მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტურა ხარ-მეთქი... ფარჩაკო, შენ!“ - დაპირისპირება პარლამენტში: პაატა მანჯგალაძის პრემიერისადმი მიმართვას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
"ტურა ხარ-მეთქი... ფარჩაკო, შენ!“ - დაპირისპირება პარლამენტში: პაატა მანჯგალაძის პრემიერისადმი მიმართვას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ხმა­უ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყოს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით გა­მო­დის. არე­უ­ლო­ბა "სტრა­ტე­გია აღა­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა.

- თქვენ ატე­რო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­თომ დიდი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ხართ და თქვენ მო­უ­ტა­ნეთ ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა - სა­ნერ­ვი­უ­ლო გაქვთ თქვენ, ბო­დი­ში თქვენ გაქვთ მო­სახ­დე­ლი, რომ ქვე­ყა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და ამას აკარ­გვი­ნებთ, - ასე მი­მართ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

რო­გორც მან­ჯგა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ე­რის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნა­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი პა­თო­სი, და­გეშ­ვა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი იყო.

"კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვა­ტყობ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ხე­ზე, პრე­მი­ე­რიც კმა­ყო­ფი­ლია ამ სი­ძულ­ვი­ლის, ზი­ზღის, მო­სახ­ლე­ო­ბის და­გე­შე­ბის რი­ტო­რი­კით და ამას უკ­რავთ ტაშს.

თქვენ ახლა ტაშს უკ­რავთ და ახა­ლი­სებთ ძა­ლა­დო­ბას, იმ ძა­ლა­დო­ბას, რო­მელ­საც ვხე­დავთ ბოლო დღე­ებ­ში. ზურა ჯა­ფა­რი­ძეს, სტუ­დენ­ტებს, მიშა მშვილ­და­ძეს და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს მი­უ­ვარ­დნენ. თქვენ ახა­ლი­სებთ ამ ქმე­დე­ბე­ბით პო­ლა­რი­ზე­ბას, თქვენ ახა­ლი­სებთ ამ ყვე­ლა­ფერს, საღ­ლი­ცი­ნოდ საქ­მე არ გვაქვს. ამას­თან ერ­თად, ატე­რო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ვი­თომ, დიდი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი ხართ და თქვენ მო­უ­ტა­ნეთ ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა. ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თავ­და­დე­ბულ­მა ბრძო­ლამ, მათ შო­რის, იმ ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის, რომ­ლე­ბიც იქ იბ­რძვი­ან. პუ­ტინ­მა ღიად გა­მო­ა­ცხა­და, რომ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა იყო ამო­ცა­ნა, მაგ­რამ კი­ევ­თან წა­იმ­ტვრია კი­სე­რი. კი­ე­ვი, რომ და­ცე­მუ­ლი­ყო და არ ყო­ფი­ლი­ყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, თქვენ რას აპი­რებ­დით? სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­სა­ვით უომ­რად შე­მო­უ­ძღვე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს? რო­გორ იცი­ლებ­დით რუ­სეთ­თან ომს, მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ იცი­ლებ­და რუ­სეთ­თან ომს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­დე­საც პუ­ტინ­მა პირ­და­პირ გა­მო­ა­ცხა­და, რომ საბ­ჭო­თა ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნა იყო ამო­ცა­ნა, წი­თე­ლი დრო­შით მი­ად­გნენ კი­ევს. რა­ტომ ატე­რო­რებთ მო­სახ­ლე­ო­ბას? რა­ტომ უწყობთ ხელს ძა­ლა­დო­ბას?

ერთი რამ მო­მე­წო­ნა მხო­ლოდ თქვენ გა­მოს­ვლა­ში, რე­ზერვთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ღაც თქვით. და­ნარ­ჩე­ნი იყო ბოლ­შე­ვი­კუ­რი პა­თო­სი, და­გეშ­ვა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, სი­ძულ­ვი­ლი. სა­ნერ­ვი­უ­ლო გაქვთ თქვენ, ბო­დი­ში თქვენ გაქვთ მო­სახ­დე­ლი, რომ ქვე­ყა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და ამას აკარ­გვი­ნებთ. სამი რე­ზო­ლუ­ცია მი­ვა­ღე­ბი­ნეთ "ალ­დეს“, სა­დაც უპი­რო­ბოდ და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რო­ბოდ ეკუთ­ვნის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, თქვენ რა გა­ა­კე­თეთ?!“ - აღ­ნიშ­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, რა­საც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცდე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ მან­ჯგა­ლა­ძეს მი­მარ­თა, რომ ღირ­სე­ბა­სა და კა­ცო­ბა­ზე ნუ სა­უბ­რობს.

"ვა­შა­ძემ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნა და რუ­სებს მი­ა­ქი­რა­ვა {ად­გი­ლი} და შენ მე­ლა­პა­რა­კე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და კა­ცო­ბა­ზე?!“, - აღ­ნიშ­ნა ზარ­ქუ­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს "ფარ­ჩა­კი" უწო­და და შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა: "ტურა ეს, ტურა ხარ-მეთ­ქი...ფარ­ჩა­კო, შენ!“.

