მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა" – "ბორჯომის"  ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უზიარებს
"მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა" – "ბორჯომის"  ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უზიარებს

"მა­ცო­ცხლე­ბე­ლი წყა­ლი, ჩვე­ნი ლე­გენ­და“ - ეს ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბორ­ჯო­მის“ ახა­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აღ­მო­ჩე­ნის ლე­გენ­დას, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და წყლის უნი­კა­ლურ, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ თვი­სე­ბებს აც­ნობს. მა­ყუ­რე­ბელს კი, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო, დრო­ში და ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

ბრენდმა ახა­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია და­ი­წყო, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია სამი ეპო­ქა - მი­თუ­რი, რო­მე­ლიც „ბორ­ჯო­მის“ აღ­მო­ჩე­ნის ლე­გენ­დას გვი­ამ­ბობს, 1890-იანი წლე­ბი, რო­დე­საც „ბორ­ჯო­მის“ სა­წარ­მოო წე­სით ჩა­მოს­ხმა და­ი­წყო და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა. სა­მი­ვე პე­რი­ო­დი „ბორ­ჯო­მის“ მა­ცო­ცხლე­ბელ ძა­ლა­სა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მრა­ვალ­წლი­ან ის­ტო­რი­ა­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღეს უკვე ეროვ­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ვი­დე­ორ­გო­ლი გვი­ამ­ბობს ლე­გენ­დას მო­ნა­დი­რე­ზე, რო­მელ­მაც „ბორ­ჯო­მის“ იუ­ვე­ნი­ლუ­რი წყა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა, იხი­ლა თუ რო­გორ გან­კურ­ნა წყალ­მა დაჭ­რი­ლი ირე­მი და ეს ამ­ბა­ვი თა­ო­ბებს გა­უ­ზი­ა­რა. სწო­რედ ამ ლე­გენ­დას, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლი მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლავს - ვინ­სენტ პე­რესს უამ­ბობს.

შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი, ბრენ­დის ახალ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას „ბორ­ჯო­მის“, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის და სი­ა­მა­ყის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გა­საც­ნო­ბად შე­მო­უ­ერ­თდა. ამ­რი­გად, ვინ­სენტ პე­რე­სი „ბორ­ჯო­მის“ ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის მთა­ვა­რი გმი­რია!

ფრანგ მსა­ხი­ობს, რო­მე­ლიც ლო­ზა­ნა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, 80-მდე როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თა­მა­შობს ფრან­გულ, ეს­პა­ნურ, იტა­ლი­ურ, გერ­მა­ნულ ენებ­ზე... მან ფილმში „სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კი“ ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო სახე შექ­მნა.

აქ­ტი­უ­რი კი­ნო­კა­რი­ე­რა 90-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო. 1993 წელს, ვინ­სენტ პე­რე­სი მა­ყუ­რე­ბელ­მა სოფი მარ­სოს­თან ერ­თად იხი­ლა ფილმში „ფან-ფანი“. მის­მა რო­მან­ტი­კულ­მა პერ­სო­ნაჟ­მა არა­ერ­თი ქა­ლის გული და­ი­პყრო... ვინ­სენტ პე­რეს­მა 1996 წელს „ან­გე­ლო­ზე­ბის ქა­ლაქ­ში“ ითა­მა­შა, 2003 წელს კი - „ფან-ფან ტი­ტა­ში,“ რო­დე­საც ძვე­ლი ფილ­მის ახა­ლი ვერ­სია გა­და­ი­ღეს. მას პარტნი­ო­რო­ბას მშვე­ნი­ე­რი პე­ნე­ლო­პე კრუ­სი უწევ­და. ფილ­მიც და მისი პერ­სო­ნა­ჟიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა...

ვინ­სენტ პე­რე­სის რო­ლებ­ზე კი­დევ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ახლა მის იმ როლ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით, რო­მე­ლიც მან ქარ­თუ­ლი ლე­გენ­დის - „ბორ­ჯო­მის“ ახალ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ვი­დე­ო­ში ითა­მა­შა. ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე ხნით, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ეს­ტუმ­რა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამ სტუმ­რო­ბი­სას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი რამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. უხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი ხალ­ხი გა­იც­ნო და და­ა­გე­მოვ­ნა მა­ცო­ცხლე­ბე­ლი წყა­ლი - „ბორ­ჯო­მი,“ რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.

