საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?
"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მმარ­თვე­ლი პარ­ტია პრე­ზი­დენტს საყ­ვე­დუ­რობს და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხე­ლის­შეშ­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მათი თქმით, იკ­ვე­თე­ბა აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უქ­მნის დაბ­რკო­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ჯე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მმარ­თველ გუნდსა და პრე­ზი­დენტს შო­რის უკვე შედ­გა, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს ერთ-ერთ წევ­რად ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წარ­მო­ედ­გი­ნა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დროს, გაჟ­ღერ­და კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბიც - თე­ბერ­ვა­ლი, 8 მარ­ტი და სხვ. „თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვადა და­არ­ღვია და მას ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ლა­მენ­ტის­თვის დღემ­დე არ წა­რუდ­გე­ნია“.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბას უკვე მოჰ­ყვა შე­ფა­სე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში:

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტის რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა, ამი­ტომ სურთ, ეროვ­ნულ ბან­კში წამ­ყვა­ნი პი­რე­ბი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი და მო­ად­გი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ.

"გა­და­წყვი­ტეს, დაძ­ლი­ონ პრე­ზი­დენ­ტის ვეტო კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ეროვ­ნულ ბან­კში და­მა­ტე­ბით მე­ო­თხე ვიცე პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის შე­მო­ღე­ბას, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმას, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბე­ტო­ნე­ბუ­ლი­ყო ფი­ნან­სურ სის­ტე­მა­ში ისე­თი­ვე კლა­ნი, რო­გო­რიც არის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში.

ეროვ­ნულ ბან­კში ფი­ნან­სუ­რი კლა­ნის ფორ­მი­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, რათა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­კონ­ტრო­ლონ მთე­ლი სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მა, მთე­ლი ფი­ნან­სე­ბი ჩა­იგ­დონ ხელ­ში და მიჩ­ქმა­ლონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთე­ლი ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი. ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია „პროგ­რეს ბან­კის“ და­ხურ­ვა. ვე­რა­ვინ გა­ი­გო, რო­გორ გაჩ­ნდა და რო­გორ გაქ­რა, არა­და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ კახა კა­ლა­ძე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ვინ­მე ავან­ტი­უ­რის­ტი გავ­რი­ლო­ვი.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა და მათ სურთ მხო­ლოდ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი და მო­ად­გი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ წამ­ყვა­ნი პი­რე­ბი ეროვ­ნულ ბან­კში, ამი­ტომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი არის სა­ბო­ლოო კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ სის­ტე­მა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ და­არ­ღვი­ეს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კრი­ტი­კა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­რა­ტო­რი­უ­მი - მათ უბ­რა­ლოდ ეში­ნო­დათ ბრი­უ­სელ­ში გა­მოს­ვლის, რომ არ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა და მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან არ ეთ­ქვა, რომ კონფრონ­ტა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­თვის ამ ნა­ბიჯს დგამს და ათა­ვი­სუფ­ლებს გვა­რა­მი­ას. ასე­ვე ეში­ნო­დათ იმის, რომ მისი გა­მოს­ვლა არ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი­ვე მწვა­ვე, რო­გორც იყო აქ, პარ­ლა­მენ­ტში და 26 მა­ისს. მორ­ჩა ეს პრო­ცე­სი და მათი წარ­მოდ­გე­ნით თავი ქუდ­ში აქვთ, ამი­ტომ ხე­ლა­ხა­ლი შე­ტე­ვა და­ი­წყეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე" - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

