პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?
რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?

წელს ბა­თუ­მი რი­გით მე-16 ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლებს. ეს სე­ზო­ნიც, რო­გორც ყო­ველ­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ლო­მა­ნე­ბი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

"ის­თერნფრო­მო­უ­შენ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კახა კან­დე­ლა­კი Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წელს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ, რად­გან ფეს­ტი­ვა­ლი, ახ­ლად­შექ­მნილ სივ­რცე­ში "სთე­იჯ 17“-ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც რო­გორც არ­ტის­ტებს, ისე მა­ყუ­რებ­ლებს ევ­რო­პუ­ლი დო­ნის, ახა­ლი თა­ო­ბის, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სცე­ნა და აპა­რა­ტუ­რა დახ­ვდე­ბათ.

სამ და­უ­ვი­წყარ დღეს ბა­თუმ­ში სტუმ­რებს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი დახ­ვდე­ბი­ან. რა მო­ლო­დი­ნი უნდა ჰქონ­დეთ მე­ლო­მა­ნებს და ვინ იქ­ნე­ბი­ან Black Sea Jazz Festival-ის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, კახა კან­დე­ლაკ­მა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო:

- წელს ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლე გვაქვს, ფეს­ტი­ვა­ლი გა­და­დის ახალ სივ­რცე­ში. ეს გახ­ლავთ ბა­თუ­მის ცენ­ტრში, სა­ნა­პი­რო­ზე, დიდი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც უმაღ­ლე­სი დო­ნის დარ­ბა­ზი გა­ა­კე­თა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აე­წყო­ბა. სტუმ­რებს "სთე­იჯ-17“-ში უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ღო­ნის­ძი­ე­ბო სივ­რცე დახ­ვდე­ბათ. თა­ნა­მედ­რო­ვე, 6,000-მდე სტუ­მარ­ზე გათ­ვლი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ყვე­ლა­ნა­ირ ამინ­დზეა გათ­ვლი­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რომ ხში­რად მსმე­ნე­ლებს წვი­მაც უნატ­რი­ათ, რად­გან ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მუხ­ტია ხოლ­მე ად­გილ­ზე. ახალ დარ­ბაზს აქვს სხვა­დას­ხვა ზონა, ვი­საც უნდა დაჯ­დე­ბა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ფეხ­ზე იდ­გე­ბა. სა­ერ­თოდ, ბლექ­სი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მოგ­ვყავს ისე­თი მუ­სი­კო­სე­ბი, ვისი პროგ­რა­მაც სა­ცეკ­ვაო და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნია.

- ბა­ტო­ნო კახა, მო­ნა­წი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რას გვე­ტყვით.

- რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც უმაღ­ლე­სი დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბი ჩა­მო­დი­ან. პირ­ველ დღეს გახ­სნის ძა­ლი­ან კარ­გი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი "ბე­დფორდ ფოლ­სი“ და შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლებს ასე­ვე ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი პრო­ექ­ტი "სო­ულთრე­ი­ნი.“

- ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ?

- გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა აქვთ, ცო­ცხლად ას­რუ­ლე­ბენ, თან ჩვენ­თან პირ­ვე­ლად არი­ან ფეს­ტი­ვალ­ზე.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი მარ­კუს მი­ლე­რი, ბენ­დის ახა­ლი წევ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც 20-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მარ­კუს მი­ლე­რი 2008 წელს პირ­ვე­ლად სტუმ­რობ­და ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს მის­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა ასე­ვე მე­სა­მე დღე, 15-კა­ცი­ა­ნი ბენ­დი "ბრუკ­ლინ ფანკ ესენ­შელ­სი.“ ამ ჯგუ­ფის სტილ­ში შე­დის რო­გორც ფან­კი, ჯაზი, დის­კო, ასე­ვე აქვთ აზი­უ­რი მო­ტი­ვე­ბი. მა­გარ შოუს დგა­მენ.