ვინ­სენტ პე­რე­სი, მსა­ხი­ო­ბი:

„ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, დავ­კავ­ში­რე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლოს, მის კულ­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას და ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩემს მე­გობ­რებს. გა­მო­გი­ტყდე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი. ქარ­თველ ხალ­ხს ძლი­ე­რი ავ­თენ­ტუ­რო­ბა აქვს, ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი, მიმ­ღებ­ლე­ბი და გუ­ლუხ­ვე­ბი არი­ან. მი­ხა­რია, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ეს ქვე­ყა­ნა მისი ხალ­ხით, ხე­ლოვ­ნე­ბით და ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟე­ბით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ აქ ჩა­მოს­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბორ­ჯო­მის“ ახალ­მა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ამ, რომ­ლის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მეც ვარ. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ჩა­ვერ­თე სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის გა­და­ღე­ბა­ში, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა. სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი და­სა­ნა­ხია, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მი­ნე­რა­ლურ წყალს, ბუ­ნე­ბის სა­ჩუ­ქარს, მიჰ­ყვეს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას და მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცეს. იმე­დია, მა­ყუ­რე­ბე­ლიც ისე­ვე ისი­ა­მოვ­ნებს ამ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლით, რო­გორც მე ვი­სი­ა­მოვ­ნე ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.“

ვახ­ტანგ ან­თა­ძე, „ბორ­ჯო­მის“ გლო­ბა­ლუ­რი ბრენდ დი­რექ­ტო­რი:

„სა­ქარ­თვე­ლო, ევ­რო­პა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზია კვლავ რჩე­ბა „ბორ­ჯო­მის“ მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ ბაზ­რე­ბად, შე­სა­ბა­მი­სად, ბრენ­დს სჭირ­დე­ბო­და ახა­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს მის პო­ზი­ცი­ებს და ამავდრო­უ­ლად, ახალ ბაზ­რებ­ზე შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს. ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს და გვე­ა­მა­ყე­ბა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რაც ქარ­თულ იდენ­ტო­ბას გა­მო­ხა­ტავს. „ბორ­ჯომს“, რო­გორც მა­ცო­ცხლე­ბელ წყალს და თა­ვად ლე­გენ­დას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით წარ­დგე­ნი­სას, ასე­თი გა­დამ­წყვე­ტი როლი ხში­რად აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მჯე­რა, რომ ვინ­სენტ პე­რეს­თან და სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ „ბორ­ჯო­მის­თვის“, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამ ფორ­მით ჩვენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას მთელ მსოფ­ლი­ოს ვაც­ნობთ.“

სა­რეკ­ლა­მო რგოლ­სა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ა­ზე ქარ­თუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო „ლი­ვინგსტო­ნი” მუ­შა­ობ­და.

ლე­ვან ლეფსვე­რი­ძე, სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „ლი­ვინგსტო­ნის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„ბორ­ჯო­მი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი ბრენ­დია, რად­გან წლე­ბის წინ, „ლი­ვინგსტონ­მა“ პირ­ვე­ლი ჯილ­დო სწო­რედ „ბორ­ჯო­მის“ ბრი­ფით მო­ვი­გეთ. გარ­და ამი­სა, ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის სტა­ტუსს ინარ­ჩუ­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ, კამ­პა­ნი­ა­შიც ვცა­დეთ, რომ „ბორ­ჯო­მი,“ რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყე ყვე­ლა­ზე ავ­თენ­ტუ­რი, ქარ­თუ­ლი გზით გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა“.

ვი­დეო რგოლ­ში ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის „წინ­წყა­როს“ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ის ფონ­ზე, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­გან­ძუ­რის რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვას ას­რუ­ლე­ბენ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად „ბორ­ჯო­მის“ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის­თვის „სა­მა­ი­ას,“ მო­ნა­დი­რე­ე­ბი­სა და სხვა ცეკ­ვე­ბის ინ­სპი­რა­ცი­ით შე­იქ­მნა. მუ­სი­კის ეს ვერ­სია სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის სტუ­დია „პოს­ტრედ­მა“ და­წე­რა.

გა­და­ღე­ბე­ბი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის გარ­და, სვა­ნეთ­ში, ყაზ­ბეგ­ში, კა­ხეთ­ში, მცხე­თა­სა და თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბის უკეთ გა­საც­ნო­ბად, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში გავა.

R

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
0

ბორჯომის ოფიციალურ საიტზე წერია, თითქოს წყალი რუსმა პოპოვმა აღმოაჩინა. 

ეს დიდი სისულელეა!

წყალს ჯერ კიდევ თამარის დროს მოიხმარდნენ. შემდეგ კი ხელახლა თამაზ ორბელიანის ქართველმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს. 

სირცხვილი ყველას, ვინც ეს საგანძური ოკუპანტებს აჩუქა!

ლალი
32

მინერალური წყალი, ეროვნული სიამაყის რანგში როა აყვანილი. რა სირცხვილია. რამე თვითონ შექმენი და იმით იამაყე! ერთმა ტრაწიანმა ჰოლანდიამ - ინგლისს, საფრანგეთს, ესპანეთს თავი რო დავანებოთ, იმდენი კოლონია იჩალიჩა, მთელი ერი მილიონერი გახადა. პირველი მულტინაციონალი კორპორაცია შექმნა 1602 წელს, მთელ მსოფლიოში მარტო მაგას ქონდა ვაჭრობის უფლება. აქ ნავიც კი არავის გაუკეთებია, შავ ზღვაში რო ჩაეგდო. ის ვიძახოოთ კიდე ნიშნის მოგებით, აქ ვახტანგი ნე-18 საუკენეში კანონებს რო წერდა და კოლუმბი მე-15 საუკუნეში ამერიკას რო ეძებდა. 

