მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიას მამამ სიურპრიზი გაუკეთა..." - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის დაბადების დღე სკანდალად იქცა: ნიას დედის, მსახიობ ენდი ძიძავას კომენტარი
"ნიას მამამ სიურპრიზი გაუკეთა..." - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის დაბადების დღე სკანდალად იქცა: ნიას დედის, მსახიობ ენდი ძიძავას კომენტარი

22 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რეს­ტო­რან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი ჩანს, რომ წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბი­ან მომ­ღერ­ლე­ბი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, მეგი გო­გი­ტი­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, მიშა სუ­ლუ­ხია, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. სა­ღა­მოს ეს­წრე­ბა ასე­ვე სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად "სამ­შობ­ლოს“ მღე­რის.

ბა­ნერ­ზე, რომ­ლის ფონ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი მღე­რი­ან წე­რია Happy birthday Nia. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ბი­ლეს ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლის (ქუ­თა­ის­კის) ქა­ლიშ­ვი­ლი, ნია კო­ღუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და.

მომ­ღე­რა­ლი მიშა სუ­ლუ­ხია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მოს­კოვ­ში 6 წლის უნა­ხა­ვი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­ვი­და.

მიშა სუ­ლუ­ხია სა­ღა­მოს სტუ­მარ­თან ერ­თად

"უიჰ, რო­გორც იქნა მეც გა­ვეხ­ვიე ერთ ნორ­მა­ლურ სკან­დალ­ში. კი ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში 6 წლის უნა­ხა­ვი დის სა­ნა­ხა­ვად და მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­ვე­დი, ჩემი მე­გობ­რის. სცე­ნა­ზეც ავე­დი. ვინ­მეს მარ­თლა ჰგო­ნია, რომ ეს კონ­ცერ­ტი იყო და ამა­ში ფული ავი­ღე? - არა, არ არის მარ­თა­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბა ცუდი საქ­მეა, არ ვიცი, ეს ვინ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ იცო­დეთ რომ ეს არც კონ­ცერ­ტი და არც არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე იყო და იქ შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ...

სა­ჯა­რო შე­ფა­სე­ბე­ბის დროს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნა და უფრო მეტი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის გვერ­დით დად­გო­მა სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტად ფორ­მუ­ლი­რე­ბაა..."

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეც მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო ჩა­სუ­ლი და მას ამის­თვის ჰო­ნო­რა­რი არ აუ­ღია.

ვინ არის ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი

ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი (ქუ­თა­ის­კი) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ქურ­დია. რუ­სულ მე­დი­ა­ში მას კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში პირ­ველ ნო­მერ­საც კი უწო­დე­ბენ.

ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, ოჯახ­თან ერ­თად.

კო­ღუ­აშ­ვი­ლი რუ­სე­თის დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს ლი­დე­რის კა­ლა­შო­ვის (შაქ­რო მა­ლა­დოი) მოს­კო­ველ მემ­კვიდ­რედ ით­ვლე­ბა. ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბია არ ჩა­მო­სუ­ლა. ბოლო წლებ­ში ის რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, თურ­ქეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ნია კო­ღუ­აშ­ვი­ლი ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლი­სა და ენდი ძი­ძა­ვას სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლია. ქალ­ბა­ტონ ენ­დის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ის ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, თა­მა­შობ­და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში,“ სა­დაც ჩი­კას დე­დას ასა­ხი­ე­რებ­და.

ენდი ძი­ძა­ვა, კად­რი ფილ­მი­დან, სა­დაც აფხა­ზი დე­დის როლს თა­მა­შობს

ქალ­ბა­ტონ­მა ენ­დიმ მომ­ხდა­რის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

"მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მის და­ბა­დე­ბის დღეს 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რედ შეხ­ვდა მა­მას­თან ერ­თად! ნიას მამა მის და­ბა­დე­ბა­საც არ დას­წრე­ბია...

ყვე­ლა იქ მყო­ფი მომ­ღე­რა­ლი ოჯა­ხის უახ­ლო­ე­სია და შე­წყვი­ტეთ მათ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბა თან­ხე­ბის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბოთ! ვინც მიც­ნობს ყვე­ლამ იცის, რომ არ მჩვე­ვია და­მალ­ვე­ბი. პა­სუ­ხე­ბი ყო­ველ­თვის მაქვს კი­თხვე­ბე. აქ ვარ! მკი­თხეთ და გი­პა­სუ­ხებთ!

იქამ­დე კი, კი­დევ ერთხელ დავ­წერ.

ამ ადა­მი­ა­ნებს ჰყავთ ოჯა­ხე­ბი. აქვთ ლხი­ნის და ჭი­რის დღე­ე­ბი და მი­ნი­მუმ ამ დღე­ებ­ში უნდა ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა რა­მო­დე­ნი­მე დღით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის, თუმ­ცა...