მარ­თა­ლია, ფეს­ტი­ვალს ბლექ­სი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი ჰქვია, მაგ­რამ ჯაზი ზო­გა­დად ბრენ­დია. ჩვენ შემ­თხვე­ვა­შიც ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ტარ­დე­ბა, მუ­სი­კაც შე­სა­ბა­მი­სად მორ­გე­ბუ­ლია, იმი­ტომ რომ იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხე­ბით და­დი­ან. ჩვენ ის­ტო­რი­ას რომ გა­და­ხე­დოთ, ქუ­ინ­სი ჯონ­სი, რო­ბერტ პლან­ტი, პრო­დი­ჯი, ბას­ტა რა­იმ­სი, სნუპ­დო­გი, ვინ აღარ ჩა­მო­სუ­ლა ფეს­ტი­ვალ­ზე და მათ ჯაზ­თან არ ჰქო­ნი­ათ შე­ხე­ბა.

- ამ­დე­ნი წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ, აღარც გი­ჭირთ ვარ­სკვლა­ვე­ბის და­თან­ხმე­ბა?

- დიახ, "ის­თერნპ­რო­მო­უ­შენ­სი“ 30 წე­ლია უკვე ბა­ზარ­ზეა. ვე­ტე­რა­ნე­ბი ვართ ამ საქ­მე­ში. მა­ნამ­დე მა­მა­ჩემს 1979 წელს ბიბი კინ­გი ჰყავს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ბიზ­ნე­სი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის თემა ჩვენ და­ვი­წყეთ.

სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის­თვის მთა­ვა­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა. ეს ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს სპონ­სო­რე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის მხარ­ში გვიდ­გას. ბა­თუ­მის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­თუ­მის მე­რია, აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის ფეს­ტი­ვალ­ზე თბი­ლი­სის მე­რია და რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე ფეს­ტი­ვალ­ზეა ჩარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ეს მხარ­და­ჭე­რა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ ორი წლით ადრე დავ­გეგ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი.

- ფეს­ტი­ვალს, რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, სამდღი­ა­ნი კონ­ცერ­ტე­ბის გარ­და, კი­დევ რას შეს­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს?

- დიახ, გარ­და გა­მომ­სვლე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი­სა, ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღა­მით "ივე­რი­ა­ბიჩ­ზე“ ჯემ­სე­ი­შე­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლე­ბიც დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბა. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დი­ლის 5 სა­ათ­ზე ლო­რენ ჰი­ლი­სა და მე­ი­სი გრე­ის ბენ­დის წევ­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მე­ო­რე დღის პირ­ველ სა­ათ­ზე დას­რულ­და ჯემ­სე­ი­შე­ნი.

- ბი­ლე­თე­ბი რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე სა­ხის ბი­ლე­თი იქ­ნე­ბა, გა­ი­ყი­დე­ბა აბო­ნი­მენ­ტე­ბი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი შევა - ოთხი ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტი და ჯემ­სე­ი­შე­ნე­ბი, ასე­ვე მა­ყუ­რე­ბელს შე­უძ­ლია, რომ მხო­ლოდ კონ­ცერ­ტე­ბის ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნოს, თი­თო­ე­ულ დღე­ზეც შე­უძ­ლი­ათ დას­წრე­ბა. ბი­ლე­თის ფასი 100 ლარი იქ­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მა­გა­ლი­თად, მარ­კუს მი­ლე­რის კონ­ცერ­ტზე, დე­და­მი­წა რომ შე­მო­ი­ა­როთ, ამ თან­ხად ვერ მოხ­ვდე­ბით. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა მოხ­დე­ბა ticket.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით და თუ დარ­ჩე­ბა, ად­გილ­ზეც შე­ეძ­ლე­ბათ შე­ძე­ნა.

- რო­გორ ახერ­ხებთ, რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ბი­ლე­თი?

- სპონ­სო­რე­ბით და ასე­ვე დიდ მო­გე­ბას არ ვდებთ. ამ ფეს­ტი­ვა­ლით არა­სო­დეს ავ­შე­ნე­ბულ­ვართ. მა­გა­ლი­თად, რობი უი­ლი­ამ­სი, მა­რონ 5, აე­როს­მი­ტი, მო­რი­კო­ნე, ბო­ჩე­ლი, ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სი, ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი, კრის დე ბურ­გი, ყვე­ლა ჩვე­ნი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ეხე­ბა, ჩვენ მო­გე­ბა­ზე არ ვფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გა­ე­ცი­ნოს, ან გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ჩვენ­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.

ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი ვართ ბა­ზარ­ზე, ვე­რა­ვის და­ვე­თან­ხმე­ბი. წე­ლი­წად­ში 365 დღეა და ჩვენ მხო­ლოდ 10 დღე გვჭირ­დე­ბა, სა­მი­ვე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გა­ად­ვილ­და ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ახლა ვარ­სკვლა­ვებ­თან მხო­ლოდ თან­ხა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი. ჩვენ რომ ვი­წყებ­დით, ჯერ უნდა გვე­სა­უბ­რა ქვე­ყა­ნა­ზე, აგ­ვეხ­სნა სად მდე­ბა­რე­ობს, ვინ ვართ, სად ვართ და თუ და­ვი­თან­ხმებ­დით, შემ­დეგ მი­დი­ო­და უკვე თან­ხა­ზე სა­უ­ბა­რი.

- მუდ­მი­ვი მსმე­ნე­ლი თუ ჰყავს ფეს­ტი­ვა­ლებს?

- დიახ, ხში­რია, რო­დე­საც ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან, ასე­ვე მათი შვი­ლე­ბი ამ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე იზ­რდე­ბი­ან. ბევ­რი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი ეს­წრე­ბა ჩვენს ფეს­ტი­ვა­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­მო­დი­ან რო­გო­რი­ცაა: ბენ­სო­ნი, ელ­ჯე­რო, ჯო კო­კე­რი და მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბი. როცა "ბო­ის­თუ­მე­ნი“ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი­დან“ და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა იქ იყო. მაგ­რამ მარ­კუს მი­ლე­რი ისე­თი მუ­სი­კო­სია, გინ­და ვი­ო­ლი­ნო­ზე უკ­რავ­დე, გინ­და ფან­დურ­ზე, უნდა მოხ­ვი­დე და მო­უს­მი­ნო, მუ­სი­კო­სის­თვის ეს არის მას­ტერკლა­სი.

- თბი­ლი­სის, ბა­თუ­მი­სა და კა­ხე­თის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად სა­მუ­შაო რო­მე­ლია?

- რა თქმა უნდა, "ბლექ სი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი“. სა­მი­ვე ფეს­ტი­ვა­ლის სტი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თბი­ლი­სის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი ყვე­ლაფ­რის ხერ­ხე­მა­ლია. იქ სე­რი­ო­ზუ­ლი მე­ლო­მა­ნე­ბი მო­დი­ან, ვი­საც ყური აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. თუ ერთხელ მოხ­ვდი, თა­ვის რელ­სებ­ზე და­გა­ყე­ნებს. ბა­თუ­მი რაც მო­გი­ყე­ვით, ყვე­ლა­ფე­რია, ეს არის მუ­სი­კის დღე­სას­წა­უ­ლი, რად­გან ყვე­ლა­ზე უფრო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან. ამ პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს. ჩვენ როცა ვი­წყებთ, მა­შინ უმა­ტე­ბენ (იღი­მის). ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და ბოლო წლებ­ში, სომ­ხე­თის, თურ­ქე­თი­სა და ლატ­ვი­ის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და პროგ­რა­მე­ბი წა­ი­ღეს, რომ მათი ტუ­რე­ბი ბა­თუ­მის ჯაზ-ფეს­ტი­ვალს და­ამ­თხვი­ონ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მის ერ­თდღი­ან ფეს­ტი­ვალს კა­ხეთ­ში, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­სა და ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, წი­ნან­დალ­ში ვა­კე­თებთ. "ჯაზი და ღვი­ნის“ ფეს­ტი­ვალ­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მუ­სი­კო­სე­ბი ჩა­მო­დი­ან, დი­ლი­დან მი­დის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია, ასე­ვე გვყავს მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა, წელს ეს იქ­ნე­ბა იტა­ლია, შარ­შან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გვყავ­და.

- ნერ­ვი­უ­ლობთ ხოლ­მე ფეს­ტი­ვა­ლის წინ?