არა­ვის ეში­ნია მათი. ვი­ცით, რა ძა­ლას­თან გვაქვს საქ­მე. არ ვა­პი­რებთ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ თავ­დაც­ვა­ზე უარს ვერ ვი­ტყვით - მეს­მო­და უკ­ნი­დან, გა­რეთ აპი­რებ­დნენ საქ­მის გარ­ჩე­ვას, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ­მა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით.

მისი თქმით, მათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ­ხი­ლეს, სა­პა­სუ­ხოდ კი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

"არა­ვის ეში­ნია მათი. ვი­ცით, რა ძა­ლას­თან გვაქვს საქ­მე. არ ვა­პი­რებთ ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ თავ­დაც­ვა­ზე უარს ვერ ვი­ტყვით. როცა უსა­მარ­თლოდ გეს­ხმი­ან თავს, ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი. არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვე­ნი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა, იყო მხი­ლე­ბა და ფაქ­ტე­ბი, ამ მხი­ლე­ბა­ზე ჰქონ­დათ "ოც­ნე­ბის" ცალ­კე­ულ დე­პუ­ტა­ტებს ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა. მე მზად ვარ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რის­თვის, რომ მათ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვი­სა­უბ­როთ 12 პუნ­ქტი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, ასე­ვე, ჰქონ­დათ სურ­ვი­ლი სხვა ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რის და არც მა­გა­ში მაქვს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ცა­ვად მზად ვარ ყვე­ლა­ფერ­ზე. გა­ვი­დეთ, და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რე­ბი იძახ­დნენ, მეს­მო­და უკ­ნი­დან, რომ გა­რეთ აპი­რებ­დნენ საქ­მის გარ­ჩე­ვას. მე მზად ვარ, გა­მო­სუ­ლი ვარ, თუ უნ­დათ და­ვი­ლა­პა­რა­კოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ან­გა­რიშს, იყო ბოლ­შე­ვი­კურ პა­თოს­ში. მარ­ტი­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს, თუ ასე კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ტომ გარ­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?!"- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფშაველი
1

არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა 90- იანებში ლუსტრაციის კანონს და რატომ? მოქალაქეთა კავშირი რუსეთის კგბ შექმნა და ძირითადი ბირთვი მისი აგენტურა იყო, ისევე როგორც კიტოვანი, სიგუა და ჯაბა, ოღონდ სხვადასხვა რეზიდენტები ჰყავდათ, თორემ 1992 წლის 25 დეკემბერს როგორც კი კიტოვანს გაუჭირდა და გაქცევას აპირებდა, კგბ-მ ეგრევე ჯაბა და სხვა მისიანები კგბ -ს ციხიდან გამოუშვა, რომ კიტოვანს დახმარებოდნენ; მე ვიცი რომ მაშინ გოგა ხაინდრავა ლესელიძის ქუჩის ბოლოში თავის ბანდით იდგა და ზვიადისტებს ესროდა; ეხლა ვინმეს ეჭვი გეპარებათ მოსკოვის გარეშე რომ ეს მოხდებოდა? გამსახურდიას წინააღმდეგ რა ძალები იქნენ ჩართული;+შევარდნაძე, რომელიც პოლიტბიურომ გამოუშვა, აი ამ მოღალატეებს რაღათ უნდოდათ ლუსტრაცია? ეგ ერთი, ეხლა მეორე: დღეს პოლიტიკოსების 99 პროცენტი ხელფასს იღებს ან ამერიკისგან, ან რუსებისგან, ზოგიერთს ვითომ დასავლეთის მომხრეს შეიძლება მესამე პირის დახმარებით ისევ მოსკოვი უხდის ხელფასს; ფული ყველას უნდა, პოლიტიკაში ისე არიან გაწუწკებულები რომ, უფულოდ ზოგიერთი შეიძლება მეუღლესაც აღარ აძლევს.... და ამნაირი - პოლიტიკაში დაახლოებით 90 პროცენტია - როგორ ველაპარაკოთ მათ სამშობლოზე, ხალხის გასაჭირზე და სხვა...როგორც კახელები იტყვიან ვირი გინდა ოპერაში წაიყვანე და გინდ კონსერვატორიაში მაინც ვირად დარჩებაო; დღეს ყველაზე კარგი ლუსტრაციაა -ხელფასს სად იღებს პოლიტიკოსი, ან მისი ოჯახის წევრები სად მუშაობენ; დღეს ვინც ქოცია 99 პროცენტი თანამდებობაზეა, ეს 2011 წელს რომ ვინც ნაცი იყო იმნაირი კატეგორიაა; მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს დანარჩენი მაგათ ფეხებზე კიდიათ....