ავტორი:

"მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა" – "ბორჯომის"  ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უზიარებს

"მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა" – "ბორჯომის"  ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უზიარებს

,,მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ - ეს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ ახალი კამპანიის მთავარი გზავნილია, რომელიც მთელ მსოფლიოს მინერალური წყლის აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურასა და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს აცნობს. მაყურებელს კი, საქართველოს გარშემო, დროში და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

ბრენდმა ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო, რომელშიც ასახულია სამი ეპოქა - მითური, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქა. სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

ვიდეორგოლი გვიამბობს ლეგენდას მონადირეზე, რომელმაც „ბორჯომის“ იუვენილური წყალი აღმოაჩინა, იხილა თუ როგორ განკურნა წყალმა დაჭრილი ირემი და ეს ამბავი თაობებს გაუზიარა. სწორედ ამ ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს - ვინსენტ პერესს უამბობს.

შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი მსახიობი, ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას „ბორჯომის“, როგორც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა. ამრიგად, ვინსენტ პერესი „ბორჯომის“ ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირია!

ფრანგ მსახიობს, რომელიც ლოზანაშია დაბადებული, 80-მდე როლი აქვს შესრულებული. თამაშობს ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ ენებზე... მან ფილმში „სირანო დე ბერჟერაკი“ ჟერარ დეპარდიესთან ერთად საინტერესო სახე შექმნა.

აქტიური კინოკარიერა 90-იანი წლებიდან დაიწყო. 1993 წელს, ვინსენტ პერესი მაყურებელმა სოფი მარსოსთან ერთად იხილა ფილმში „ფან-ფანი“. მისმა რომანტიკულმა პერსონაჟმა არაერთი ქალის გული დაიპყრო... ვინსენტ პერესმა 1996 წელს „ანგელოზების ქალაქში“ ითამაშა, 2003 წელს კი - „ფან-ფან ტიტაში,“ როდესაც ძველი ფილმის ახალი ვერსია გადაიღეს. მას პარტნიორობას მშვენიერი პენელოპე კრუსი უწევდა. ფილმიც და მისი პერსონაჟიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა...

ვინსენტ პერესის როლებზე კიდევ შეიძლება საუბარი, მაგრამ ახლა მის იმ როლზე შევჩერდებით, რომელიც მან ქართული ლეგენდის - „ბორჯომის“ ახალ საკომუნიკაციო ვიდეოში ითამაშა. ამისთვის საქართველოს მცირე ხნით, თუმცა სიამოვნებით ესტუმრა. როგორც თავად ამბობს, ამ სტუმრობისას ჩვენს ქვეყანაში უამრავი რამ აღმოაჩინა. უხარია, რომ საქართველოში თბილი ხალხი გაიცნო და დააგემოვნა მაცოცხლებელი წყალი - „ბორჯომი,“ რომელიც ძალიან მოეწონა.

ვინსენტ პერესი, მსახიობი:

„ეს თანამშრომლობა საუკეთესო საშუალება იყო, დავკავშირებოდი საქართველოს, მის კულტურას, ისტორიას და ამ ქვეყანაში ჩემს მეგობრებს. გამოგიტყდებით, საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ქვეყანა მისი ხალხით, ხელოვნებით და ულამაზესი პეიზაჟებით. ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოსვლა განაპირობა, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. საინტერესო და შთამბეჭდავი დასანახია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს. იმედია, მაყურებელიც ისევე ისიამოვნებს ამ სარეკლამო რგოლით, როგორც მე ვისიამოვნე ამ თანამშრომლობით.“

ვახტანგ ანთაძე, „ბორჯომის“ გლობალური ბრენდ დირექტორი:

„საქართველო, ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ რჩება „ბორჯომის“ მთავარ სტრატეგიულ ბაზრებად, შესაბამისად, ბრენდს სჭირდებოდა ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს და ამავდროულად, ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართველებს გვიყვარს და გვეამაყება იმაზე საუბარი, რაც ქართულ იდენტობას გამოხატავს. „ბორჯომს“, როგორც მაცოცხლებელ წყალს და თავად ლეგენდას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას, ასეთი გადამწყვეტი როლი ხშირად აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ ვინსენტ პერესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ბორჯომისთვის“, არამედ მთელი საქართველოსთვის. ამ ფორმით ჩვენ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოს ვაცნობთ.“

სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი” მუშაობდა.

ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

„ბორჯომი ჩვენთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ, „ლივინგსტონმა“ პირველი ჯილდო სწორედ „ბორჯომის“ ბრიფით მოვიგეთ. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ „ბორჯომი,“ როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა“.

ვიდეო რგოლში ჩვენი გამორჩეული მრავალხმიანობის „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთვის სტუდია „პოსტრედმა“ დაწერა.

გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში გავა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FBorjomiGeorgia%2Fvideos%2F2402279959945258%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R