- რა­ღა­ცე­ებ­ზე გვი­წევს ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რა თქმა უნდა. მა­გა­ლი­თად, ვი­ნერ­ვი­უ­ლე მა­შინ, რო­დე­საც ელ­ტონ ჯონი არ ჩა­მო­ვი­და, ავად გახ­და. ლენი კრა­ვი­ცი მოგ­ვყავ­და და პან­დე­მია და­ი­წყო, გა­და­ვი­ტა­ნეთ კონ­ცერ­ტი მე­ო­რე წლის­თვის, თუმ­ცა პან­დე­მია გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 26 ათას ადა­მი­ანს ბი­ლე­თის ფული უკან და­ვუბ­რუ­ნეთ. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბენ­სო­ნის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა, არ ჩა­მო­ვი­და, რუ­სებ­მა უთხრეს, - იქ თუ ჩახ­ვალ, ვე­ღარ გა­მოფ­რინ­დე­ბიო. ასე­თი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

სადაა 100 ლარად მარკუს მილერის ბილეთი?! სულ ცოტა 160 ლარი ჯდება. ნუღარ მატრაბაზობთ რა ...

არიქა
10

ლეპსი ,ლეპსი ჩამოიყვანეთ ყაზახეთმა არ მიიღო იქნებ თქვენ დაასაქმოთ,მაღლაკელიძის ძმაკაცი ყოფილა იმედზე გაუჩალიჩებს ტელეკონცერტს და რუსეთუმეებს გულს გაუხარებს,ეხლა გინდ ქოცებს დაუძახეთ რუსეთუმეები გინდ ნაცებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?

რა ელოდება ბათუმს 28-30 ივლისს?

წელს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ეს სეზონიც, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული იქნება. სამი დღის განმავლობაში მელომანები შავი ზღვის სანაპიროზე წარმოუდგენელ სიამოვნებას მიიღებენ.

"ისთერნფრომოუშენსის" დამფუძნებელი, კახა კანდელაკი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წელს, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ, რადგან ფესტივალი, ახლადშექმნილ სივრცეში "სთეიჯ 17“-ში გაიმართება, სადაც როგორც არტისტებს, ისე მაყურებლებს ევროპული დონის, ახალი თაობის, მულტიფუნქციური სივრცე, უმაღლესი ხარისხის სცენა და აპარატურა დახვდებათ.

სამ დაუვიწყარ დღეს ბათუმში სტუმრებს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები დახვდებიან. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მელომანებს და ვინ იქნებიან Black Sea Jazz Festival-ის გამორჩეული სტუმრები, კახა კანდელაკმა ყველაზე საინტერესო დეტალების შესახებ გვიამბო:

- წელს ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, ფესტივალი გადადის ახალ სივრცეში. ეს გახლავთ ბათუმის ცენტრში, სანაპიროზე, დიდი ტერიტორია, სადაც უმაღლესი დონის დარბაზი გააკეთა კერძო კომპანიამ, რომელიც უახლოეს დღეებში აეწყობა. სტუმრებს "სთეიჯ-17“-ში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე დახვდებათ. თანამედროვე, 6,000-მდე სტუმარზე გათვლილი ინფრასტრუქტურა ყველანაირ ამინდზეა გათვლილი, რაც განსაკუთრებით ორგანიზატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ხშირად მსმენელებს წვიმაც უნატრიათ, რადგან ძალიან ემოციური მუხტია ხოლმე ადგილზე. ახალ დარბაზს აქვს სხვადასხვა ზონა, ვისაც უნდა დაჯდება, სურვილის შემთხვევაში კი ფეხზე იდგება. საერთოდ, ბლექსი ჯაზფესტივალზე ჩამოგვყავს ისეთი მუსიკოსები, ვისი პროგრამაც საცეკვაო და ბედნიერების მომტანია.

- ბატონო კახა, მონაწილეებთან დაკავშირებით რას გვეტყვით.

- როგორც ყოველთვის, ახლაც უმაღლესი დონის მუსიკოსები ჩამოდიან. პირველ დღეს გახსნის ძალიან კარგი ქართული ჯგუფი "ბედფორდ ფოლსი“ და შემდეგ გააგრძელებს ასევე ძალიან ხალისიანი პროექტი "სოულთრეინი.“

- ქართული ჯგუფი რა პრინციპით შეარჩიეთ?

- გემოვნებიანი მუსიკა აქვთ, ცოცხლად ასრულებენ, თან ჩვენთან პირველად არიან ფესტივალზე.

ფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარული მარკუს მილერი, ბენდის ახალი წევრებით, რომლებიც 20-25 წლის ახალგაზრდები არიან, მომავალი ვარსკვლავები. აქვე აღვნიშნავ, რომ მარკუს მილერი 2008 წელს პირველად სტუმრობდა ბათუმის ჯაზფესტივალს და როგორც თავად ამბობს მისთვის ძალიან ამაღელვებელია ამდენი წლის შემდეგ დაბრუნება.