გრუზ 200-ზე რომ ატყდე­ბა ხოლ­მე ამ­ბა­ვი, ამის მერე რა გინ­და თქვა ადა­მი­ან­მა?.."

Ambebi.ge ქალ­ბა­ტონ ენ­დის, კო­მენ­ტარ­ზე და­უ­კავ­შირ­და, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნია მა­მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობს და სწო­რედ მა­მის სურ­ვი­ლი იყო, რომ ოქ­როს იუ­ბი­ლე შვილ­თან ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. თა­ვად კი მოს­კოვ­ში არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ის და მისი შვი­ლის მამა კარ­გა ხა­ნია არ ცხოვ­რო­ბენ ერ­თად.

- ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მას იმ­დე­ნად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, რომ საფ­რან­გე­თი და­ტო­ვა, სა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გა­ვი­და და მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. აქაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტია.

აქვე თე­ატ­რის სიყ­ვა­რუ­ლით (მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და) შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის კო­ნო­სა და თე­ატ­რის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ბა­დე­ბის დღეს, ნია მა­მას უიშ­ვი­ა­თე­სად ნა­ხუ­ლობს. ახლა ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და მა­მამ სთხო­ვა მას­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა სულ რა­ღაც ორი დღე. სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა და მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი შეკ­რი­ბა. ეს იყო და ეს. ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია. გუ­შინ დი­ლით ჩა­მოფ­რინ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ნიას მამამ სიურპრიზი გაუკეთა..." - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის დაბადების დღე სკანდალად იქცა: ნიას დედის, მსახიობ ენდი ძიძავას კომენტარი

"ნიას მამამ სიურპრიზი გაუკეთა..." - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის დაბადების დღე სკანდალად იქცა: ნიას დედის, მსახიობ ენდი ძიძავას კომენტარი

22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად "სამშობლოს“ მღერის.

ბანერზე, რომლის ფონზეც ქართველები მღერიან წერია Happy birthday Nia. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს ქართველი კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილი, ნია კოღუაშვილი აღნიშნავდა.

მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვში 6 წლის უნახავი მეგობრის დაბადების დღეზე ჩავიდა.

მიშა სულუხია საღამოს სტუმართან ერთად

"უიჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში. კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის. სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე? - არა, არ არის მართალი.

საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ...

საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა..."

  • სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნუცა ბუზალაძეც მეგობრის დაბადების დღეზე იყო ჩასული და მას ამისთვის ჰონორარი არ აუღია.

ვინ არის ბადრი კოღუაშვილი

ბადრი კოღუაშვილი (ქუთაისკი) ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდია. რუსულ მედიაში მას კრიმინალურ სამყაროში პირველ ნომერსაც კი უწოდებენ.

ბადრი კოღუაშვილი წლების წინ, ოჯახთან ერთად.

კოღუაშვილი რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის კალაშოვის (შაქრო მალადოი) მოსკოველ მემკვიდრედ ითვლება. ბადრი კოღუაშვილი საქართველოში წლებია არ ჩამოსულა. ბოლო წლებში ის რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და ბელარუსში გადაადგილდებოდა.

ნია კოღუაშვილი ბადრი კოღუაშვილისა და ენდი ძიძავას საერთო ქალიშვილია. ქალბატონ ენდის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია, თამაშობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში,“ სადაც ჩიკას დედას ასახიერებდა.

ენდი ძიძავა, კადრი ფილმიდან, სადაც აფხაზი დედის როლს თამაშობს

ქალბატონმა ენდიმ მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა...

"მზად ვარ ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია...

ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებოთ! ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ!

იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ.

ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამოდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა...

გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?.."

Ambebi.ge ქალბატონ ენდის, კომენტარზე დაუკავშირდა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ნია მამას იშვიათად ნახულობს და სწორედ მამის სურვილი იყო, რომ ოქროს იუბილე შვილთან ერთად გაეტარებინა. თავად კი მოსკოვში არ ყოფილა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის და მისი შვილის მამა კარგა ხანია არ ცხოვრობენ ერთად.

- ნია საქართველოში ცხოვრობს. მას იმდენად უყვარს საქართველო, რომ საფრანგეთი დატოვა, სადაც წარმატებული სტუდენტი იყო და საქართველოში ჩამოვიდა. ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სტუდენტია.

აქვე თეატრის სიყვარულით (მსახიობობა უნდოდა) შოთა რუსთაველის სახელობის კონოსა და თეატრის სახელწიფო უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია.

რაც შეეხება დაბადების დღეს, ნია მამას უიშვიათესად ნახულობს. ახლა ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და მამამ სთხოვა მასთან გაეტარებინა სულ რაღაც ორი დღე. სიურპრიზი გაუკეთა და მის დაბადების დღეზე უახლოესი ადამიანები შეკრიბა. ეს იყო და ეს. ახლა უკვე საქართველოშია. გუშინ დილით ჩამოფრინდა.

წაიკითხეთ ასევე: