პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი გადატანილ დაავადებაზე: როგორ დაამარცხა მანუ თავაძემ ანორექსია
"გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი გადატანილ დაავადებაზე: როგორ დაამარცხა მანუ თავაძემ ანორექსია

მანუ თა­ვა­ძე მსა­ხი­ო­ბე­ბის, ნიკა თა­ვა­ძი­სა და ნატა მურ­ვა­ნი­ძის შვი­ლი. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა, რო­გორ და­ა­მარ­ცხა ანო­რექ­ცია და ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ჰყვე­ბა:

“ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ოდეს­მე სა­კუ­თარ თავ­ზე ანო­რექ­სი­ის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა მო­მი­წევ­და. ჩვე­ნი თა­ო­ბა მგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით არის კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბის საფრ­თხის ქვეშ, რად­გან მუდ­მი­ვი კო­მერ­ცი­რე­ბა იმის, თუ რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რო­გორ ვი­ვარ­ჯი­შოთ, რომ შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დებ­ზე.

დავ­დი­ო­დი ბა­ლეტ­ზე, ვა­და­რებ­დი ჩემს თავს სხვა ბავ­შვებს, იმ­დე­ნად ჩვე­ვა­ში გა­და­მი­ვი­და ეს, რომ ვის­თან ერ­თა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყვე­ლას ვა­და­რებ­დი ჩემს სხე­ულს. ასე გაგ­რძელ­და მა­ნამ, სა­ნამ თავი საფრ­თხე­ში არ ჩა­ვიგ­დე.რო­დე­საც სიმპტო­მე­ბი და­მე­წყო 17 წლის ვი­ყა­ვი, აბი­ტუ­რი­ენ­ტი, და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და სტრე­სის გარ­და, და­ვი­წყე ჩემ გარ­შე­მო გამ­ხდარ ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. რო­გორ იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ ყვე­ლას რა­ტომ­ღაც იმ ადა­მი­ან­თან სურ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ვინც გამ­ხდა­რი იყო.

და­ვი­ჯე­რე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მეც მათ უნდა დავ­მსგავ­სე­ბო­დი. ნელ-ნელა და­ვი­წყე ჩემს რა­ცი­ონ­ში საკ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა და თავს ვა­ჯე­რებ­დი, რომ ეს ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იყო. ჩემს თავს რი­ტუ­ა­ლე­ბი და­ვუ­წე­სე, რაც შე­ი­ცავ­და საჭ­მლის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბას კონ­კრე­ტულ დროს. მათი შეს­რუ­ლე­ბი­სას ყო­ველ დღე თავ­და­ჯე­რე­ბა მე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ვსუს­ტდე­ბო­დი. ვგრძნობ­დი, რომ შიმ­ში­ლის­გან თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და და ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებ­და, მაგ­რამ თავს ვა­ჯე­რებ­დი, რომ ეს გა­და­ტა­ნი­ლი კო­ვი­დის ბრა­ლი იყო. სა­წყის ეტაპ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცია მი­ჭირ­და, რად­გან საჭ­მელ­ზე ფიქ­რობ­და ჩემი ტვი­ნი, მაგ­რამ ამ აზ­რებს ვთრგუ­ნავ­დი.

და­ი­წყო დეპ­რე­სია, შე­მი­წყდა მენსტრუ­ა­ცია. შემ­დე­გი ეტა­პი უკვე ის იყო, რომ ტვი­ნი ვე­ღარ აღიქ­ვამ­და საფრ­თხეს, გული შე­ნე­ლე­ბუ­ლი მქონ­და და ყო­ველ წამს მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდე­ბო­დი. მაგ­რამ ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­ჯე­რებს, რომ იმის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, რომ ზუს­ტად ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი. ასე გაგ­რძელ­და 2021 წლის დე­კემ­ბრამ­დე, სა­ნამ კლი­ნი­კა­ში არ ამოვ­ყა­ვი თავი.2021 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩემ­მა ექიმ­მა ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი რომ ნახა, თვა­ლებ­ზე ცრემ­ლე­ბი მო­ად­გა. მიხ­ვდა, რომ შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბო­და და კლი­ნი­კა­ში და­წო­ლის გარ­და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობ­და. პირ­ვე­ლად სწო­რედ კლი­ნი­კა­ში გან­ვი­ცა­დე პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა და მივ­ხვდი, რომ არ მინ­დო­და სიკ­ვდი­ლი.

და­ვი­წყე ჩემი თა­ვის გვერ­დი­დან აღ­ქმა, რო­გორ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი ჩემს თავს სხვა რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი ორ­გა­ნიზ­მის გვერ­დი­დან და­ნახ­ვა ვის­წავ­ლე. სა­წყის ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, მაგ­რამ იმის­თვის არი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ გი­თხრან ეს სირ­თუ­ლე რო­გო­რი ბუ­ნებ­რი­ვია. კლი­ნი­კი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სახ­ლში გა­ვაგ­რძე­ლე ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა. ყო­ველ ლუკ­მა­ზე ჩემი ხელი ეჭი­რათ და ყო­ვე­ლი ტი­რი­ლის დროს ზუს­ტად იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რაც მჭირ­დე­ბო­და, რომ მო­მეს­მი­ნა.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. შენს თავს ებ­რძვი ყო­ველ პა­ტა­რა ნა­ბიჯ­სა და გა­მოწ­ვე­ვა­ზე.სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კლი­ნი­კა, რაც უდი­დეს პრობ­ლე­მად მი­მაჩ­ნია. ამ კლი­ნი­კებ­ში ხდე­ბა კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემს გარ­შე­მო ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი შე­იკ­რა, რათა გა­მოვ­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა მსგავ­სი კლი­ნი­კე­ბის არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბით აშ­ლი­ლო­ბებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თე­მაა და შე­სა­ბა­მი­სად მე იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მჭირ­დე­ბო­და იყო ის, რომ ვინ­მეს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ზუს­ტად გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა და ეთ­ქვა, რომ მარ­ტო არ ვარ.

გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ შენ­ში არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ უნდა იპო­ვო ძალა, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის­თვის ან თუნ­დაც იმი­ტომ გა­აგ­რძე­ლო სი­ცო­ცხლე, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი იყო. ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა იყო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ უც­ნა­ურ ჩვე­ვებს და კვე­ბით დარ­ღვე­ვებს თა­ვი­დან­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ, რად­გან მერე და მერე უფრო რთულ­დე­ბა ამ ჯურღმუ­ლი­დან ამოს­ვლა.სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც ციკ­ლი აღ­მიდ­გა, სხე­უ­ლი უკვე კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

რა თქმა უნდა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ფე­რი ამით არ გვარ­დე­ბა, მაგ­რამ დროს­თან ერ­თად იწყებ შენი ორ­გა­ნიზ­მის მე­ქა­ნიზ­მის და­ფა­სე­ბას და აღიქ­ვამ, თუ რამ­დენს შრო­მობს იმის­თვის, რომ იცო­ცხლო. ახლა ბედ­ნი­ე­რი ვარ და რაც მთა­ვა­რია ტყუ­ი­ლე­ბის გა­რე­შე ვარ ის, ვინც ვარ და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავს გვერ­დით, რომ­ლებ­საც უპი­რო­ბოდ ვუყ­ვარ­ვარ და ვჭირ­დე­ბი.სხვა ვე­რა­ვინ გიშ­ვე­ლის, თუ არა შენი თავი. და საკ­მა­რი­სად უნდა გვიყ­ვარ­დეს ჩვე­ნი თავი, რომ ამ ურ­თუ­ლე­სი გზის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ მივ­ხვდეთ, რომ ძლი­ე­რე­ბი ვართ. ყვე­ლა კვე­ბით აშ­ლი­ლო­ბას კომ­ფორ­ტის ზო­ნის დარ­ღვე­ვის სიძ­ნე­ლე ახ­ლავს. უბ­რა­ლოდ ცვლი­ლე­ბის გე­ში­ნია და გგო­ნია, რომ ასე უფრო მშვი­დად ხარ, ცვლი­ლე­ბე­ბი კი აგ­რევს. სწო­რედ ცვლი­ლე­ბე­ბი და ში­შის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბაა ხსნა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ში­შის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს მანუ თა­ვა­ძე.

(მა­ნუს ამ­ბა­ვი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე GrlzWave)

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
1

მიმბაძველობა ყველაფერ საშინელი დაავადებაა, რატომ არ გინდა იყო ისეთი როგორც ბუნებამ მოგანიჭა.

ირინა
2

შემძრა ამ ამბავმა ..ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ მშვენიერ გოგონას.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი გადატანილ დაავადებაზე: როგორ დაამარცხა მანუ თავაძემ ანორექსია

"გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი გადატანილ დაავადებაზე: როგორ დაამარცხა მანუ თავაძემ ანორექსია

მანუ თავაძე მსახიობების, ნიკა თავაძისა და ნატა მურვანიძის შვილი. ის საზოგადოებას უყვება, როგორ დაამარცხა ანორექცია და ამ დაავადებასთან ბრძოლაზე საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება:

“ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე საკუთარ თავზე ანორექსიისგან თავის დაღწევის ისტორიის მოყოლა მომიწევდა. ჩვენი თაობა მგონია, რომ განსაკუთრებით არის კვებითი აშლილობების საფრთხის ქვეშ, რადგან მუდმივი კომერცირება იმის, თუ როგორ უნდა ვიკვებოთ, როგორ ვივარჯიშოთ, რომ შემდეგ ბედნიერები და წარმატებულები ვიყოთ, ძალიან მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე და განსაკუთრებით მოზარდებზე.

დავდიოდი ბალეტზე, ვადარებდი ჩემს თავს სხვა ბავშვებს, იმდენად ჩვევაში გადამივიდა ეს, რომ ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყველას ვადარებდი ჩემს სხეულს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თავი საფრთხეში არ ჩავიგდე.როდესაც სიმპტომები დამეწყო 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, და გაუთავებელი დავალებებისა და სტრესის გარდა, დავიწყე ჩემ გარშემო გამხდარ ადამიანებზე დაკვირვება. როგორ იკვებებოდნენ, დავაფიქსირე, რომ ყველას რატომღაც იმ ადამიანთან სურდა ურთიერთობა, ვინც გამხდარი იყო.

დავიჯერე, რომ საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო რომ ვყოფილიყავი, მეც მათ უნდა დავმსგავსებოდი. ნელ-ნელა დავიწყე ჩემს რაციონში საკვების შემცირება და თავს ვაჯერებდი, რომ ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ჩემს თავს რიტუალები დავუწესე, რაც შეიცავდა საჭმლის გარკვეული რაოდენობის მიღებას კონკრეტულ დროს. მათი შესრულებისას ყოველ დღე თავდაჯერება მემატებოდა, მაგრამ ამავდროულად, ვსუსტდებოდი. ვგრძნობდი, რომ შიმშილისგან თავბრუ მეხვეოდა და ხელები მიკანკალებდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს გადატანილი კოვიდის ბრალი იყო. საწყის ეტაპზე კონცენტრაცია მიჭირდა, რადგან საჭმელზე ფიქრობდა ჩემი ტვინი, მაგრამ ამ აზრებს ვთრგუნავდი.

დაიწყო დეპრესია, შემიწყდა მენსტრუაცია. შემდეგი ეტაპი უკვე ის იყო, რომ ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და ყოველ წამს მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მაგრამ ეს დაავადება გაჯერებს, რომ იმისთვის იწვალე ამდენი, რომ ზუსტად ასეთი განსხვავებული ყოფილიყავი. ასე გაგრძელდა 2021 წლის დეკემბრამდე, სანამ კლინიკაში არ ამოვყავი თავი.2021 წლის დეკემბერში ჩემმა ექიმმა ანალიზების პასუხები რომ ნახა, თვალებზე ცრემლები მოადგა. მიხვდა, რომ შეუქცევადი პროცესები იწყებოდა და კლინიკაში დაწოლის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირველად სწორედ კლინიკაში განვიცადე პანიკური შეტევა და მივხვდი, რომ არ მინდოდა სიკვდილი.

დავიწყე ჩემი თავის გვერდიდან აღქმა, როგორ დავეხმარებოდი ჩემს თავს სხვა რომ ვყოფილიყავი. ჩემი ორგანიზმის გვერდიდან დანახვა ვისწავლე. საწყის ეტაპზე ყველაზე რთულია ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იმისთვის არიან სპეციალისტები, რომ გითხრან ეს სირთულე როგორი ბუნებრივია. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სახლში გავაგრძელე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება. ყოველ ლუკმაზე ჩემი ხელი ეჭირათ და ყოველი ტირილის დროს ზუსტად იმას მეუბნებოდნენ, რაც მჭირდებოდა, რომ მომესმინა.

გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია. შენს თავს ებრძვი ყოველ პატარა ნაბიჯსა და გამოწვევაზე.სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კვებითი აშლილობების სპეციალიზებული კლინიკა, რაც უდიდეს პრობლემად მიმაჩნია. ამ კლინიკებში ხდება კვებითი აშლილობის დიაგნოზიანი ადამიანების მუდმივი მონიტორინგი, რაც აუცილებელია. მე გამიმართლა, რომ ჩემს გარშემო ძალიან კარგი ექიმების ჯგუფი შეიკრა, რათა გამოვჯანმრთელებულიყავი, თუმცა მსგავსი კლინიკების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველოში კვებით აშლილობებზე არ ლაპარაკობენ, ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა და შესაბამისად მე იმ პერიოდში ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა იყო ის, რომ ვინმეს ჩემი მდგომარეობა ზუსტად გაეზიარებინა და ეთქვა, რომ მარტო არ ვარ.

გამოსავალი მხოლოდ შენში არსებობს, უბრალოდ უნდა იპოვო ძალა, რომ საყვარელი ადამიანებისთვის, საქმიანობისთვის, ინტერესებისთვის, შინაური ცხოველისთვის ან თუნდაც იმიტომ გააგრძელო სიცოცხლე, რომ სხვა ადამიანებისთვის მაგალითი იყო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელია, რომ უცნაურ ჩვევებს და კვებით დარღვევებს თავიდანვე სერიოზული ყურადღება მივაქციოთ, რადგან მერე და მერე უფრო რთულდება ამ ჯურღმულიდან ამოსვლა.სექტემბერში, როდესაც ციკლი აღმიდგა, სხეული უკვე კარგად ფუნქციონირებდა.

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ამით არ გვარდება, მაგრამ დროსთან ერთად იწყებ შენი ორგანიზმის მექანიზმის დაფასებას და აღიქვამ, თუ რამდენს შრომობს იმისთვის, რომ იცოცხლო. ახლა ბედნიერი ვარ და რაც მთავარია ტყუილების გარეშე ვარ ის, ვინც ვარ და ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვარ და ვჭირდები.სხვა ვერავინ გიშველის, თუ არა შენი თავი. და საკმარისად უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი, რომ ამ ურთულესი გზის გადალახვის შემდეგ მივხვდეთ, რომ ძლიერები ვართ. ყველა კვებით აშლილობას კომფორტის ზონის დარღვევის სიძნელე ახლავს. უბრალოდ ცვლილების გეშინია და გგონია, რომ ასე უფრო მშვიდად ხარ, ცვლილებები კი აგრევს. სწორედ ცვლილებები და შიშისთვის თვალის გასწორებაა ხსნა, რადგან ყველაფერი საინტერესო, რაც ცხოვრებაში ხდება, შიშის გარეშე არ არსებობს", - ამბობს მანუ თავაძე.

(მანუს ამბავი გამოქვეყნებულია "ფეისბუქ" გვერდზე GrlzWave)