ძალიან სახალისო იქნება ასევე მესამე დღე, 15-კაციანი ბენდი "ბრუკლინ ფანკ ესენშელსი.“ ამ ჯგუფის სტილში შედის როგორც ფანკი, ჯაზი, დისკო, ასევე აქვთ აზიური მოტივები. მაგარ შოუს დგამენ.

მართალია, ფესტივალს ბლექსი ჯაზფესტივალი ჰქვია, მაგრამ ჯაზი ზოგადად ბრენდია. ჩვენ შემთხვევაშიც ფესტივალზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე ტარდება, მუსიკაც შესაბამისად მორგებულია, იმიტომ რომ იქ ადამიანები ოჯახებით დადიან. ჩვენ ისტორიას რომ გადახედოთ, ქუინსი ჯონსი, რობერტ პლანტი, პროდიჯი, ბასტა რაიმსი, სნუპდოგი, ვინ აღარ ჩამოსულა ფესტივალზე და მათ ჯაზთან არ ჰქონიათ შეხება.

- ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, ალბათ, აღარც გიჭირთ ვარსკვლავების დათანხმება?

- დიახ, "ისთერნპრომოუშენსი“ 30 წელია უკვე ბაზარზეა. ვეტერანები ვართ ამ საქმეში. მანამდე მამაჩემს 1979 წელს ბიბი კინგი ჰყავს ჩამოყვანილი. საქართველოში ეს ბიზნესი და უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანის თემა ჩვენ დავიწყეთ.

საერთოდ, ჩვენი ბიზნესისთვის მთავარი სტაბილურობაა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სპონსორებისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ყოველთვის მხარში გვიდგას. ბათუმის შემთხვევაში, ბათუმის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის ფესტივალზე თბილისის მერია და რაც მთავარია, ორივე ფესტივალზეა ჩართული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეს მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, რომ ორი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი.

- ფესტივალს, რომ დავუბრუნდეთ, სამდღიანი კონცერტების გარდა, კიდევ რას შესთავაზებთ მაყურებელს?

- დიახ, გარდა გამომსვლელი ვარსკვლავებისა, ამ სამი დღის განმავლობაში, ღამით "ივერიაბიჩზე“ ჯემსეიშენები გაიმართება, რომლებიც დილამდე გრძელდება. იყო შემთხვევა, როდესაც დილის 5 საათზე ლორენ ჰილისა და მეისი გრეის ბენდის წევრები გაერთიანდნენ და მეორე დღის პირველ საათზე დასრულდა ჯემსეიშენი.

- ბილეთები რამდენად ხელმისაწვდომი იქნება?

- რამდენიმე სახის ბილეთი იქნება, გაიყიდება აბონიმენტები, რომელშიც ყველაფერი შევა - ოთხი ჯგუფის კონცერტი და ჯემსეიშენები, ასევე მაყურებელს შეუძლია, რომ მხოლოდ კონცერტების ბილეთი შეიძინოს, თითოეულ დღეზეც შეუძლიათ დასწრება. ბილეთის ფასი 100 ლარი იქნება, რაც ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად, მარკუს მილერის კონცერტზე, დედამიწა რომ შემოიაროთ, ამ თანხად ვერ მოხვდებით. ბილეთების გაყიდვა მოხდება ticket.ge-ს საშუალებით და თუ დარჩება, ადგილზეც შეეძლებათ შეძენა.

- როგორ ახერხებთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ბილეთი?

- სპონსორებით და ასევე დიდ მოგებას არ ვდებთ. ამ ფესტივალით არასოდეს ავშენებულვართ. მაგალითად, რობი უილიამსი, მარონ 5, აეროსმიტი, მორიკონე, ბოჩელი, ენრიკე იგლესიასი, ხულიო იგლესიასი, კრის დე ბურგი, ყველა ჩვენი ჩამოყვანილია, მაგრამ როდესაც ეს სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება, ჩვენ მოგებაზე არ ვფიქრობთ, შეიძლება ვინმეს გაეცინოს, ან გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამბობდნენ, რომ თითქოს მონოპოლისტები ვართ ბაზარზე, ვერავის დავეთანხმები. წელიწადში 365 დღეა და ჩვენ მხოლოდ 10 დღე გვჭირდება, სამივე ფესტივალის გასამართად. ზოგადად, ძალიან გაადვილდა ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოში, რადგან ჩვეულებრივი ევროპული ქვეყანაა. ახლა ვარსკვლავებთან მხოლოდ თანხაზე მიდის საუბარი. ჩვენ რომ ვიწყებდით, ჯერ უნდა გვესაუბრა ქვეყანაზე, აგვეხსნა სად მდებარეობს, ვინ ვართ, სად ვართ და თუ დავითანხმებდით, შემდეგ მიდიოდა უკვე თანხაზე საუბარი.