  • "ლე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით პირ­და­პირ სა­უბ­რობს იმას, რომ "სა­ხელ­მწი­ფო პარ­ტი­აა". უსუ­ფაშ­ვი­ლი ხაზს უს­ვამს, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი უგუ­ლე­ბელ­ყოფს პარ­ლა­მენ­ტის როლს და თა­ვად გეგ­მავს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში ჩა­რე­ვას, რაც კარ­გად ჩანს იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტშიც, რო­მელ­ზე და­დე­ბუ­ლი ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­საც გეგ­მა­ვენ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჯერ კი­დევ ვერ გა­ერ­კვა იმის ანა-ბა­ნა­ში, თუ ვინ არი­ან თვი­თონ და რას ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა. გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, პარ­ტი­ის ამო­ცა­ნაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ვყო­თო. ესაა ღია გა­ნა­ცხა­დი, რომ "პარ­ტი­აა სა­ხელ­მწი­ფო“, ამით ამ­ბო­ბენ, ჩვენ ვწყვეტთ ყვე­ლა­ფერ­სო. პარ­ტია ამ­ბობს, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ პრე­ზი­დენ­ტთან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წევრთან და­კავ­ში­რე­ბით. სად ამო­ი­კი­თხეს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ამა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი? მა­შინ „ლე­ლოს“ რა­ტომ არ ჰქონ­და? დან­გრე­უ­ლი აქვთ წარ­მოდ­გე­ნა, რა არის სა­ხელ­მწი­ფო, პარ­ლა­მენ­ტის როლი, პრე­ზი­დენ­ტის როლი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის როლი.

ეს თემა და­ი­წყო ყოვ­ლად აბ­სურ­დუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მო­ტა­ნით, რო­მელ­საც, გახ­სოვთ, ვაკ­რი­ტი­კებ­დით. 4 და 5 ვიცე პრე­ზი­დენ­ტი გვინ­დაო. მარ­ტო ბი­ძი­ნა კი არ არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, თა­ვად არი­ან არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბი ამ ქვეყ­ნის. სა­დღაც დას­ხდნენ და მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი უნ­დათ ბან­კის თავ­მჯდო­მა­რედ მა­შინ, როცა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ამ­ხე­ლა პუნ­ქტე­ბია ჩა­წე­რი­ლი, რო­გორ უნდა შე­ირ­ჩეს თავ­მჯდო­მა­რე, რო­გორ უნდა იყოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან. მე არ ვიცი, რაზე ილა­პა­რა­კეს, როცა კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე შეხ­ვდნენ, მაგ­რამ მინ­და ორი­ვეს შე­ვახ­სე­ნო, საპ­რე­ზი­დენ­ტო მხა­რე­საც და მმარ­თველ პარ­ტი­ა­საც, რომ ეს ქვე­ყა­ნა არ არის არც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დუ­ქა­ნი, რომ სა­დღაც დას­ხდნენ და რა­ღა­ცებ­ზე ილა­პა­რა­კონ. ამ საქ­მეს აქვს თა­ვი­სი პრო­ცე­სი. ყოვ­ლად აბ­სურ­დუ­ლი კა­ნო­ნი შე­მო­ი­ტა­ნეს, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი ღა­ღა­დებს, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ რა­ღაც კომ­ბი­ნა­ცია ჩა­ი­ფიქ­რა და სრუ­ლი­ად უხეშ ჩა­რე­ვას აპი­რებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში მა­შინ, როცა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კად­რო სა­კი­თხე­ბი გა­და­სა­წყვე­ტია პარ­ლა­მენ­ტის მიერ. „ჩვენ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი“ - ახა­ლი ცნე­ბაა შე­მო­სუ­ლი, რა უბე­დუ­რე­ბაა ეს? როცა სა­სა­მარ­თლოს კლან­ზე ვსა­უბ­რობთ, აღა­რაა ეს სწო­რი ფრა­ზე­ბი, აქ ლა­პა­რა­კია მმარ­თველ კლან­ზე, 4 კაცი დაჯ­დე­ბა სა­დღაც და გა­და­წყვეტს, რომ ეს უნდა ეროვ­ნულ ბან­კში,“ - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

  • პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ერ­თის მხრივ კარ­გი და და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, რომ პრე­ზი­დენტს ეროვ­ნულ ბან­კის საბ­ჭო­ში ასარ­ჩე­ვი კან­დი­და­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი არა ჰყავს, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პირი იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დაც­ვას­თან და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი აბ­სურ­დია - აგერ გა­მო­ვიდ­ნენ და პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­ულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ისევ უტე­ვენ, რო­გორც მა­ნამ­დე ცეს­კოს შემ­თხვე­ვა­ში შე­უ­ტი­ეს და კა­ნო­ნიც შეც­ვა­ლეს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ნა­წილ­ში მხო­ლოდ კა­ნონს ვერ ცვლი­ან - სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, თო­რემ ამ სა­კი­თხსაც და­ა­ყე­ნებ­დნენ.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას გან­ზრა­ხუ­ლი აქვს ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის პარ­ტი­უ­ლი ვერ­ტი­კა­ლის ქვეშ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და რო­გორც ირ­კვე­ვა, პრე­ზი­დენ­ტთან კონ­კრე­ტულ კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ვეტო ადევს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო­ში პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი შე­მო­დის, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის ვერ და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ას­რუ­ლებს. ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გათ­ვლი­ლია ნა­თია თურ­ნა­ვა­ზე, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ისე­თი­ვე გავ­ლე­ნის ქვეშ არის, რა გავ­ლე­ნის ქვე­შაც ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ვე­ტოს დაძ­ლე­ვა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის“ გა­მო­სა­ვა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

ბიძინას პინგვინი რამ გამახსენა ამ დილაადრიან?

ვახტანგი -71
0

თავის დროზე საფრანგეთის მოქალაქის სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნისა (ენმ-ს პერიოდში) და ასევე პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევისას (ქართული ოცნების პერიოდში) ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მისი წარმოშობა და ასევე საფრანგეთში დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობის შთამბეჭდავი გამოცდილება.

წარმოშობაში ვგულისხმობ, რომ ის არის 1921 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში წასული საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად წასული ლევან ზურაბიშვილის შვილი.

ინტერნეტში დადებული ინფორმაციებით იკვეთება, რომ მამამისი მაშინ მხოლოდ 15 წლის მოზარდი ბიჭი იყო (მრავალი წლის შემდეგ ის პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარედ აირჩიეს), ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი ალბათობით სალომეს მამას მაშინდელი მთავრობის მუშაობაში მონაწილეობა მიღებული არ ექნებოდა... 

ცნობილია ასევე, რომ თავის მხრივ ლევან ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო, ხოლო მამამისი ივანე ზურაბიშვილი იურისტი, რომელიც მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად.

1921 წელს სტამბოლში დაბადებული სალომეს დედა ზეინაბ კედია ყოფილა ქართველი ემიგრანტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ემიგრაციაში წასული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების პირდაპირ შთამომავლობას!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?

"მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა.... ეს ქვეყანა ზურაბიშვილის და ღარიბაშვილის დუქანი არ არის" - როგორ აფასებენ პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" მორიგ საყვედურს პრეზიდენტისადმი?

"ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველი პარტია პრეზიდენტს საყვედურობს და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირების ხელისშეშლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი პარტიის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში:

ოპოზიციონერმა დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის "ქართული ოცნების" სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ.

"გადაწყვიტეს, დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებით მეოთხე ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი.

ეროვნული ბანკის საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა და მათ სურთ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაარღვიეს ზურაბიშვილის კრიტიკაზე გამოცხადებული მორატორიუმი - მათ უბრალოდ ეშინოდათ ბრიუსელში გამოსვლის, რომ არ შეეწყალებინა და მაღალი ტრიბუნიდან არ ეთქვა, რომ კონფრონტაციის შემცირებისთვის ამ ნაბიჯს დგამს და ათავისუფლებს გვარამიას. ასევე ეშინოდათ იმის, რომ მისი გამოსვლა არ ყოფილიყო ისეთივე მწვავე, როგორც იყო აქ, პარლამენტში და 26 მაისს. მორჩა ეს პროცესი და მათი წარმოდგენით თავი ქუდში აქვთ, ამიტომ ხელახალი შეტევა დაიწყეს სალომე ზურაბიშვილზე" - განაცხადა გოცირიძემ.