ზუსტადაც
3

სუ ტურბი ხართ პარლამენტში! მანდილოსნებთან ბოდიშით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, თქვენი მამები და მეუღლეებია ტურები! 

ავტორი:

"ტურა ხარ-მეთქი... ფარჩაკო, შენ!“ - დაპირისპირება პარლამენტში: პაატა მანჯგალაძის პრემიერისადმი მიმართვას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

"ტურა ხარ-მეთქი... ფარჩაკო, შენ!“ - დაპირისპირება პარლამენტში: პაატა მანჯგალაძის პრემიერისადმი მიმართვას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. არეულობა "სტრატეგია აღამაშენებლის" დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებას მოჰყვა.

- თქვენ ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას, ვითომ დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა - სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ, - ასე მიმართ პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაში ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება და სიძულვილი იყო.

"კმაყოფილებას ვატყობ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეზე, პრემიერიც კმაყოფილია ამ სიძულვილის, ზიზღის, მოსახლეობის დაგეშების რიტორიკით და ამას უკრავთ ტაშს.

თქვენ ახლა ტაშს უკრავთ და ახალისებთ ძალადობას, იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავთ ბოლო დღეებში. ზურა ჯაფარიძეს, სტუდენტებს, მიშა მშვილდაძეს და ლევან ბერძენიშვილს მიუვარდნენ. თქვენ ახალისებთ ამ ქმედებებით პოლარიზებას, თქვენ ახალისებთ ამ ყველაფერს, საღლიცინოდ საქმე არ გვაქვს. ამასთან ერთად, ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას ვითომ, დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა. ქვეყანას მშვიდობა მოუტანა უკრაინელების თავდადებულმა ბრძოლამ, მათ შორის, იმ ქართველი ბიჭების, რომლებიც იქ იბრძვიან. პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, მაგრამ კიევთან წაიმტვრია კისერი. კიევი, რომ დაცემულიყო და არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, თქვენ რას აპირებდით? სერგო ორჯონიკიძესავით უომრად შემოუძღვებოდით საქართველოს? როგორ იცილებდით რუსეთთან ომს, მაინტერესებს. მაინტერესებს, როგორ იცილებდა რუსეთთან ომს ღარიბაშვილი, როდესაც პუტინმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, წითელი დროშით მიადგნენ კიევს. რატომ ატერორებთ მოსახლეობას? რატომ უწყობთ ხელს ძალადობას?

ერთი რამ მომეწონა მხოლოდ თქვენ გამოსვლაში, რეზერვთან დაკავშირებით, რაღაც თქვით. დანარჩენი იყო ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება, სიძულვილი. სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ. სამი რეზოლუცია მივაღებინეთ "ალდეს“, სადაც უპირობოდ დავადასტურეთ, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ რა გააკეთეთ?!“ - აღნიშნა მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას, რასაც ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, აღნიშნული განცდების შემდეგ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს მიმართა, რომ ღირსებასა და კაცობაზე ნუ საუბრობს.

"ვაშაძემ საკუთარი ოჯახის წევრი სხვაგან გადაიყვანა და რუსებს მიაქირავა {ადგილი} და შენ მელაპარაკები ღირებულებასა და კაცობაზე?!“, - აღნიშნა ზარქუამ.

ამასთანავე, “ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, პაატა მანჯგალაძეს "ფარჩაკი" უწოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ტურა ეს, ტურა ხარ-მეთქი...ფარჩაკო, შენ!“.

არავის ეშინია მათი. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე. არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით - მესმოდა უკნიდან, გარეთ აპირებდნენ საქმის გარჩევას, - განაცხადა ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მათ "ქართული ოცნება" ამხილეს, საპასუხოდ კი ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"არავის ეშინია მათი. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე. არ ვაპირებთ ძალადობას, მაგრამ თავდაცვაზე უარს ვერ ვიტყვით. როცა უსამართლოდ გესხმიან თავს, ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი. არანაირი შეურაცხყოფა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, იყო მხილება და ფაქტები, ამ მხილებაზე ჰქონდათ "ოცნების" ცალკეულ დეპუტატებს ძალადობის მცდელობა. მე მზად ვარ, ინტელექტუალური შეჯიბრისთვის, რომ მათ ტელევიზიებში ვისაუბროთ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე, ქვეყნის პერსპექტივაზე, ასევე, ჰქონდათ სურვილი სხვა ფორმატში შეხვედრის და არც მაგაში მაქვს წინააღმდეგობა. საქართველოს დასაცავად მზად ვარ ყველაფერზე. გავიდეთ, დავილაპარაკოთო - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, "ხალხის ძალის" წევრები იძახდნენ, მესმოდა უკნიდან, რომ გარეთ აპირებდნენ საქმის გარჩევას. მე მზად ვარ, გამოსული ვარ, თუ უნდათ დავილაპარაკოთ.

რაც შეეხება ანგარიშს, იყო ბოლშევიკურ პათოსში. მარტივი კითხვა არსებობს, თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.