- მუდმივი მსმენელი თუ ჰყავს ფესტივალებს?

- დიახ, ხშირია, როდესაც ერთი და იგივე ადამიანები დადიან, ასევე მათი შვილები ამ ფესტივალებზე იზრდებიან. ბევრი ქართველი მუსიკოსი ესწრება ჩვენს ფესტივალებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ვარსკვლავები ჩამოდიან როგორიცაა: ბენსონი, ელჯერო, ჯო კოკერი და მსგავსი სახელები. როცა "ბოისთუმენი“ ჩამოვიყვანეთ, "ქუჩის ბიჭებიდან“ დაწყებული, ყველა იქ იყო. მაგრამ მარკუს მილერი ისეთი მუსიკოსია, გინდა ვიოლინოზე უკრავდე, გინდა ფანდურზე, უნდა მოხვიდე და მოუსმინო, მუსიკოსისთვის ეს არის მასტერკლასი.

- თბილისის, ბათუმისა და კახეთის ჯაზფესტივალები, ყველაზე რთულად სამუშაო რომელია?

- რა თქმა უნდა, "ბლექ სი ჯაზფესტივალი“. სამივე ფესტივალის სტილი განსხვავებულია. თბილისის ჯაზფესტივალი ყველაფრის ხერხემალია. იქ სერიოზული მელომანები მოდიან, ვისაც ყური აქვს განვითარებული. თუ ერთხელ მოხვდი, თავის რელსებზე დაგაყენებს. ბათუმი რაც მოგიყევით, ყველაფერია, ეს არის მუსიკის დღესასწაული, რადგან ყველაზე უფრო ძვირად ღირებული შემსრულებლები ჩამოდიან. ამ პერიოდში სასტუმროების ფასები მატულობს. ჩვენ როცა ვიწყებთ, მაშინ უმატებენ (იღიმის). ასევე ძალიან საინტერესო რამ მოხდა ბოლო წლებში, სომხეთის, თურქეთისა და ლატვიის ტურისტული სააგენტოები დაგვიკავშირდნენ და პროგრამები წაიღეს, რომ მათი ტურები ბათუმის ჯაზ-ფესტივალს დაამთხვიონ.

რაც შეეხება შემოდგომის ერთდღიან ფესტივალს კახეთში, რომელიც ემსახურება კახეთის რეგიონისა და ღვინის პოპულარიზაციას, წინანდალში ვაკეთებთ. "ჯაზი და ღვინის“ ფესტივალზე მაღალი ხარისხის მუსიკოსები ჩამოდიან, დილიდან მიდის ღვინის დეგუსტაცია, ასევე გვყავს მეგობარი ქვეყანა, წელს ეს იქნება იტალია, შარშან შეერთებული შტატები გვყავდა.

- ნერვიულობთ ხოლმე ფესტივალის წინ?

- რაღაცეებზე გვიწევს ნერვიულობა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ვინერვიულე მაშინ, როდესაც ელტონ ჯონი არ ჩამოვიდა, ავად გახდა. ლენი კრავიცი მოგვყავდა და პანდემია დაიწყო, გადავიტანეთ კონცერტი მეორე წლისთვის, თუმცა პანდემია გაგრძელდა და საბოლოოდ კონცერტი გაუქმდა. წარმოიდგინეთ, 26 ათას ადამიანს ბილეთის ფული უკან დავუბრუნეთ. იყო შემთხვევა, როდესაც ბენსონის კონცერტი გაუქმდა, არ ჩამოვიდა, რუსებმა უთხრეს, - იქ თუ ჩახვალ, ვეღარ გამოფრინდებიო. ასეთი ხელისშემშლელი ამბებიც ხდება.