ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.
“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო - მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) - დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარში პრიგოჟინი მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის გადაცემას, ასევე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა.
“ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა - ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
წაიკითხეთ ასევე:
თურმე პრიგოჟინმა ნაცები გაახარა ასე გონია ვინმე კოკორას!!! და პუტინი ე.ი. ქოცებს ახარებს და ნაცებიც ამას ამბობენ. მოკლედ რას ბოდიალობენ ეს ქოცები თავად ვერ ხვდებიან. როგორ გაეხარდათ პუტინის "ვაჟკაცობა" ნეტა მაგათ ქრიას. სასიხრულო ის არის რომ უკრაინა წინ მიდის ბრძოლაში და მე კი შემშურდა კეთილი შურით ალექ. რეზნიკოვის ჰაბიტუსისაც და გამონათქვამებისაც .. ჩვენსას ბევრად ჯობია!!!
ყოჩაღ ბატკა! პუტინის რისხვა ააცილა დაჩაგრულ პრიგოჟინს, კაცს აღარ აწვდიდნენ იარაღს, ბომბავდნენ იქიდან უკრაინელები, აქედან რუსები,, ფული და განძეული წაართვეს და მშვიდობიანი საპროტესტო მარშიც აღარ უნდა მოეწყო? თან საქართველოს ნაცებიც გაახარა და მიიმხრო, ერთბაშად ხუთი კურდღელი დაიჭირა, ომს მოშორდაა ბატკასთან გადავიდა ,ფული დაიბრუნა, პუტინი შეაშინა, და ნაციონალები გაახარა ეს კაცი გენიოსი ყოფილა და ვერ გაგვიგია