  • "ლელოს“ დეპუტატის დავით უსუფაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით პირდაპირ საუბრობს იმას, რომ "სახელმწიფო პარტიაა". უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდი უგულებელყოფს პარლამენტის როლს და თავად გეგმავს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში ჩარევას, რაც კარგად ჩანს იმ კანონპროექტშიც, რომელზე დადებული ვეტოს დაძლევასაც გეგმავენ.

"ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ გაერკვა იმის ანა-ბანაში, თუ ვინ არიან თვითონ და რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა. გველაპარაკებიან, პარტიის ამოცანაა, რომ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირება უზრუნველვყოთო. ესაა ღია განაცხადი, რომ "პარტიაა სახელმწიფო“, ამით ამბობენ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერსო. პარტია ამბობს, რომ კონსულტაციები ჰქონდათ პრეზიდენტთან ეროვნული ბანკის წევრთან დაკავშირებით. სად ამოიკითხეს, რომ რომელიმე პარტიას შეუძლია ჰქონდეს ამაზე კონსულტაციები? მაშინ „ლელოს“ რატომ არ ჰქონდა? დანგრეული აქვთ წარმოდგენა, რა არის სახელმწიფო, პარლამენტის როლი, პრეზიდენტის როლი და მმართველი პარტიის როლი.

ეს თემა დაიწყო ყოვლად აბსურდული კანონპროექტის შემოტანით, რომელსაც, გახსოვთ, ვაკრიტიკებდით. 4 და 5 ვიცე პრეზიდენტი გვინდაო. მარტო ბიძინა კი არ არის არაფორმალური მმართველი, თავად არიან არაფორმალური მმართველები ამ ქვეყნის. სადღაც დასხდნენ და მოილაპარაკეს, რომ ეს ადამიანი უნდათ ბანკის თავმჯდომარედ მაშინ, როცა კონსტიტუციაში ამხელა პუნქტებია ჩაწერილი, როგორ უნდა შეირჩეს თავმჯდომარე, როგორ უნდა იყოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა ორივეს შევახსენო, საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი, რომ სადღაც დასხდნენ და რაღაცებზე ილაპარაკონ. ამ საქმეს აქვს თავისი პროცესი. ყოვლად აბსურდული კანონი შემოიტანეს, სადაც თითოეული პუნქტი ღაღადებს, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც კომბინაცია ჩაიფიქრა და სრულიად უხეშ ჩარევას აპირებს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში მაშინ, როცა ეროვნული ბანკის საკადრო საკითხები გადასაწყვეტია პარლამენტის მიერ. „ჩვენ, მმართველი გუნდი“ - ახალი ცნებაა შემოსული, რა უბედურებაა ეს? როცა სასამართლოს კლანზე ვსაუბრობთ, აღარაა ეს სწორი ფრაზები, აქ ლაპარაკია მმართველ კლანზე, 4 კაცი დაჯდება სადღაც და გადაწყვეტს, რომ ეს უნდა ეროვნულ ბანკში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

  • პოლიტიკურ ჯგუფ "საქართველოსთვის" ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი პირი იქნება არჩეული.

"აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების“ განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვასთან და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სრული აბსურდია - აგერ გამოვიდნენ და პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებებს ისევ უტევენ, როგორც მანამდე ცესკოს შემთხვევაში შეუტიეს და კანონიც შეცვალეს. ეროვნული ბანკის ნაწილში მხოლოდ კანონს ვერ ცვლიან - საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში, თორემ ამ საკითხსაც დააყენებდნენ.

“ქართულ ოცნებას განზრახული აქვს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის პარტიული ვერტიკალის ქვეშ დაქვემდებარება. დარჩენილი იყო მხოლოდ ეროვნული ბანკი და როგორც ირკვევა, პრეზიდენტთან კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვერ დანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ეს, სავარაუდოდ, გათვლილია ნათია თურნავაზე, რომელიც “ქართული ოცნების“ ისეთივე გავლენის ქვეშ არის, რა გავლენის ქვეშაც ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემთხვევაში იქნება. ამიტომ ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.