ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც ავიაკატასტროფამ 40 დღის წინ, მათი დედის სიცოცხლე შეიწირა.
"ისინი ჯუნგლებში ცხოვრების ცოდნამ გადაარჩინა. გადარჩენის მაგალითი, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. ისინი ჯუნგლების შვილები იყვნენ და ახლა ისინი კოლუმბიის შვილები არიან”, - განაცხადა გუსტავო პეტრომ.
13 წლის, 9 წლის, 4 წლის და 1 წლამდე ასაკის ბავშვები ჯუნგლებში 1-ელ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის გადარჩენილი მგზავრები არიან. კატასტროფას მათი დედა, კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი ემსხვერპლნენ.
დაკარგული ბავშვების გადასარჩენად სამხედრო სამძებრო ოპერაცია განხორციელდა, რომელშიც კოლუმბიის სპეცდანიშნულების ძალების ასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.
თითქმის დაუჯერებელი სასწაული-1 წლის ბავშვი ნეტავ რას ჭამდა,ან სხვები?????
სასწაული!!!
საოცრებაა რომ პატარებმა ჯუნგლებში 40 დღის ყოფნის განმავლობაში შეძლეს გადარჩენა!!!
ინფორმაციებით იკვეთება, რომ როგორც ამაზონიის ძირძველი ტომის ბავშვები ფლობდნენ გადარჩენის ძირითად უნარებს.
ამაზონიის იმ ნაწილში სადაც კატასტროფა მოხდა, დაახლოებით 80 სხვადასხვა სახის გველი ყოფილა, მათგან ხუთი შხამიანი.
იკვებებოდნენ ხილით, ხოლო წყლის მიღების პრობლემა არ ჰქონიათ ვინაიდან ამაზონიის უამრავი ნაკადი ჩაედინება მთებიდან.
საინტერესოა ისიც, რომ დაიკარგა ძაღლი, რომელმაც ჯუნგლებში იპოვა ბავშვები. მისი ძებნა გრძელდება (არ არის გამორიცხული, რომ ის შხამიანმა გველმა დაკბინა).