პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან... მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს და მათ შვილებს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი" - პრემიერი
"ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან... მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს და მათ შვილებს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი" - პრემიერი

მე მინ­და ყვე­ლა ჩვენს მტრებს ვუ­სურ­ვო მშვი­დო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, მათ შვი­ლებს მინ­და ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­ველ რიგ­ში, წარ­მა­ტე­ბა, ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტში ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, "ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც შვი­ლებ­ზე გა­და­დი­ან".

"პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რისხზე მინ­და ვთქვა, კი­დევ ერთხელ, ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის მოს­მე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ჩვე­ნი დესტრუქ­ცი­უ­ლი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი და მარ­თლაც, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს ყვე­ლა­ფერს, რომ რა­მე­ნა­ი­რად მო­ახ­დი­ნონ პრო­ვო­ცი­რე­ბა, ადა­მი­ანს მი­ა­ყე­ნონ შე­უ­რა­ცხყო­ფა.

მათ არა­ფე­რი არ დარ­ჩე­ნი­ათ, გარ­და ერ­თი­სა - რომ რა­მე­ნა­ი­რად კი­დევ უფრო მეტი პო­ლა­რი­ზა­ცია შე­მო­ი­ტა­ნონ, და­ძა­ბუ­ლო­ბა, შფოთ­ვა, ქა­ო­სი, არე­უ­ლო­ბა. შემ­თხვე­ვით არ და­ვარ­ქვით ამ ადა­მი­ა­ნებს და მათ პარ­ტი­ას ომის პარ­ტია, ნგრე­ვის, ქა­ო­სის და სიკ­ვდი­ლის პარ­ტია. ყვე­ლა ის უბე­დუ­რე­ბა, რაც მათ მო­უ­ტა­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნას და რაც მათ მმარ­თვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი მხრი­დან კი­დევ უფრო მეტი გო­ნი­ე­რე­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ, მეტი მოთ­მი­ნე­ბა გვმარ­თებს, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მე არა­ვის არ ვუ­პა­სუ­ხებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც შვი­ლებ­ზე გა­და­დი­ან. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის წი­თე­ლი ხაზი, ეს ყო­ველ­გვა­რი ამო­რა­ლუ­რო­ბის და უზ­ნე­ო­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მაგ­რამ მე მინ­და ყვე­ლა ჩვენს მტრებს ვუ­სურ­ვო მშვი­დო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, მათ შვი­ლებს მინ­და ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­ველ რიგ­ში, წარ­მა­ტე­ბა, ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

ნაცების და ქოცების გულისთვის დავჭამოთ ერთმანეთი ქართველებო!!! ისინი კი არიან ნეტარებაში, ჩვენ ვიკითხოთ ერთმანეთის ჭამაში რომ ვანგრევთ სამშობლოს მომავალს.

მ.ბეთანელი
0

ვინ არიან მტრები???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან... მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს და მათ შვილებს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი" - პრემიერი

"ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან... მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს და მათ შვილებს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი" - პრემიერი

მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან".

"პოლარიზაციის ხარისხზე მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რამენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა.

მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა - რომ რამენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის პარტია, ნგრევის, ქაოსის და სიკვდილის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება. მე არავის არ ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია. ეს არის წითელი ხაზი, ეს ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია, მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა პრემიერმა.