდებოდა შენი სპორტული კარიერა?

- რაც ჩეეხება ჩემი სპორტული კარიერის განვითარებას, ყოველი მომდევნო წელი წინისგან უკეთესი იყო. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, ბევრი არასაჭირო და არასამართლიანი ფაქტებიც იყო, რამაც უკან დამხია და ვფიქრობ, რომ არა ისინი, შეიძლება ახლა ბევრად წინ ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვცდილობ მოცემული სიტუაციიდან მაქსიმალური შედეგი დავდო და საბედნიეროდ, ეს ასე მოხდა.

  • ახალგაზრდა ფრენბურთელი სპორტული ოჯახიდანაა. მისი მამა ტიტე კალანდაძე საქართველოს ხელბურთის ნაკრების ყოფილი ლიდერი და პროფესიონალი ხელბურთელი გახლდათ, დედა კალათბურთელი, ძმა კი ასევე წარმატებული ხელბურთელია.

- ოჯახი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. როგორი პიროვნება ვარ, რას წარმოვადგენ სპორტში, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ძალიან იღბლიანი და მადლიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ნაკრების კაპიტნობა?

- ეროვნული ნაკრების ფორმით თამაში ჩემთვის ერთდროულად არის სასიამოვნო და საამაყო, ასევე საპასუხისმგებლო და ცოტა რთულიც. ფრენბურთი ეროვნულ დონეზე ძალიან სასიამოვნო საყურებელია და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირველ რიგში ქართველი ხალხის გულების გახარებას და შემდეგ უკვე საზღვარგარეთ ჩვენი სახელის დამკვიდრებას საერთაშორისო ასპარეზზე.

- როგორი არის თქვენი ცხოვრების სტილი და რა უნარ-ჩვებებს გაძლევს ფრენბურთი?

- ფრენბურთი, როგორც ყველა სპორტი, ცხოვრების სტილია. ყველანაირად ვართ დამოკიდებული და ჩაფლული ამ საქმეში. სპორტი გვასწავლის ცხოვრებას და ის საზოგადოებაში სრულფასოვან და პატივსაცემ ადამიანად გაყალიბებს. სულ რამდენიმე რომ ჩამოვთვალო, ეს იქნება დისციპლინა, რეჟიმი, მენტალური სიძლიერე და ბრძოლისუნარიანობა.

- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

- ოცნებას მე ისეთ რაღაცეებს ვეძახი, რაც შეიძლება შეუძლებელთან ახლოს იყოს, ამიტომ ბავშვობიდან მქონდა მიზნები. ეს მიზანი იყო უმაღლეს დონეზე ასპარეზი. ოცნება შეიძლება ვუწოდო იმ ფაქტს, რომ ბავშვობიდან მინდოდა ოლიმპიადაზე მონაწილეობა და საქართველოში უმაღლესი ლიგის უმაღლეს დონეზე ასპარეზი. ეს ორი რამ ძალიან შორს არის რეალობასთან ჩემი კარიერის განმავლობაში, ამიტომ მოვიხსენიებ მათ როგორც ოცნებებს.

- წარმატებული სეზონი უკვე დაასრულეთ. რომელ კლუბში გააგრძელებთ მოღვაწეობას და რა გაქვთ პროგრამა მინიმუმი ახალი სეზონისთვის?

- ახალ სეზონს ისევ იმავე გუნდში გავატარებ. მიზნები ისევ და ისევ რჩება პირველი ადგილი ნებისმიერ შიდა ტურნირზე და ჩემპიონთა ლიგის შედეგის გაუმჯობესება, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი.

- იმ ახალგაზრდებს ვისაც არ აქვთ სპორტთან შეხება, ურჩევდით თუ არა ფრენბურთზე შესვლას და რატომ?

- რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი ამ სპორტით დაკავებას. პირველ რიგში სიამოვნების და სიყვარულის გამო, რადგან უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. შემდეგ უკვე ცხოვრების გზა განახებს, რამდენად იქნება ეს შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ცდად ყველას ვურჩევდი ამ ლამაზ სპორტს.

- უნდა ვიკითხოთ პირად ცხოვრებაზეც, რა ხდება ამ კუთხით?

- პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერი ხდება, ესეც ალბათ ჩემი ცხოვრების სტილის დამსახურებაა, მაგრამ არა უშავს, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.